მთავარი საკითხავი ბუღალტერიის ეს საბაზისო წესები ყველა წარმატებული ბიზნესის მართვის მსურველმა უნდა იცოდეს

ბუღალტერიის ეს საბაზისო წესები ყველა წარმატებული ბიზნესის მართვის მსურველმა უნდა იცოდეს

by guramus

თანამედროვე სამყარო ძალიან სწრაფად და დინამიურად ვითარდება. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილი გაადვილებული მიმოსვლის საშუალებების წყალობითა და ინტერნეტის განვითარების ხარჯზე უკვე თითქმის უპრობლემოდ უკავშირდება ერთმანეთს. აღნიშნული ასპექტები აადვილებს როგორც ახალი ბიზნესების წამოწყებასა და ადვილად განვითარებას, ისე გლობალიზაციას სხვადასხვა ქვეყნების ფარგლებში.

ასეთი პროცესები ხშირ შემთხვევაში ასევე ავტომატურად და ხშირად ინდივიდუალური მიდგომის გამოც, იწვევს საკანონმდებლო რეგულაციებისა და საბუღალტრო სფეროს წესების ცვლილებებსა თუ ახალი რეგულაციების დანერგვას.

ზუსტად აკონტროლეთ თქვენი თანხის მიმოქცევა

თუკი ჯერ კიდევ არ გაქვთ განცალკევებული საბანკო ანგარიში თქვენი ბიზნესისათვის, ახლავე გააკეთეთ. აუცილებლად უნდა უყურებდეთ და იცოდეთ, რომ თქვენ ბიზნესს ფული მოაქვს. ამის გასაანალიზებლად ყველაზე მარტივი სწორედ თანხების მიმოქცევის ყურებაა. ასევე უნდა უყურებდეთ იმას, თუ როდის შემოდის და გადის ფული თქვენი ანგარიშიდან.

დააკვირდით, უწევს თუ არა თქვენ ანგარიშს სადისტრიბუციო ხარჯების გამო ფულისგან დაცლა იმ დღეს, რომლის მომდევნო დილასაც სხვა, მაგალითად კომუნალური ხარჯების ჩამოჭრა უწევს ანგარიშიდან. მნიშვნელობა არ აქვს, იღებთ თუ არა დიდ შემოსავალს მომავალ თვეში, თუკი იქამდე თქვენი თანამშრომლების ხელფასების გადასახდელი ფული აღარ გექნებათ.

ასევე უნდა დაფიქრდეთ იმაზე, თუ როგორი გადახდის სისტემა იქნება თქვენი ბიზნესისათვის ყველაზე მისაღები. მაგალითათ ითვალისწინებს თუ არა თქვენი კლიენტის მიერ ჩარიცხული თანხის გადახდის ტიპი თქვენს ანგარიშზე თანხის მოხვედრამდე გარკვეული პერიოდით მის შეფერხებას? სწორედ ასეთი დეტალების გათვალისწინებაა მთავარი თანხის მიმოქცევის კარგი და ადვილად გასაანალიზებელი სისტემის ჩამოსაყალიბებლად თქვენი ბიზნესისათვის.

მიჰყევით ამ ზოგად წესებს:

  • არ გადაიხადოთ არაფერი იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ამას ოფიციალური თარიღი ითვალისწინებს.
  • დაფიქრდით შეგიძლიათ თუ არა კლიენტებს შესთავაზოთ თვიური გადასახადის რომელიმე სისტემა, რათა ყოველთვე გქონდეთ სტაბილური შემოსავალი.
  • შეინახეთ რეზერვი ბიზნესის საბანკო ანგარიშზე, ყოველი შემთხვევისათვის.
  • არ გაართულოთ საბანკო ფინანსების მიმოცვლის სისტემა.

გადაწყვიტეთ როგორ აჯობებს თქვენი ინვენტარის დათვლა

თუკი თქვენ რაიმე სერვისს ყიდით, მაშინ ეს ნაწილი დააიგნორეთ, თუმცა მისი ზოგადი აზრი მაინც გასათვალისწინებელია. ზოგადად ინვენტარი ის პროდუქტია, რომელსაც ყიდით ან რაიმე გასაყიდის დასამზადებლად იყენებთ.

კარგად გამოიანგარიშეთ, თუ მინიმალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად რა რაოდენობის პროდუქდი უნდა გქონდეთ შენახული ყოველთვის, ერთი ხელის გაწვდენაზე. ასევე, ბუღალტერიის ძირითადი ნიშა ამ მიმართულებით იმის კონტროლია, თუ როდის უწევს ინვენტარის გათავების გამო ახალი შეკვეთისათვის თანხების გამოყოფა ბიზნესს.

ინვენტარი ბუღალტერიის ნაწილი იმიტომაა, რომ ინვენტარი უდრის ფულს. ეს არის ფული, რომელსაც ვერ დახარჯავთ, თუკი მას არ გადაამუშავებთ და არ გაყიდით. თანაც, თქვენი ინვენტარის ღირებულება და მისით გამოსამუშავებელი ფულის რაოდენობა მაშინაც კი შეიძლება შეიცვალოს, როდესაც იგი უკვე თქვენს საწყობში დევს შესანახად.

გამოთვალეთ ყველა სხვა ხარჯი

წესით უკვე კარგად უნდა გესმოდეთ, თუ როგორ მჭიდროდაა მიმაგრებული ერთმანეთზე თქვენი ხარჯები და შემოსავლები. თუკი უკვე იცით, თუ რა თანხებთანაა დაკავშირებული იმ ინვენტარის გასაყიდად გამზადება, რაზეც თქვენი ბიზნესმოდელია დამოკიდებული, მაშინ დროა გაიაზროთ იმ ხარჯების მნიშვნელობაც, რომელიც სხვა ასპექტებით იანგარიშება.

ნებისმიერ იმ ფინანსურ ხარჯს, რომელიც იმის მიხედვით არ იზრდება, თუ რამდენად გაზრდით თქვენი გაყიდული პროდუქტის რაოდენობას, ფიქსირებული ხარჯი ეწოდება. მაგალითად, თუკი ყოველთვიურ ქირას იხდით, ეს ხარჯი თქვენი ბიზნესის შემოსავლის ან გასავლის გაზრდაზე დამოკიდებული ხარჯი არ გახლავთ. თუმცა, აუცილებელია გახსოვდეთ რომ ისინი თქვენს ფინანსურ ბრუნვაზე მაინც ახდენენ გავლენას. ფიქსირებული ხარჯების მაგალითებია:

  • ქირა
  • დაზღვევა
  • სესხების პროცენტი
  • ფიქსირებული ხელფასები
დაადგინეთ თქვენი მინიმალური შემოსავლის ზღვარი

ბიუჯეტის დაგეგმვა ბიზნესი მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. თქვენ გჭირდებათ იმ თანხის რაოდენობის გამოთვლა, რომელიც ზუსტად ეყოფა თქვენი მთლიანი დანახარჯის დაფარვას, ანუ გაუთანაბრდება მას.

ეს გულისხმობს იმას, რომ თქვენ უნდა გაყიდოთ იმდენი პროდუქტი, რომ დაფაროთ მათი დასამზადებელი მასალისა და მათი დამზადების ხარჯები, თანაც ამასთანავე უნდა დაიფაროს ფიქსირებული ხარჯებიც. სწორედ ამ ორი ფაქტორის დასაფარად საკმარისი ზუსტი თანხა გამოდის თანაბარი შემოსავლისა და გასავლის სხვაობა.

შეარჩიეთ საკონსულტაციო და საბუღალტრო ფირმა სწორად

ბიზნესის მართვისას მთავარია გვერდით ისეთი კონსულტანტების ყოლა, რომლებიც ზედმიწევნით ზუსტად აანალიზებენ თქვენს ირგვლივ არსებულ ბაზარსა და ზოგად მდგომარეობას ეკონომიკურ ბაზარზე. როდესაც ქირაობთ ისეთ აოდიტორულ კომპანიას, რომელიც კარგად იცნობს იმ ქვეყნის რეალობას, სადაც თქვენი ბიზნესი გაქვთ განთავსებული, თქვენ ახდენთ საკუთარი რისკებისა თუ პოტენციური დანაკარგების მინიმალიზებას.

საკმაოდ მომგებიანი იქნება ის ასპექტიც, თუკი თქვენი კომპანიისა თუ კერძო ბიზნესის საბუღალტრო კონსულტაციისათვის შეარჩევთ პროფესიონალურთან ერთად ისეთ კომპანიას, რომელიც გამოირჩევა მრავალპროფილიანი საქმიანობით. ასეთი სახის ასისტენტებისგან თქვენ ერთდროულად უნდა იღებდეთ იურიდიულ, ფინანსურ და საგადასახადო საკითხებში კონსულტაციასა და დახმარებას. ასეთ შემთხვევაში ისინი უფრო მარტივად შეძლებენ გააანალიზონ ზუსტად თქვენი მოგებისა თუ ხარჯების სისტემა და სწორი კონსულტაცია გაგიწიონ სამომავლოდ.

კარგად გააანალიზეთ ის, თუ რაში გჭირდებათ დახმარება

როდესაც საქმე ბუღალტერიას ეხება, იქ თითქმის არასდროსაა საქმე სწორხაზოვნად და მარტივად მოსაგვარებელი. სწორედ ამიტომ დაზუსტებით უნდა დაალაგოთ თქვენი ბიზნესის მართვის სტრატეგია და ისეთი აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია შეარჩიოთ, რომელიც ყველა საჭირო დახმარებას გაგიწევთ.

მაგალითად ლოიალტე წარმოადგენს საკმაოდ მრავალფეროვანი პროფილის მქონე აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის ნათელ მაგალითს, რომელთან თანამშრომლობის დროსაც ზუსტად გმართებთ თქვენი პრიორიტეტებისა თუ მოთხოვნების ჩამოყალიბება.

თუკი უფრო ნათელი მაგალითისათვის ზოგადად გავაანალიზებთ ლოიალტეს მიერ შემოთავაზებულ მომსახურეობის სერვისებს, აღმოვაჩენთ რომ ამ შემთხვევაშიც საბუღალტრო მომსახურეობა არ გულისხმობს მხოლოდ შემოსავლისა და გასავლის დათვლას ყოველი თვის ბოლოს. იგი ერთპიროვნულად მოიცავს ბევრად უფრო კომპლექსურ საფეხურებსაც, რომლების საჭიროების შესახებაც შეიძლება საერთოდაც არ გქონდეთ წარმოდგენა. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ადეკვატური სააუდიტო კომპანიის პოვნა.

რა სერვისები შეიძლება მიიღოთ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიისგან?

ისეთი მოწინავე და თანამედროვე საკონსულტაციო ფირმები, როგორიცაა ლოიალტე, თქვენ უამრავი განსხვავებული და საჭირო სერვისის მიღება შეგიძლიათ. პირველ რიგში მათი რაოდენობა და საჭიროება თქვენი ბიზნესის სპეციფიკაზეა დამოკიდებული, თუმცა ამ კომპანიის ძირითად მოვალეობას წარმოადგენს მოერგოს ნებისმიერი სახის ბიზნესს და მისი პროფილის შესაბამისი სამუშაოები გასწიოს.

სწორედ ამიტომ ისინი კლიენტებს სთავაზობენ ისეთ საჭირო სერვისებს, როგორიცაა საფინანსო უწყისების და საგადასახადო აუდიტი, ფინანსური ანგარიშგების მომზადება, საგადასახადო და პერსონალური მონაცემების დაცვის კონსალტინგი და მრავალი სხვა. საკონსულტაციო სერვისების და მათი მთავარი პლიუსების გარდა, ლოიალტესგან ასევე თქვენი ბიზნესის ფინანსური კუთხის უკეთ სამართავად შეგიძლიათ მიიღოთ ასევე მთავარი ბუღალტრის მომსახურება და ასევე შესაძლებელია ბუღალტრული აუთსორსინგიც.

თანამედროვე სამყაროში ახალი ბიზნესები და სტარტაპები საკმაოდ სწრაფად და დინამიურად ვითარდება. ისინი ხშირად ითვალისწინებს ინტერნეტ მომსახურებასა და ონლაინ გაყიდვებს. სწორედ ამიტომ, თქვენ ასევე გაქვთ მიიღოთ ლოიალტესგან ისეთი საჭირო და გამოსადეგი სერვისები, როგორიცაა IT აუდიტი და კონსალტინგი, ასევე მათ შეუძლიათ გაგიწიონ დახმარება თქვენი სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასა და ქონების შეფასებაშიც კი.

თანაც, რაც ყველაზე მთავარი და საჭიროა წარმატებული ბიზნესის მფლობელებისათვის, დროის დაზოგვა ისეთი ფირმის დახმარებით, როგორიც ლოიალტეა, საკმაოდ ადვილად და ეფექტურადაა შესაძლებელი. ამ კომპანიის თანამშრომლები გამოირჩევიან პროფესიონალიზმით და მათი ნდობის შემთხვევაში, თქვენ უფრო მარტივად შეძლებთ საკუთარი ბიზნესის წინსვლის სტრატეგიების ფორმირებასა და დანერგვას.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: