მთავარი ჯანმრთელობა 8 რამ, რაც თქვენს ორგანიზმში მოხდება, თუ ყოველდღე სელის თესლს შეჭამთ

8 რამ, რაც თქვენს ორგანიზმში მოხდება, თუ ყოველდღე სელის თესლს შეჭამთ

by Keti

სელი უძველესი ეგვიპტური ცივილიზაციის სამკურნალო მცენარეა. ძველ რომშიც მის სასარგებლო თვისებებზე საუბრობდნენ. ახლაც ის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას პროდუქტად ითვლება. დღეს მოგიყვებით, რა გავლენა აქვს სელის თესლს ჯანმრთელობაზე და რატომ არის ის ასეთუ საოცარი პროდუქტი.

ამცირებს კიბოს განვითარების რისკს

ახალმა კვლევებმა დაადგინა, რომ სელის თესლი ებრძვის მკერდისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას. კანადელთა კვლევამ, რომელშიც 6000 ქალი მონაწილეობდა, აღმოაჩინა, რომ ისინი ვინც სელის თესლს რეგულარულად მიირთმევდნენ, სიმსივნის განვითარების ნაკლები რისკის წინაშე იდგნენ.

სელის თესლი შეიცავს ანტიოქსიდანტებსა და ესტროგენებს, ასევე ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას და ალფა-ლინოლენიქსს.

აქვეითებს სისხლის წნევას

კანადურმა კვლევამ შეარჩია ის ადამიანები, რომლებიც დღეში 30 გ სელის თესლს იღებდნენ 6 თვის მანძილზე. მათ გაცილებით დაბალი სისხლის წნევა ჰქონდათ, ვიდრე იმ ადამიანებს, ვინც სელის თესლს არ ჭამდა.

ამცირებს გულის შეტევის განვითარების რისკს

სელის თესლის უნარები პირდაპირ უკავშირდება მთელი რიგი დაავადებების შემცირებას. ალფა-ლინოლენიქსი არის მჟავა, რომელსაც ორგანიზმი თავად ვერ გამოუმიშავებს. ეს ნივთიერება კი ებრძვის კარდიოვარსკვლავურ დაავადებებს და არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.

არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას

1 ჩ.კ. სელის თესლი შეიცავს 3 გ ბოჭკოს, ეს კი დღიური ნორმაა ორგანიზმისთვის.

არეგულირებს ქოლესტერინის დონეს 

კვლევები პერიოდულად გრძელდებოდა 1990 წლიდან 2008 წლამდე, სადაც ეს დებულება არაერთხელ დადასტურდა. მათ ვისაც ქოლესტერინი მაღალი ჰქონდა, 3 თვის მანძილზე 3 ჩ.კ. სელის თესლის ყოველდღიური მიღებით, ეს პრობლემა მოეხსნათ.

ებრძვის მენოპაუზის შემოტევებს

ქალებს რომლებიც კვლევაში მონაწილეობდნენ, დაავალეს დღეში 2 ს.კ. სელის თესლის მიღება ან დამატება წვენებში, იოგურტში, საკვებში. ვადა 6 კვირა იყო. საბოლოოდ, ყოველდღიური ცხელებისა და შემოხურებების მაჩვენებელი 57%ით შემცირდა.

არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს

სელის თესლის რეგულარული მოხმარება ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, ეს სამედიცინო გამოკვლევებით დადასტურდა.

არეგულირებს წონას

სელის თესლი წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ამის გარდა, სელის თესლი წარმოქმნის ლორწოვან ფენას საჭმლის გადამუშავების დროს, რაც ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას ორგანიზმში.

როგორ ფიქრობთ, სელის თესლის მართლაც საოცარი საკვებია? გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს ყველა მეგობარს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: