მთავარი ჯანმრთელობა 12 ნიშანი იმისა, რომ განიცდით მაღალფუნქციურ შფოთვას და ამის შესახებ არც კი ეჭვობთ

12 ნიშანი იმისა, რომ განიცდით მაღალფუნქციურ შფოთვას და ამის შესახებ არც კი ეჭვობთ

by Keti

ყველას გარკვეული ჩვევები გვაქვს, რის მიხედვითაც ვუმკლავდებით სხვადასხვა ამოცანას. ეს ნორმალურია. მაღალფუნქციური შფოთვა იმითაა საშიში, რომ რთული შესამჩნევია. მისი სიმპტომები ზედაპირზე არ ჩანს და ადამიანს თითქოს ყველაფერი წესრიგში აქვს.

გთავაზობთ ერთი შეხედვით უწყინარი ჩვევების სიას, რომლებიც სინამდვილეში მაღალფუნქციური შფოთვის ნიშანია.

1. ერთი და იგივე საუზმე ყოველ დილით

თუ ყოველ დილით მხოლოდ კვერცხს მიირთმევთ და რაციონის შეცვლაზე ფიქრიც გაპანიკებთ, უკვე დამაფიქრებელია. ეცადეთ დაამატოთ თითო ინგრედიენტი თქვენს საუზმეს, მაგალითად, შვრია ბანანით, ვაშლით. ეს სასარგებლო იქნება ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

2. ფრჩხილების კვნეტა

თუ ეს მუდმივად ხდება ტუჩების კვნეტასა და თმით თამაშთან ერთად, ესე იგი, ხშირად განიცდით სტრესს.

3. ერთი და იგივე დამაწყნარებელი რიტუალები

თუ ყოველდღიური რიტუალები ძალიან მკაცრი ხდება და თავს ვერ აღწევთ, ესე იგი, მაღალი გაქვთ შფოთვა. დაიწყეთ მცირედით: ბალიში სხვა ადგილას დადეთ და ერთ დღეს ლოგინი არ გაასწოროთ.

4. ცხოვრობთ საქმეების სიის მიხედვით

სასწრაფო საქმეების სიის შედგენა გვეხმარება მოვლენების დამახსოვრებაში, პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა სიას იმიტომ ადგენთ, რომ შემდეგ რაიმე წაშალოთ. თუ ეს არ გამოდის, განიცდით სტრესს.

5. კარგავთ დროის შეგრძნებას

ადვილია დროში დაკარგვა, როცა ყველაფრის იდეალურად გაკეთება გსურთ: ტანსაცმლის სწორად დალაგება, საწოლის ლამაზად გასწორება, ნივთებითვის ადგილის მიჩენა… ეს შფოთვის ნიშანია.

6. იღვიძებთ მაღვიძარას დარეკვამდე

შესაძლოა თქვენს ორგანიზმს ბევრი ძილი არ სჭირდება, თუმცა ეს მაღალფუნქციური შფოთვის ნიშანიცაა.

7. იღვიძებთ ღამით

ადამიანი ძილისას რთულად დუნდება და მუდმივად იღვიძებს ღამით, თუ მას შფოთვა ძილშიც არ ტოვებს.

8. საქმის გაჭიანურება/გადადება

უნდა განასხვავოთ ჩვეულებრივი სიზარმაცე გაჭიანურებისგან, რომელიც უკვე ჩვევად გექცათ. აი მაღალფუნქციური შფოთვის მქონე ადამიანებს მარცხის ეშინიათ, ამიტომ უყვართ საქმეების გადადება.

9. მუდმივად ითხოვთ რჩევას

თუ სულ რჩევები გჭირდებათ და განიცდით უსუსურობას, ხშირად ესეც შფოთვითი დარღვევის ნიშანია, თუმცა შეიძლება დაბალ თვითშეფასებასთანაც გვქონდეს საქმე.

10. მუდმივად ეძებთ ინტერნეტში ინფორმაციას

მსუბუქად აგტკივდათ თავი ან გაგიჩნდათ წერტილი ხელზე და თქვენ უკვე ათეულობით საიტი მოიარეთ საშინელი დიაგნოზის ძიებაში. ეს ქცევა არ არის ნორმალური.

11. ჯდებით გასასვლელთან ახლოს

თუ გაუცნობიერებლად გასასვლელთან ახლო ადგილს ირჩევთ, ეს ნიშნავს, რომ გსურთ უცხო თვალს დაემალოთ და სწრაფად დაბრუნდეთ სახლში. ამგვარად მუდმივ სტრესს განიცდით.

12. ხშირად ბრუნდებით სახლში, რათა შეამოწმოთ, ყველაფერი გამორთეთ თუ არა

ხშირად ბრუნდებით უთუსა და გაზის შესამოწმებლად სახლში? გარბიხართ შეშინებული და წარმოიდგენთ ყველაზე საშინელ სცენარს, რაც კი შეიძლება მოხდეს. თუ ეს რეგულარულად ხდება, ესე იგი, შფოთვა ძალიან მაღალი გაქვთ და სჯობს მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: