მთავარი ჯანმრთელობა ქალური პრობლემები: რა აძლიერებს ტკივილებს მენსტრუაციის დროს

ქალური პრობლემები: რა აძლიერებს ტკივილებს მენსტრუაციის დროს

by Keti

ყველა ქალისთვის პრობლემაა ტკივილი მენსტრუაციის დროს. ის წარმოიქმნება საშვილოსნოს შეკუმშვის შედეგად. ტკივილის გარდა ამ დროს ძლიერდება ოფლიანობა, ძილიანობა, ადგილი აქვს გუნება – განწყობის დაქვეითებას… ჩამონათვალი გრძელია. მაგრამ ისეც ხდება, რომ ჩვენ თავად გაუაზრებლად ვაძლიერებთ აღნიშნულ სიმპტომებს. აღმოჩნდა, რომ გარკვეული ჩვევები და კვების თავისებურებანი ხელს უწყობს მენსტრუალური ტკივილის მატებას.

1. გამოუძინებლობა

სასქესო ჰორმონების ნორმალური რეგულაციისთვის ღამის საკმარის ძილს დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც ორგანიზმი ვერ ისვენებს სათანადოდ, მატულობს სტრესის დონე. ეს კი იწვევს მტკივნეულ მენსტრუაციას.

2. კოფეინის შემცველი სასმელები

ქალების უმრავლესობაში კოფეინის ჭარბად მიღება აძლიერებს ტკივილებს ციკლის დროს. ერთზე მეტი კოფეინისშემცველი სასმელის მიღების შემთხვევაში ტკივილის წარმოქმნის რისკი 30 % ით იზრდება.

3. მოწევა

მოწევა წარმოადგენს მენსტრუალური ტკივილის გამაძლიერებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს ქალების 70 % ში.

4. ალკოჰოლი

ალკოჰოლი აქვეითებს მაგნიუმის დონეს ორგანიზმში, რაც იწვევს ტკივილების გაძლიერებას კრიტიკული დღეების დროს.

5. შაქარი

შაქარი ზრდის სისხლში ინსულინის დონეს, რაც თავის მხრივ არღვევს ესტროგენ – ტესტოსტერონ – პროგესტერონის ბალანსს ორგანიზმში. ეს იწვევს ხასიათის ცვალებადობას და გაღიზიანებადობას.

6. სტრესი

სტრესი აქვეითებს ტკივილის ზღურბლს, რაც იწვევს მტკივნეული შეგრძნებების აღქმის გაძლიერებას.

7. ფიზიკური აქტივობის უკმარისობა

ზომიერი ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ სტრესის დაძლევაში და შეგიმსუბუქებთ კრიტიკულ დღეებს.

8. მარილი

მარილის სიჭარბე წყალს აკავებს ორგანიზმში, რაც აუარესებს ყველა მენსტრუალურ სიმპტომს. მიირთვით ნაკლები მარილი და სვით მეტი წყალი.

გაუზიარეთ სასარგებლო რჩევები მეგობრებს სოცქსელში.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: