მთავარი ჯანმრთელობა კვლევებმა აჩვენა, რომ ის ადამიანები, ვისაც აკნე აქვთ, უფრო ნელა ბერდებიან

კვლევებმა აჩვენა, რომ ის ადამიანები, ვისაც აკნე აქვთ, უფრო ნელა ბერდებიან

by Keti

ბევრი რამ არსებობს, რასაც ჩვენი ხასიათის გაფუჭება დილიდან შეუძლია. განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა მნიშვნელოვან სამსახურეობრივ თათბირზე მიდიხარ და ამ დროს სახის კანი ისე არ გაქვს, როგორც გინდა, რომ გქონდეს. თუმცა კანის პრობლემებსაც კი აქვს თავისი უპირატესობები, დღეს სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.

სანამ სახეზე გაჩენილი ლაქებისგან გაგიჟდებოდეთ, გახსოვდეთ, რომ ამის გამო თქვენს მეგობრებზე გვიან დაბერდებით. ალბათ ბევრს გსმენიათ, რომ აკნე დაბერებას აფერხებს, მაგრამ ეს დებულება ცოტა ბუნდოვნად ჟღერს. მეცნიერების დამსახურებით, ახლა უკვე შეგვიძლია ამაზე ზუსტი დისკუსია. ტელომერები ადამიანის გენეტიკურ მასალაში არსებული მცირე ფრაგმენტებია, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დაბერების პროცესზე.

ტელომერები იცავს ქრომოსომებს. ყოველ ჯერზე, როცა უჯრედი თხელდება, მისი ტელომერებიც მოკლდება. ეს პროცესი კი ასაკის მატებასა და სიკვდილის რისკთანაა დაკავშირებული.

იმ ადამიანებს კი, ვინც აკნესგან იტანჯება, შედარებით გრძელი ტელომერები აქვთ და იღბლიანებად ითვლებიან. მათი უჯრედები ხშირად უკეთაა დაცული ასაკის მატებისგან, ნაოჭებისა და სუსტი კანისგან.

კვლევა ფოკუსირდა 1205 ტყუპ ქალზე. სპეციალური ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგად მათ, ვისაც აკნე ჰქონდა, შედარებით გრძელი ტელომერები აღმოაჩნდათ. კვლევაში მონაწილე ტყუპების მეოთხედი აკნეთი იტანჯებოდა.

მეცნიერებმა ეს გამოკვეთილი კავშირი დაადგინეს აკნესა და დაბერების პროცესს შორის. ასე რომ, ხელს ნუ ჩაიქნევთ, აკნეს მქონეებს გვიანი დაბერება ელით.

თქვენ გქონიათ ოდესმე აკნე? როგორ ფიქრობთ, სწორად მიაგნეს მეცნიერებმა ამ დებულებას? გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები კომენტარებში!

Preview photo credit becklomas / Instagrambecklomas / Instagram

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: