მთავარი ჯანმრთელობა 5 სიმპტომი, რომლებიც ავიტამინოზზე მიუთითებს

5 სიმპტომი, რომლებიც ავიტამინოზზე მიუთითებს

by Keti

თანამედროვე ცხოვრებაში უამრავ ადამიანს აღენიშნება ავიტამინოზი. მის დასადგენად საჭიროა სისხლის ანალიზის ჩაბარება. თუმცა არსებობს არასრულფასოვანი კვების სხვა თვალსაჩინო ნიშნებიც. ეს არის კანის, თმის და ფრჩხილების მდგომარეობა. გავერკვეთ, რა სიმპტომები მიუთითებს ავიტამინოზის არსებობაზე.

1. თვალების შეშუპება

თუ დილაობით თვალები შეშუპებული გაქვთ, ეს მიუთითებს იოდის დეფიციტზე. გარდა ამისა იოდის ნაკლებობისას აღინიშნება მშრალი კანი, წონაში მატება, ფრჩხილების მტვრევა.

ამ დროს უნდა მიიღოთ შემდეგი პროდუქტები:

კენკრა, იოგურტი, კარტოფილი, ზღვის კომბოსტო,  ლობიო…

2. ფერმკრთალი კანი

ფერმკრთალი კანი მიუთითებს ვიტამინ B 12 ის ნაკლებობაზე. ამავე დეფიციტის კიდევ ერთი ნიშანია ქრონიკული დაღლილობა.

ამ დროს უნდა მიიღოთ შემდეგი პროდუქტები:

ხბოს ხორცი, სარდინი, ორაგული…

3. მშრალი თმა

თუ თქვენი თმა მიდრეკილია სიმშრალისკენ, ეს მიუთითებს H და B7 ვიტამინების დეფიციტზე. H ვიტამინის ნაკლებობა ასევე იწვევს ფრჩხილების მტვრევადობას და თმის გათხელებას.

ამ დროს უნდა მიიღოთ შემდეგი პროდუქტები:

ნუში, კაკალი, მარცვლეული, კვერცხი…

4. ფერმკრთალი ტუჩები

ეს სიმპტომი მიუთითებს ანემიაზე. ამიტომ აუცილებელია რკინის შემცველი პროდუქტების მიღება. რკინის დაფიციტი ასევე იწვევს იმუნური სისტემის დაქვეითებას, რაც ხშირი რესპირატორული დაავადებებით ვლინდება.

ამ დროს უნდა მიიღოთ შემდეგი პროდუქტები:

წითელი ხორცი, ზღვის პროდუქტები, მუქი მწვანე ბოსტნეული, ბარდა…

5. ღრძილებიდან სისხლდენა

ღრძილებიდან ხშირი სისხლდენა მათზე მექანიკური ზემოქმედების გარეშე მიუთითებს C ვიტამინის დეფიციტზე.

ამ დროს უნდა მიიღოთ შემდეგი პროდუქტები:

ციტრუსები, წითელი წიწაკა, ბრიუსელის კომბოსტო, ბროკოლი, მარწყვი…

გაუზიარეთ სასარგებლო რჩევები მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: