მთავარი ჯანმრთელობა ადამიანთა ჯგუფმა 6 თვეში ტვინის დაბერება შეანელა, იმავეს გაკეთება თქვენც შეგიძლიათ

ადამიანთა ჯგუფმა 6 თვეში ტვინის დაბერება შეანელა, იმავეს გაკეთება თქვენც შეგიძლიათ

by Keti

გსურთ ტვინის დაბერება რომ გადადოთ და უფრო პროდუქტიული გახადოთ ის? CNN-ის კვლევებმა აჩვენა, რომ ველოსიპედის ტარება ან სიარული 3ჯერ უფრო მეტად ზრდის ტვინის კოგნიტურ ფუნქციებს. ეს შეთავსებული უნდა იყოს ჯანსაღ კვებასთან, რაც გულისთვის იქნება სასარგებლო – ასე ტვინს გაცილებით ჯანმრთელსა და ამტანს გახდით.

ჩვენ გაგიზიარებთ კვლევის შედეგს, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი მარტივი ნაბიჯით იწყება.

მანამდე და შემდეგ

160 65 წელს გადაცილებული ზრდასრული 6 თვიან კვლევაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. ისინი არ აკეთებდნენ ფიზიკურ სავარჯიშოებს, უჭირდათ გადაწყვეტილებების მიღება და კონცენტრაცია, ასევე ჰქონდათ კარდიოვარსკვლავური დაავადებების ნიშნები და მაღალი წნევა. ყველა მათგანმა გაიარა კოგნიტური ფუნქციის ტესტირება.

კვლევაში დემენციის მქონე ადამიანებიც იყვნენ და ისინიც, ვისაც ვარჯიში არ შეეძლო. მკვლევარებმა ჯგუფი 4 ნაწილად დაყვეს, შემთხვევითობის პრინციპით.

  • პირველი ჯგუფი დაშის დიეტას იცავდა, რომელიც ძალიან სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვებისთვის, ასევე დადებითად მოქმედებს მთელი ორგანიზმზე.
  • მეორე ჯგუფი აერობიკის კურსებს გადიოდა 3 კვირა: 10 წუთი ხურდებოდნენ, შემდეგ 35 წუთი ვარჯიშობდნენ. მათ კვებაში შეზღუდვა არ ჰქონიათ.
  • მესამე ჯგუფი ყველაზე მეტ საქმეს აკეთებდა. ისინი კვირაში 3ჯერ ვარჯიშობდნენ და ასევე იცავდნენ დაშის დიეტას.
  • მეოთხე ჯგუფი 30 წუთიან ლექციებს ესწრებოდა კარდიოვარსკვლავური დაავადებების რისკების შესახებ. მათთვის არ უთქვამთ, რომ უნდა ევარჯიშათ ან კვების ჩვევები შეეცვალათ.

ტვინის ჯანმრთელობა გულის ჯანმრთელობის გავლით უმჯობესდება

საუკეთესო შედეგი კოგნიტური ფუნქციების მეორე ტესტის შემდეგ ჰქონდა იმ ჯგუფს, რომლებიც ვარჯიშობდნენ და თან დიეტას იცავდნენ. მესამე ჯგუფმა 47 საშუალო ქულა დააგროვა, მეორემ – 42, მეოთხემ კი 38.

კვლევის დასაწყისში, საუკეთესო ჯგუფის ფსიქოლოგიური ასაკი საშუალოდ 93 წელი იყო, 6 თვის შემდეგ კი – 84. ასე რომ, დაშის დიეტისა და ვარჯიშის კომბინაციამ ტვინის დაბერება 9 წლით შეანელა.

მანამდე და შემდეგ

ალცჰეიმერის პრევენციის კლინიკის ექიმი რიჩარდ ისააკსონი ამბობს, რომ კონტროლირებული ვარჯიში ტვინის ფუნქციებს ზრდის, თან ძალიან სწრაფად.

ტვინის გაახალგაზრდავების მეთოდს უკვე ვიცნობთ, ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ სხეულის გამაახალგაზრდავებელი საშუალებაც ვიპოვოთ.

ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ ამ ექსპერიმენტის გაცოცხლება სახლშიც შეგიძლიათ! გსურთ, რომ სცადოთ?

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: