მთავარი ჯანმრთელობა ვჭამოთ თუ არ ვჭამოთ? 4 საშიში პროდუქტი, რომელთა გამოყენება სიცხეში საშიშია

ვჭამოთ თუ არ ვჭამოთ? 4 საშიში პროდუქტი, რომელთა გამოყენება სიცხეში საშიშია

by guramus

ზაფხული გართობებისა და შვებულების დროა, სწორედ ცხელ პერიოდში იზრდება კუჭ-ნაწლავის ინფექციების რისკი. საფრთხე შესაძლოა იყოს იქ, სადაც მას არ ველით.

sasha2109 / Shutterstock.com

ინფექციების ყველაზე გავრცელებულ გამომწვევებად ითვლება სალმონელა, ლისტერია და ნაწლავის ჩხირი.

სალმონელოზი არის ბაქტერიული ნაწლავური დაავადება, რომლით დაინფიცირებაც ხდება ჭუჭყიანი წყლითა და საკვებით. დაავადება ვითარდება სალმონელას ორგანიზმში მოხვედრიდან 6-72 საათის შემდეგ.

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუჭის სპაზმები, თავის ტკივილი, სიცხე, სისხლიანი განავალი (იშვიათად). ზოგჯერ შეიძლება ადამიანთან არ გამოვლინდეს ეს სიმპტომები და მან სხვა დააინფიციროს, რაც ხდება ექსკრემენტებით. ამიტომ მნიშვნელოვანია პროდუქტის კარგად გარეცხვა გამოყენებამდე, ხელების ხშირი დაბანა…

diy13 / Shutterstock.com

ლისტერია არის ნაწლავური ინფექციის გამომწვევი ბაქტერია, რომლებიც ცხოვრობენ მაცივარში. მოწამვლა ხდება ჭუჭყიანი ხილითა და ბოსტნეულით ან არაპასტერიზებული რძით. სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, სიცხე, კუნთების ტკივილი, შესაძლოა ნერვული სისტემის დაზიანებაც. თუ გაქვთ ძლიერი თავის ტკივილი, კრუნჩხვები და კოორდინაციის დარღვევა, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

Poznyakov / Shutterstock.com

ნაწლავის ჩხირი გადაეცემა ბინძური წყლითა და საკვებით, არაპასტერიზებული რძის პროდუქტებით ან ადამიანის ცხოველთან კონტაქტით. სიმპტომები მე-3-4 დღეს ჩნდება, ესენია: ღებინება, დიარეა, გულისრევა და თირკმლის უკმარისობაც კი. ასევე ჰემოლიზური ურემიული სინდრომი.

Estrada Anton / Shutterstock.com

რომელ პროდუქტებთან უნდა ვიყოთ ფრთხილად?

1. გაღვივებული მარცვალი

ამ პროდუქტს ჩვეულებრივ კერძებში ამატებენ, რადგან სასარგებლოდ თვლიან. თუმცა მათი გაღვივებისთვის საჭირო პირობები ასევე იდეალური გარემოა მიკრობების განვითარებისთვის.

Arturs Budkevics / Shutterstock.com

2. მწვანე ფურცლოვანი ბოსტნეული

თავისთავად ისპანახი, სალათა, კომბოსტო სახიფათო არ არის. მთავარია ჰიგიენის წესების დაცვა. გარეცხეთ ისინი სუფთა და გამდინარე წყალში, დუშლაკის გამოყენებით, შემდეგ შეაშრეთ. ბოსტნეულის დასაჭრელად იქონიეთ ცალკე დაფა.

Djero Adlibeshe / Shutterstock.com

3. ნესვი

ლისტერია კომფორტულად ცხოვრობს ნესვის ქერქზე, მაცივარშიც კი. გამოყენებამდე ნესვი კარგად გარეცხეთ ჯაგრისის გამოყენებით, არ გაჭრათ გაურეცხავი ნაყოფი.

4. პომიდორი

პომიდვრის ზედაპირზე კარგად ვითარდება სალმონელა. გარეცხეთ ის განსაკუთრებულად, დაზიანებული კანი კი საერთოდ გადაყარეთ.

არ დაგავიწყდეთ ყველაზე მთავარი წესი: ნებისმიერი საკვები მაცივრის გარეშე არ უნდა გააჩეროთ ჯამურად 4 საათზე დიდხანს! გახსოვდეთ, რომ თუმცა საფხული ნაწლავური ინფექციებისთვის პიკის პერიოდია, დაინფიცირების ალბათობა ყველა სეზონზე არსებობს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: