მთავარი ჯანმრთელობა 8 პროდუქტი, რომელსაც ვჭამ და ინსულტის განვითარების რისკი მინიმალურია, სცადეთ თქვენც

8 პროდუქტი, რომელსაც ვჭამ და ინსულტის განვითარების რისკი მინიმალურია, სცადეთ თქვენც

by guramus

ინსულტის 20 შემთხვევიდან ერთი სიკვდილით მთავრდება, სხვა შემთხვევები კი ინვალიდობით. ინსულტის განვითარების  მიზეზი კი ხშირად არასწორი კვებაა. საინტერესოა, რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ ამ საშინელი დაავადების თავიდან ასაცილებლად?

1. პომიდორი

პომიდორი საუკეთესო საკვებია გულისთვის. მასში შემავალი ლიკოპინი ინსულტის განვითარების რისკს 55% ით ამცირებს.

საინტერესოა, რომ ლიკოპინის შეთვისება უკეთ ხდება პომიდვრის თერმული დამუშავების შემდეგ. ამიტომ ტომატ-პასტაც ერთობ სასარგებლო პროდუქტია.

2. მსხვილად დაღერღილი ხორბალი

მხვილად დაღერღილი მარცვლოვანები ძალიან ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის უჯრედისს, რომელიც  ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს.

3. პარკოსნები

ცნობილია, რომ პროტეინი აუცილებელია კუნთების შენებისთვის, დანაყრების შეგრძნებისთვის. თუმცა ინსულტის რისკის შემცირებისთვის სასურველია მცენარეული წარმოშობის პროტეინების მიღება. ასეთებია ლობიო, ოსპი, ბარდა…

4. კვერცხი

ითვლებოდა, რომ კვერცხი მავნე პროდუქტია და შეიცავს ბევრ ქოლესტერინს. კვლევებით დადგინდა, რომ  მოხარშული ქათმის კვერცხის მიღება ყოველდღიურად ინსულტის განვითარების რისკს 12% ით ამცირებს.

5. წითელი ღვინო

ზომიერი რაოდენობით წითელი ღვინის მიღება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რადგან ის შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს.

6. ციტრუსები

ციტრუსებში შემავალი ფლავონიდები იშემიური ინსულტის განვითარების რისკს 14% ით ამცირებს. სჯობს, მიიღოთ ცოცხალი ხილი, ვიდრე მზა წვენები, რადგან ამ უკანასკნელში შაქრის დიდი რაოდენობაა.

7. ფურცლოვანი მწვანილეული

ისპანახი, სალათის ფურცლები, ჭარხლის ფოთოლი… დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და იმ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც ძალიან სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართული მუშაობისთვის.

8. ბანანი

დიდი რაოდენობით შაქრისა და სახამებლის შემცველობის გამო ბანანი სათანადოდ არ არის დაფასებული. თუმცა მასში ასევე დიდი რაოდენობითაა კალიუმი – გულისთვის აუცილებელი ელემენტი. ნაკლები შაქრის მისაღებად შეგიძლიათ მიირთვათ მომწვანო ფერის ბანანი.

სასარგებლო რჩევები გაუზიარეთ მეგობრებს სოცქსელში.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: