მთავარი ჯანმრთელობა დილის 6 ჩვევა, რომელიც წონაში მატებას უწყობს ხელს

დილის 6 ჩვევა, რომელიც წონაში მატებას უწყობს ხელს

by Keti

თითოეულ ჩვენგანს აქვს თავისი დილის რიტუალი. ზოგიერთმა უწყინარმა ჩვევამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს წონის მაჩვენებელზე.

საინტერესოა, რომელი ჩვევებია ასეთი?

1. სიბნელეში ჩაცმა

კვლევების თანახმად, თუ გაღვიძებისთანავე არ სწევთ ფარდებს ან ჟალუზებს, კარგავთ წონაში კლების ერთ-ერთ შანსს.

აღმოჩნდა, რომ  ადამიანებს, რომელთაც დილის მზის სხივები ეცემათ, სხეულის მასის დაბალი ინდექსი აღენიშნებათ.

2.  დილით აწონვის უგულებელყოფა

რაც მეტად გადავწევთ აწონვის დროს, მით ნელი ტემპით დავიკლებთ წონაში. ჩატარებული კვლევის თანახმად, ქალები, რომლებიც ხშირად იწონებიან, ფლობენ უკეთეს კვებით ჩვევებს.

3. საუზმის გამოტოვება

საუზმე გვავსებს ენერგიით და განაპირობებს მთელი დღის მუხტს. მისი გამოტოვების შემთხვევაში, სადილამდე სხვადსხვა მავნე სასუსნავს მივირთმევთ.

იდეალური საუზმე უნდა შეიცავდეს ბოჭკოსა და პროტეინს.

4. საწოლის არგასწორება

ბევრი არ ალაგებს საწოლს დილაობით. სულ ტყუილად! დადგინდა, რომ ადამიანს უკეთ სძინავს გასწორებულ ლოგინში. ჯანსაღი ძილი კი წონის შენარჩუნების ერთ-ერთი პირობაა.

5. ბევრი ყავა და ცოტა წყალი

სხეულს სჭირდება ბევრი წყალი მეტაბოლიზმის გასაძლიერებლად, ტოქსინების გამოსაყოფად. თუ ვსვამთ ბევრ ყავას და არასაკმარისი რაოდენობის წყალს, ხდება ორგანიზმის გაუწყლოვნება და წონაში მატება.

6. მაღვიძარას გადაწევა

ხანგრძლივი ძილიც ისეთივე მავნეა ორგანიზმისთვის, როგორც გამოუძინებლობა. ის იწვევს ჰორმონულ დისბალანსს, ზრდის სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის დონეს. ამი შედეგად კი უფრო მეტი საკვების მიღება გვინდება.

გაითვალისწინეთ ეს მავნე ჩვევები და გაუმხილეთ მეგობრებსაც! იყავით ჯანმრთელები!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: