მთავარი საკითხავი გამონათქვამები წარმატებაზე – ტრამპის გამონათქვამი სრული ჭეშმარიტებაა

გამონათქვამები წარმატებაზე – ტრამპის გამონათქვამი სრული ჭეშმარიტებაა

by guramus

“თუ წარმატებას მიაღწევ, ბევრი მეგობარი გამოგიჩნდება, თუ წარუმატებელი გახდები, მათი ძებნა მოგიწევს”.(ჰარი ტრუმენი)

“ცხოვრებაში წარუმატებლობაზე უარესიც არსებობს: ესაა არაფერი გქონდეს გაკეთებული”.(რუზველტი)

“მრავალი შესაძლებლობა არსებობს, რომ კარიერა აიწყო, მაგრამ ყველაზე საუკეთესოა შესაბამის ოჯახში დაიბადო”.(დონალდ ტრამპი)

“იმისათვის, რომ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიო, ადრე უნდა ადგე, გვიანობამდე იმუშაო და ნავთობს მიაკვლიო”.(ჟან პოლ გეტი)

“ზომიერად და ნელა, ასეთია გზა წარმატებისაკენ” (ბომარშე)

“ვისაც მაღალი კოშკის აგება სურს, დიდხნას უნდა დაკავდეს ფუნდამენტის ამოყვანით”.(ენტონი ბრუკნერი)

“მე წარმატებას ჩემი გამარჯვებებით კი არ ვაფასებ, არამედ იმით, თუ რამდენად უკეთესი ვარ ყოველ წელიწადს”.(ტაიგერ ვუდსი)

“რა არის ფული? ადამიანი წარმატებულია, როდესაც ის ლოგინიდან ადგომიდან დაწოლამდე იმას აკეთებს, რაც მას სიამოვნებას ანიჭებს”(ბობ დილანი)

“წარმატების რეალური საიდუმლო ენთუზიაზმია”.(უოლტერ კრაისლერი)

“წარმატება არის დამარცხებათა სერია, ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე”  – უინსტონ ჩერჩილი.

“დამარცხება ძნელია, მაგრამ ბევრად უფრო რთულია, თუ წარმატება არასოდეს გიცდიათ ” – თეოდორ რუზველტი.