მთავარი ჯანმრთელობა 6 მოქმედი მომადუნებელი საშუალება სწრაფი დაძინებისთვის

6 მოქმედი მომადუნებელი საშუალება სწრაფი დაძინებისთვის

by Keti

არის დღეები, როცა ითიშებით და მხოლოდ ბალიშზე თავის დადება გსურთ. მაგრამ არის ისეთი პერიოდებიც, როცა საათობით ცდილობთ დაიძინოთ. არ იდარდოთ, არსებობს მეცდიერულად დადასტურებული მეთოდები მოდუნებისთვის. დღეს მოგიყვებით ზოგიერთ მათგანზე.

1. შეხედეთ ჭერს და დაითვალეთ 60დან 1მდე

ეს მეთოდი მუშაობს: თუ ბევრი ფიქრის გამო ვერ იძინებთ, თვლა გაგიფანტავთ სხვადასხვა აზრს და კონცენტრირებას ძილზე მოახდენთ. პარალელურად ეცადეთ ღრმად და ნელა ისუნთქოთ. ეს ეფექტს გაზრდის.

2. დასწიეთ ტვინის ტემპერატურა

ეს მოდუნებაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ სპეციალური ქუდის დაფარება ან თავს უკან ყინულიანი პაკეტის დადება. ცივ სეზონში შეგიძლიათ ცოტა ხნით ფანჯარა გამოაღოთ.

3. კონცენტრირდით სუნთქვაზე

მედიტაცია და სუნთქვითი ვარჯიშები – ტვინის გათავისუფლების შესანიშნავი გზაა. რიტმულად ჩაისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ პირით. სუნთქვა უნდა იყოს ღრმა და ნელი.

4. მიიღეთ ცხელი აბაზანა

ტვინის ტემპერატურის გაციების შემდეგ, შესაძლოა, აბაზანის მიღებაც. ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ რეალურია. ცხელი აბაზანა ადუნებს კუნთებს და ამაღლებს სხეულის ტემპერატურას (არა ტვინის).

5. მიირთვით უკოფეინო ჩაი

კოფეინი უარყოფითად მოქმედებს ძილის ხარისხზე, მაშინაც თუ ძილამდე 6 საათით ადრე მიიღებთ. მაგრამ თუ ვერ ძლებთ ცხელი სასმლის გარეშე, დალიეთ უკოფეინო ჩაი.

6. გააკეთეთ ტვინის რამდენიმე სავარჯიშო

თუ ვერ იძინებთ, დაითვალეთ უკუღმა ან სცადეთ სხვა სავარჯიშო. მაგალითად, გაიხსენეთ მაქსიმალურად ბევრი სიტყვა, რომელიც ასო ,,ა”-ზე იწყება. ეს სავარჯიშო ზედმეტ ფიქრებს გაგიფანტავთ და ძილში ხელი აღარ შეგეშლებათ.

გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებსაც!