მთავარი ჯანმრთელობა საშიში შეცდომა ბავშვის ეტლთან დაკავშირებით, რომელსაც მშობლები უშვებენ

საშიში შეცდომა ბავშვის ეტლთან დაკავშირებით, რომელსაც მშობლები უშვებენ

by guramus

ყველაზე მზრუნველი მშობლებიც კი უშვებენ შეცდომებს. არსებობს ცნობილი ფრაზა: საუკეთესო – კარგის მტერია. ზოგჯერ ბავშვის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისას, მათ სიცოცხლეს ვაყენებთ რისკის ქვეშ.

Ksenia Lev / Shutterstock.com

ალბათ გსმენიათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პატარა ბავშვები და შინაური ცხოველები მანქანაში მარტო არ დავტოვოთ, არც რამდენიმე წუთით.

ChameleonsEye / Shutterstock.com

თუმცა ბევრმა მშობელმა არ იცის, რომ ეს წესი საბავშვო ეტლსაც ეხება.

David Thomas / Shutterstock.com

გადასაფარებლები, ლაბადები და წვიმისგან დასაცავები ცივ ამინდებს ძალიან უხდება, მაგრამ ცხელ ამინდში ეს ნივთები საშიში ხდება ბავშვისთვის. სიცხეში ბავშვის ეტლს ასევე აფარებენ გადასაფარებლებს, მაგრამ საყურადღებოა ის, რომ ჰაერის ცირკულაციის გარეშე ეს გადაწყვეტილება შეიძლება სასიკვდილოც აღმოჩნდეს.

Bignai / Shutterstock.com

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვილები და ბავშვები იშვიათად ოფლიანდებიან და სწორედ ამიტომ უფრო დაუცველები არიან სიცხის შემოტევების მიმართ. ამ მიზეზის გამო, ზაფხულში ბავშვის ეტლი ღია უნდა იყოს და არასდროს უნდა დარჩეს მზის პირდაპირ სხივებთან მიბჯენილი. მუდამ ჩრდილიანი და გრილი ადგილი ეძებეთ, ან ატარეთ ქოლგა.

SvetlanaBorisova / Shutterstock.com

ასევე იზრუნეთ იმაზეც, რომ ბავშვის ზაფხულის ტანსაცმელი იყოს მსუბუქი, ნაზი და მსუნთქავი  – არანაირი სინთეტიკა. არ დაივიწყოთ თავის დაცვა და მზის სათვალეები, რომლებიც სიცხეში დაიცავს ბავშვის სახესა და თვალებს.

გაუზიარეთ ეს საჭირო ინფორმაცია თქვენს ნაცნობ დედებს, შესაძლოა, ამ მნიშვნელოვანი სტატიის წაკითხვამ ერთ დღეს ბავშვის სიცოცხლეც კი იხსნას!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: