მთავარი ჯანმრთელობა რა არის ,,ჩუმი” ინსულტი და რატომ არის ის ,,აშკარაზე” სახიფათო?

რა არის ,,ჩუმი” ინსულტი და რატომ არის ის ,,აშკარაზე” სახიფათო?

by guramus

ხანდაზმულ ადამიანთა უმრავლესობას გადაუტანია ე.წ.”ჩუმი” ინსულტი და ამის შესახებ მხოლოდ მაშინ იგებენ, როცა შედეგები მათ ორგანიზმზე აისახება.

Monkey Business Images / Shutterstock.com

ინსულტი ეს არის თავის ტვინის ქსოვილის სიკვდილი, რომელსაც იწვევს მასში არსებული სისხლძარღვის გასკდომა ან დახშობა. ორივე შემთხვევაში უჯრედებს აღარ მიეწოდება საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი, რამდენიმე წუთში კი ხდება მათი სიკვდილი.

Photographee.eu / Shutterstock.com

,,ჩუმი” ინსულტი იმით არის საშიში, რომ თვალსაჩინო სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. მისი დიაგნოსტირება გეგმური გამოკვლევის დროს ხდება.

pathdoc / Shutterstock.com

ეჭვი შეიძლება გაჩნდეს მაშინ, როცა უეცრად იწყება მეხსიერებისა და კოორდინაციის პრობლემები. მით უფრო, თუ ადამიანს მანამდე თავის ტკივილები აწუხებდა ან გაუუარესდა მხედველობა.

გადატანილი ,,ჩუმი” ინსულტის სხვა ნიშნებია:

  • სახის ერთი ნაწილის გაბუჟება;
  • ხშირი თავბრუსხვევა;
  • სუნთქვის დისფუნქცია (ქოშინი);
  • მეტყველების პრობლემები;
  • აუხსნელი დაღლილობა;
  • დეზორიანტაციის განცდა;
  • კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
  • გუნება-განწყობის ხშირი ცვლა;
  • შარდის გამოყოფის კონტროლის გათულება

Kateryna Kon / Shutterstock.com

,,ჩუმი” ინსულტის რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ადამიანები, რომელთაც აწუხებთ ჰიპერტონია, შაქრიანი დიაბეტი, გაცხიმოვნება, ქოლესტერინის მაღალი დონე, სტრესები, არითმია, ცერებრო-ვასკულარული დაავადებები. დამატებით ტრიგერად ითვლება ცხოვრების ნაკლებად მოძრავი წესი, თამბაქო, ალკოჰოლი, ფსიქოტროპული მედიკამენტები. ხშირად განმეორებადი ,,ჩუმი” ინსულტები ხასიათდება მეხსიერების, სამოძრაო და სამეტყველო ფუნქციების დაქვეითებით.

SpeedKingz / Shutterstock.com

,,ჩუმ” და ,,აშკარა” ინსულტთან ბრძოლის მეთოდები:

  • წნევის, ასევე სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის დონის კონტროლი;
  • სპორტით დაკავება;
  • სტრესის მინიმუმამდე დაყვანა;
  • მავნე ჩვევებსა და პროდუქტებზე უარის თქმა;
  • ადექვატური წონის შენარჩუნება.

Phovoir / Shutterstock

ერთხელ გადატანილი ”ჩუმი” ინსულტიც საკმაოდ სახიფათოა თავისი შედეგებით. ამიტომ თუ ეჭვი გაქვთ რაიმე მსგავსზე, აუცილებლად ჩაიტარეთ საჭირო გამოკვლევები და მისდიეთ ნევროპათოლოგის რჩევებს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!