მთავარი რჩევები 7 ნაბიჯი მრისხანების დასამარცხებლად

7 ნაბიჯი მრისხანების დასამარცხებლად

by guramus

ხშირად ვხვდებით ადამიანებს ან გარემოებებს, რომლებიც ჩვენში იწვევს მრისხანებას. ამ უკანასკნელს კი დიდი დიაპაზონი აქვს მსუბუქი გაღიზიანებიდან სერიოზულ გაბრაზებამდე. ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან მრისხანებისადმი წინასწარგანწყობით. მაგრამ რა ვქნათ თუ თავიდან ვერ ვიცილებთ ამ საშინელი თვისების გამოვლინებას, როგორ გავუმკლავდეთ მას?

გთავაზობთ რამდენიმე შემოწმებულ და პრაქტიკაში გამოცდილ ნაბიჯს მრისხანების დასაოკებლად.

1. გააკეთეთ პაუზა

ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ რაც შეიძლება ღრმად და ყველაფერი მდუმარედ აკეთეთ. სცადეთ გააანალიზოთ სიტუაცია, რომელმაც წონასწორობიდან გამოგიყვანათ. შესაძლოა ყველაფერი არც ისე ტრაგიკულადაა. უკვე ერთი წუთის შემდეგ მადლიერები იქნებით იმის, რომ პაუზა გააკეთეთ.

2. იმუშავეთ აზრებზე

პაუზის დროს ეცადეთ უარყოფითი აზრები შეცვალოთ დადებითით. გაგაბრაზეს? შესაძლოა თქვენი გამოცდა უნდათ სიმტკიცეზე. ეცადეთ იფიქროთ, რომ ძლიერი და ამტანი ხართ. ეს დაგეხმარებათ მრისხანების დაძლევაში.

3. წერეთ

რაიმეს დაწერა საუკეთესო საშუალებაა თვითგამოხატვისა და ორთქლის გამოშვებისთვის. დაწერეთ, რაც გენდომებათ. შესაძლოა ფურცლები დაჭმუჭნოთ და გადაყაროთ, მაგრამ ეს პროცესი მაინც გამოგიყვანთ ნეგატიური აზრებიდან. მიზანი შესრულებული იქნება.

4. ესაუბრეთ სხვას

გამოხატეთ თქვენი აზრები ხმამაღლა. თქვით ყველაფერი, მაგრამ მოუსმინეთ სხვასაც. ამ დროის განმავლობაში გაერკვევით სიტუაციაში და მოძებნით გაცილებით მშვიდ და სასიამოვნო გამოსავალს.

5. იქონიეთ იუმორის გრძნობა

საკუთარ თავზე და სიტუაციაზე ხუმრობა საუკეთესო საშუალებაა იმ სითბოს კომპენსირებისთვის, რომელიც ქრება მრისხანებასთან ერთად. გაანიავეთ თქვენი ნეგატიური აზრები ერთი-ორი უწყინარი ხუმრობით.

6. დაკავდით სპორტით

Займитесь спортом

წადით, ირბინეთ! ან უბრალოდ ისეირნეთ. გათავისუფლდით შფოთვითი ენერგიისგან. ის გადაიტანეთ ფიზიკურ დატვირთვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აფეთქდებით. მრისხანება გაანადგურეთ ფიზიკურად.

7. გამოიძინეთ

Выспитесь

ნახევრად მძინარე მდგომარეობაში მუდმივად ბუზღუნებთ და აკეთებთ ისეთ რამეებს, რასაც არასდროს იზამდით, თუ კი კარგად გამოძინებული იქნებოდით. დაისვენეთ მორალურად. გაანიავეთ თქვენი ტვინი. განაახლეთ თქვენი გრძნობები და გწამდეთ დილით გაცილებით უკეთ იქნებით.