მთავარი ჯანმრთელობა 6 ახალი ტენდენცია, რომელსაც შეუძლია თქვენს ჯანმრთელობას ავნოს

6 ახალი ტენდენცია, რომელსაც შეუძლია თქვენს ჯანმრთელობას ავნოს

by Keti

ბევრი ადამიანი ვადევნებთ თვალყურს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ინოვაციებს, რაც ხშირად დამაზიანებელია. ეს ყველაფერი რეკლამის დამსახურებაა. ვისაც ქრონიკული დაავადება ან სხვა პრობლემა აქვს, ყოველთვის ფრთხილად უნდა იყვნენ ახალ ტენდენციებთან.

ჩვენ გაგიზიარებთ ახალი კვლევების შედეგებს, სადაც ჩანს, რომ ყველაფერი რაც უსაფრთხო ჩანს, ყველას არ უხდება.

1. ინტენსიური ვარჯიში

ადამიანები, ვისაც უნაკლო სხეული სურთ, ფიქრობენ, რომ ვარჯიში სასწაულებს შვრება. თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ ამ დროს ხშირია ტრავმები და სახსრების ანთება. ვარჯიშის ინტენსივობის გაზრდა უნდა ხდებოდეს ნეტა და მომზადებულად. თუ დამწყები ხართ და წონის კლება გსურთ, რთული ძალისმიერი ვარჯიშები თქვენი საქმე არ არის.

ვარჯიშამდე ყოველთვის გახურდით და ნელ-ნელა გაზარდეთ სირთულეები.

2. ნახშირის კბილის პასტა

დღეს ნახშირის გამოყენება კოსმეტიკაშიც დაიწყო. თუ მისი შემცველობით გსურთ კბილის პასტის გამოყენება, გახსოვდეთ, რომ ნახშირმა შესაძლოა კბილების რღვევა გამოიწვიოს. ის აზიანებს ემალს, რაც სამწუხაროდ, აღარ აღდგება. კბილებიცა და ღრძილებიც ხდება უფრო სენსიტიური და ადვილად ღიზიანდება.

კბილების პრობლემების დროს ექიმს მიმართეთ.

3. ელექტრო სიგარეტი

ელექტრო სიგარეტი ბევრ ნაკლებად საზიანო ჰგონია. ის ნიკოტინის აეროზოლებს გამოყოფს, შეიცავს თამბაქოსა და სხვა ქიმიურ ნაერთებს. ეს გაცილებით უფრო მავნეა ჯანმრთელობისთვის.

ელექტრო სიგარეტი ზრდის ანთებების, ოქსიდაციური სტრესის რისკს. გრძელ ვადაში კი იწვევს ქრონიკულ ფილტვის დამცობ დაავადებებსა და კიბოს.

4. ინტიმური სპრეი

გაწმენდის ეს მეთოდი ცვლის მიკროფლორას და შინაგანი გენიტალური ორგანოების ანთების, ქავილისა და ბაქტერიული ვაგინოზის რისკს. ხშირად ინტიმური სპრეი იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოსაც.

თუ გენიტალურ არეში დისკომფორტს გრძნობთ, თვითმკურნალობა არ დაიწყოთ და არც რეკლამებს ენდოთ, მაშინვე მიმართეთ თქვენს ექიმს!

5. ვიტამინები რეცეპტის გარეშე

ხშირად ექიმები ვიტამინების ხშირ მიღებას გვირჩევენ, თუმცა ზოგჯერ ამის რეცეპტში დაწერა ავიწყდებათ. მაგალითად, დიდი რაოდენობით ვიტამინი C თირკმლებში კენჭის გაჩენას უწყობს ხელს.

თუ ფიქეობთ, რომ საკმარის მკვებავი ნივთიერებებს არ იღებთ, მიმართეთ ნუტრიციონისტს – კვების სპეციალისტს.

6. კეგელის ვარჯიშები

კეგელის ვარჯიშები ორივე სქესის წარმომადგენლებისთვისაა შექმნილი. თუ მას სწორად გააკეთებთ, შესაძლოა მენჯის ძვლები განიმტკიცოთ. თუმცა ამ ვარჯიშებს ბევრი უკუჩვენება აქვს, მაგალითად, თუ ადამიანს მენჯის ტკივილი ან შარდის შეუკავებლობა აწუხებს, ეს ვარჯიში მისთვის არ არის, რადგან შეიძლება შარდის ბუშტი დაზიანდეს. ბევრი ადამიანი ამ ვარჯიშებს არასწორად აკეთებს – მაგალითად, ძალიან ბევრი გამეორებით, რადგან სწრაფი შედეგის მოლოდინი აქვთ.

ვარჯიშის დაწყებამდე, პირველ რიგში მიმართეთ ექიმ-უროლოგს!

როგორ ფიქრობთ, არსებობს კიდევ სხვა ტენდენციები, რაც საფრთხილოა ჯანმრთელობისთვის?

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: