მთავარი ჯანმრთელობა აი, სინამდვილეში რას აღნიშნავს ეს 8 ყველაზე გავრცელებული ტიპის ტკივილი

აი, სინამდვილეში რას აღნიშნავს ეს 8 ყველაზე გავრცელებული ტიპის ტკივილი

by Keti

როგორც წესი, ტკივილი სწრაფად აღმოცენდება და გაივლის 2-3 წუთში, მაგრამ ზოგჯერ საათობით გრძელდება, შემდეგ ქრება და კვლავ ბრუნდება. ჩვენ მივეჩვიეთ ტკივილის იგნორირებას, მაგრამ თითოეულს თავისი მიზეზი აქვს.

დღეს მოგიყვებით, რას აღნიშნავს 8 ყველაზე გავრცელებული ტკივილის შეგრძნება.

1. ფეხის გულის ტკივილი

ხშირად ასეთი ტკივილი იმას აღნიშნავს, რომ მიიღეთ ტრავმა ან დაიწყო მყესების ანთება. ტკივილს იწვევს დატვირთვაც და არასწორი ფეხსაცმელიც.

2. მუხლის სახსარის მომატებული მოძრაობა

ეს სიმპტომი ახალგაზრდობაში საშიში არ არის, მაგრამ ასაკთან ერთად მუხლები სუსტდება. ამ მოძრაობის ერთ-ერთი მიზეზი ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა ან ტრავმაა. ყველაზე გავრცელებული მიზეზია მენისკის დაზიანება. მუხლის სახსრის მოძრაობა შეიძლება იყოს ოსტეოართროზის ან რევმატოიდული ართრიტის ნიშანი.

3. ტკივილი ყურის უკან

ერთ-ერთი მიზეზია კისრის ნერვების გაჭყლეტვა. ეს ხდება მაშინ თუ თავი დიდხანს გაქვთ დახრილ მდგომარეობაში. სხვა მიზეზი კბილების პრობლემებია.

4. თავის ძლიერი ტკივილი

თუ განიცდით მკვეთრ, ძლიერ თავის ტკივილს თვეში რამდენჯერმე, სავარაუდიდ, გაქვთ კეფის ნევრალგია. ამ დროს ტკივილი უმეტესა კეფაში ვლინდება.

5. კუნთების კრუნჩხვა

ვლინდება არასაკმარისი სისხლის მომარაგების დროს. ტკივილი წარმოიქმნება სპორტით დაკავებისას და ასევე ხერხემალში ნერვებზე ზეწოლისას. ტკივილი ძლიერდება ხანგრძლივი სიარულის დროს.

6. მკვეთრი ტკივილი მუცელში

მიზეზი მრავალია. თუ ეს პერიოდულად ვლინდება, შესაძლოა მიზეზი მჟავური რეფლექსი იყოს. ხოლო თუ ტკივილი დღეში რამდენჯერმე წარმოიქმნება, შესაძლოა გქონდეთ კუჭის ან თორმეტგოჯას წყლული.

7. ფეხების ტკივილი

თუ კიბეზე ასვლისას ან სიარულისას გტკივათ მუხლი, ესე იგი, არტერიებია შევიწროებული. ამ მდგომარეობას პერიფერიული არტერიების დაავადება ეწოდება. აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

8. მკვეთრი ტკივილი ზურგში

ამ ტკივილის პირველი მიზეზი ხშირად ტრავმაა: მაგალითად, კუნთების დაჭიმვა. მაგრამ თუ მუდმივ სტრესს განიცდით ან ცუდი წონასწორობა გაქვთ, შესაძლოა, ზურგის კუნთის სპაზმებს აქვს ადგილი. ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს მალთაშუა თიაქარიც.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც იცოდნენ ამ საყურადღებო ნიშნების შესახებ და სწორი დიაგნოზის დასადგენად მიმართონ ექიმს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: