მთავარი ჯანმრთელობა 12 შედეგი, რომელიც უბრალოდ გამოუძინებლობას მოყვება

12 შედეგი, რომელიც უბრალოდ გამოუძინებლობას მოყვება

by Keti

ზოგჯერ გვაქვს უძილობის შემთხვევები და გვგონია, რომ ეს საერთოდ არ არის საშიში. თუმცა ვერც წარმოიდგენთ, რა შეიძლება გამოიწვიოს ძილის მუდმივმა უკმარისობამ.

1. ძილის უკმარისობა ამცირებს სტრესთან გამკლავების უნარს

სხეული სუსტდება ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, სტრესთან გამკლავების უნარი ქვეითდება.

2. არ შეგიძლიათ სწორი გადაწყვეტილების მიღება

თუ არასაკმარისად გძინავთ, მეტად მიდრეკილი ხართ პანიკისკენ, ამიტომ იღებთ სწრაფ გადაწყვეტილებებს და შეუსაბამო სიტუაციებში უფუნქციო ხდებით.

3. ქრონიკული ტკივილები ძლიერდება

თუ პერიოდულად გტკივათ წელი, ძილის უკმარისობა ამ პრობლემას აუარესებს.

4. არღვევს ძვლის ქსოვილს

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ქრონიკული უძილობა ძვლოვან ქროვილს არღვევს. ეს განსაკუთრებით მზარდი ორგანიზმისთვისაა საშიში.

5. გირთულდებათ ემოციების წაკითხვა

თქვენ საკუთარ ემოციებსაც უარესად უმკლავდებით და გარშემომყოფთა ემოციებიც რთულად გესმით. ეს გავლენას ახდენს ურთიერთობებსა და შესრულებული სამუშაოს ხარისხზე.

6. ცუდად მოქმედებს კანზე

ეს სტრესის ჰორმონ კორტიზოლს უკავშირდება. ის არღვევს კოლაგენს, რაც კანს სიგლუვეს ანიჭებს.

7. გეწყებათ მეხსიერების პრობლემები

ეს ლოგიკურია, რადგან მთელ ძალებს ძილთან ბრძოლაში ხარჯავთ.

8. ძილის უკმარისობა ზრდის ინსულტის რისკს

კვლევებმა აჩვენა, რომ გამოუძინებლობა (6 საათზე ნაკლები ძილი) უფროსი ასაკის ადამიანებში ინსულტის განვითარების რისკს 4ჯერ ზრდის.

9. თქვენი სიცოცხლე მოკლდება

გამოუძინებლობა ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. ისინი, ვისაც 6 საათზე ნაკლები სძინავთ, 4ჯერ მეტად მიდრეკილნი არიან ადრეული სიკვდილისკენ.

10. მოქმედებს ვაქცინების ეფექტურობაზე

თუ გამოუძინებელი ხართ, ქვეითდება ვაქცინაზე შესაბამისი იმუნური პასუხის მიღწევის ალბათობა. ვაქცინა უბრალოდ აღარ იმოქმედებს.

11. მატულობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი

ძილის ნაკლებობის შედეგად მიღებული სტრესი ცუდად აისახება გულზე, დიდი შანსია მიიღოთ ინფარქტი.

12. ზრდის ზოგიერთი სახის კიბოს წარმოშობის რისკს

ეს ეხება მკერდისა და პროსტატის კიბოს, გამოუძინებლობა პროვოცირებას უკეთებს კიბოსწინა წარმონაქმნების გაჩენას.

ასე რომ, ეცადეთ გამოიძინოთ საკმარისად, სტატია კი მეგობრებს გაუიზიარეთ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: