მთავარი ჯანმრთელობა რამდენად უსაფრთხოა ტამპონები ქალის ჯანმრთელობისთვის?

რამდენად უსაფრთხოა ტამპონები ქალის ჯანმრთელობისთვის?

by Keti

მენსტრუაცია განსაკუთრებული თემაა ქალებისთვის და ის უფრო დელიკატური ხდება, როცა ვირჩევთ ჰიგიენურ საშუალებებს. უამრავი საშუალებებიდან, როგორიცაა საფენები, ტამპონები, მენსტრუაციული ჭიქები, ცოტა თუ აქცევს ყურადღებას მათ გვერდით მოვლენებს. თავად ექიმებშიც კი არ არსებობს ერთიანი აზრი. შევეცადოთ გარკვევას.

1. საშოს შემწოვი თვისება

საშოს ლორწოვანი ზედაპირი ნთქავს სხვადასხვა ნივთიერებას, რომლებიც ხვდება სისხლის მიმოქცევაში. კლინიკურმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ვაგინალური მკურნალობა გაცილებით ეფექტურია მედიკამენტოზურ მკურნალობაზე. რადგან ასეა საშო ისეთი უცხო სხეულის ნაწილებსაც, როგორიც ტამპონია, მალე ითვისებს და გადააქვს ისინი სისხლში.

2. ქალის ჰიგიენის საშუალებების მოქმედება ეკოლოგიაზე

უამრავ ტრადიციულ ჰიგიენურ საშუალებას აქვს დაშლის სწრაფი პერიოდი და გარემოს არ აზიანებს. ამ მხრივ ყველაზე უსაფრთხო მენსტრუაციული ჭიქაა, არავითარ შემთხვევაში ტამპონი.

3. პლასტიკასთან კონტაქტის საფრთხე

პლასტიკა უპირობოდ მავნებელია, ტამპონი უშუალო კონტაქტშია საშოს გარემოსთან და გამოყოფს ტოქსინს, რომელიც იწვევს ქსოვილების დაზიანებას.

4. ერთ-ერთი ყველაზე გამოუკვლეველი პროდუქტი

დღესდღეობით ტამპონი ნაკლებად გამოკვლეული ჰიგიენური პროდუქტია, დღემდე არ არის ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ის ორგანიზმზე და რამდენად მონაწილეობს ტოქსიკური შოკის განვითარებაზე. მიუხედავად სერტიფიცირებისა, არანაირი გარანტია არ არსებობს ამ პროდუქტის უსაფრთხოებაზე.

საბოლოოდ, ჰიგიენური საშუალების შერჩევა კომფორტამდე და ქალების პირად უპირატესობამდე დაიყვანება, მაგრამ არ უნდა უგულებელვყოთ ზემოაღნიშნული ფაქტები და მენსტრუაციისას არ უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ტამპონები.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: