მთავარი ურთიერთობები 5 ფაქტორი, რომელიც საყვარელ მამაკაცთან იდეალური ურთიერთობის შენარჩუნებაში დაგეხმარება

5 ფაქტორი, რომელიც საყვარელ მამაკაცთან იდეალური ურთიერთობის შენარჩუნებაში დაგეხმარება

by guramus

ნებისმიერ გოგოს სურს, რომ უბრალოდ ბედნიერი იყოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ურთიერთობებში ქალი ხშირად კაცის როლს ირგებს და ამით ურთიერთობაში აჩენს ნაპრალს. ნაპრალი კი უფრო და უფრო ფართოვდება.

Genius.Ge-მ გადაწყვიტა გაეგო, რა არის ის 5 რამ, რაც ქალმა არასდროს უნდა გააკეთოს კაცთან.

მოაგვარო ყველა პრობლემა მის მაგივრად


თუ თქვენს მეორე ნახევარს ფინანსური პრობლემები ხშირად უჩნდება და ვერ ახერხებს კარგი სამსახურის პოვნას, ეცადეთ, არ აიღოთ ყველა პრობლემა საკუთარ თავზე. ამით თქვენს საყვარელ ადამიანს ვერ დაეხმარებით. დროის გასვლის შემდეგ კი მიხვდებით, რომ ამხელა ტვირთს ვერ უძლებთ.

ხშირად აჩუქო მას საჩუქრები


დავიწყოთ იმით, რომ მამაკაცის გულის მოგება საჩუქრების ხარჯზე თავიდანვე განწირულია და ამით მას რაღაც დროის შემდეგ აუცილებლად დაკარგავთ. ეცადეთ დაიცვათ ბალანსი. არ არის საჭირო აჩუქოთ ძვირიანი საფულე, როცა ის ყვავილებს გჩუქნით. შესაძლოა მას არ ჰქონდეს საშუალება და ვერ შეძლოს ძვირიანი საჩუქრის ჩუქება. რაღაც დროის შემდეგ მობეზრდება მეორეხარისხოვან როლში ყოფნა და აუცილებლად მიგატოვებთ.

გამოხატოთ მის მიმართ სიბრალული

ქალისგან განსხვავებით მამაკაცი სიბრალულის გრძნობაზე უარყოფითად რეაგირებს. თუ რთულ სიტუაციებში ის თქვენგან მხოლოდ სიბრალულს მიიღებს, დადებითი ემოციების მისაღებად თქვენი მეორე ნახევარი სხვასთან წავა. ქალებს ჰგონიათ, რომ თუ კაცი მათ ყველა პრობლემის შესახებ უყვება, ურთიერთობა ძლიერი და ღრმაა. სინამდვილეში მამაკაცი კარგად გრძნობს თავს მასთან, ვინც ამხნევებს და მისი სჯერა და არა მასთან ვისაც იგი ეცოდება. მამაკაცი თქვენგან ელოდება მხარდაჭერას და რჩევის მიცემას, რომელიც საკუთარ თავში ძალის პოვნაში დაეხმარება. თუ შეძლებთ საყვარელ მამაკაცს გვერდში დაუდგეთ მორალურად და არ შეაბეზროთ თავი უაზრო შეცოდებებით, თქვენი ურთიერთობა მტკიცე იქნება.

ფრაზა – “ხომ გეუბნებოდი”


ეს ფრაზა ყველაზე გამაღიზიანებელია მამაკაცისთვის. არ შეახსენოთ არასოდეს, რომ ასჯერ უთხარით, გააფრთხილეთ და იცოდით, რომ რაღაც არ გამოუვიდოდა. ამით მის მამაკაცურ ღირსებას შეურაცყოფთ, რადგან ყველა კაცში არის ინსტიქტი იყოს ოჯახის უფროსი და ოჯახის მნიშვნელოვანი ფიგურა. თუ აგრძნობინებთ, რომ მასზე ჭკვიანი ხართ და მასზე ადრე მიხვდით შედეგს, მამაკაცი გაღიზიანდება და სერიოზული უთანხმოება შეიძლება მოგივიდეთ.

თქვა უარი პირად ცხოვრებაზე და კარიერაზე


არ იფიქროთ, რომ გათხოვების შემდეგ სახლში უნდა დაჯდეთ და მხოლოდ ოჯახს მიხედოთ. რაღაც დროის გასვლის შემდეგ მამაკაცის თვალში აუცილებლად დაკარგავთ ინტერესს. იგი შეეცდება ახალი გამოწვევები სხვა ქალთან მოძებნოს. ეცადეთ ერთმანეთს შეუთავსოთ შეუთავსოთ ოჯახი და კარიერა. იყავით მუდმივად ამოუცნობი ქალი საყვარელი მამაკაცისთვის, გაატარეთ დრო საერთო მეგობრებთან ერთად და ისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე. ამით საყვარელ მამაკაცს მუდმივად შეახსენებთ, რომ საინტერესო ქალი ხართ და ისიც მუდმივად თქვენი შესწავლით დაკავდება.