მთავარი ჯანმრთელობა გაციებით გამოწვეული ტკივილებისგან გასათავისუფლებელი 8 საშუალება

გაციებით გამოწვეული ტკივილებისგან გასათავისუფლებელი 8 საშუალება

by Keti

გრიპისგან გამოწვეული ტკივილი ყველა სეზონის მოვლენაა, როგორც კი ვირუსი ორგანიზმში მოხვდება, მისგან გათავისუფლება რთულია და ხანგრძლივი. ჩვენ გთავაზობთ ნატურალური პროდუქტების სიას, რომლებიც ეფექტურია ტკივილებთან საბრძოლველად.

1. ნიორი

ნიორს ძლიერი ანტიმიკრობული პოტენციალი აქვს, მოქმედებს ყლაპვის დროს წარმოქმნილ ტკივილზე და კურნავს მას. ნიორს ასევე პროფილაქტიკური თვისებებიც აქვს, მისი თითო კბილის ყოველდღიური მიღება თავიდან აგარიდებთ ვირუსის განვითარებას.

2. ეთერზეთები

პიტნისა და ჩაის ხის ეთერზეთები ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური უნარებით გამოირჩევა. ვირუსის საწყის სტადიაზე ისინი ძალიან ეფექტურია და ებრძვის დაავადების გამწვავებას.

ჩააწვეთეთ 2 წვეთი ეთერზეთი 1 ჩ.კ. ქოქოსის ზეთში და დაიდეთ ყელის მიდამოზე ბამბის დისკით.

3. ვიტამინი C

იმუნური სისტემის სიძლერის მთავარი გასაღები ვიტამინი C-ა. მიიღეთ გაციების დროს C ჯგუფის ვიტამინებით სავსე საკვები.

4. ლიმონის ბალზამი

ჰერპესის ვირუსის დროს ლიმონის ბალზამი ძალიან ეფექტურია, გარდა ამისა მას აქვს ანტიბაქტერიული თვისებებიც. პროფილაქტიკისთვის ხშირად წაისვით ის და მისი სურნელიც კი დიდ როლს შეასრულებს გრიპის ვირუსის შეკავებაში.

5. ალოე ვერა

ალოე ვერა ნებისმიერ პოტენციურ ინფექციას შეებრძოლება. ასევე ებრძვის ვირუსის მიერ გამოწვეულ ტკივილებს. წაისვით მისი წვენი მტკივნეულ ადგილას 20 წუთით. შეგიძლიათ ტუჩებისთვისაც გამოიყენოთ.

6. ძირტკბილა

ძირტკბილას ფესვი სამკურნალო პროდუქტია. წაისვით ფესვის ექსტრაქტი მტკივნეულ ადგილას ან მიიღეთ ის კაფსულების სახით.

7. ექინაცეა 

ექინაცეა ძლერი სტიმულატორია იმუნური სისტემისთვის. ის კურნავს გაციების ტკივილებს. არსებობს თხევადი და ტაბლეტების სახით.

8. ვიტამინი E

ვიტამინი E აღადგენს დაზიანებულ კანს. წაისვით მისი კაფსულები პირდაპირ კანზე და სულ მალე შესანიშნავ შედეგს მიიღებთ.

თქვენ გაქვთ რაიმე საიდუმლო გაციების ტკივილებთან საბრძოლველად? მოგვიყევით კომენტარებში, სტატია კი მეგობრებს გაუზიარეთ!