მთავარი ჯანმრთელობა 9 მიზეზი, რატომაც ვგრძნობთ თავს საშინლად დაღლილად კარგი გამოძინების შემდეგაც კი

9 მიზეზი, რატომაც ვგრძნობთ თავს საშინლად დაღლილად კარგი გამოძინების შემდეგაც კი

by Keti

ძილის რეგულარული  ნაკლებობა საშიშია ჯანმრთელობისთვის და ვნებს ცხოვრების ხარისხს. კვლევების მიხედვით, 25დან 1 ზრდასრულ ადამიანს ყოველთვიურად სამსახურის სკამზე ეძინება. გარდა უძილობისა, არსებობს სხვა პრობლემაც – კარგად გამოძინების შემთხვევაშიც ზოგჯერ ადამიანი სასტიკად დაღლილი იღვიძებს.

ჩვენ ჩავუღრმავდით ამ საკითხს და შევაგროვეთ სხვადასხვა სიმპტომი, რასაც იწვევს ძილის დარღვევა და მოგახსენებთ, რა შეიძლება იყოს დღის დასაწყისშივე არსებული დაღლილობის გამომწვევი მიზეზი.

1. ანემია

ანემიას იწვევს რკინის ნაკლებობა ორგანიზმში. ამ დროს სისხლი ჯანსაღ წითელ უჯრედებს (ერითროციტები) მცირე რაოდენობით აწარმოებს.  სხეული ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის, ადამიანი კი უმიზეზოდ დაღლილად და უენერგიოდ გრძნობს თავს.

სხვა სიმპტომები:

  • კუნთების სიმძიმე
  • სუნთქვის სისუსტე
  • ფერმკრთალი, მოყვითალო კანი

2. დიაბეტი

დიაბეტის დროს სხეული ინსულინს არასწორად იყენებს ან მას არასაკმარისი რაოდენობით გამოიმუშავებს. ამის გამო სისხლში შაქრის დონე იზრდება. ქრონიკული გადაღლა დიაბეტის ერთ-ერთი ნიშანია.

სხვა სიმპტომები:

  • შიმშილისა და წყურვილის შეგრძნების გაზრდა
  • მშრალი კანი
  • წონის კლება

3. გლუტენური დაავადება

დაავადება მაშინ ვითარდება, როცა სხეულს არანორმალური რეაქცია აქვს გლუტენზე. გლუტენი პურეულში შემავალი პროტეინია. თუ თავს ცუდად გრძნობთ, პურის ან ნამცხვრების ჭამის შემდეგ, შესაძლოა მიზეზი გლუტენური დაავადება იყოს.

სხვა სიმპტომები:

  • გაბერილი მუცელი
  • დიარეა
  • წონის კლება

4. სანაღვლე გზების ქოლანგიტი

ამ დაავადების დროს ღვიძლის სანაღვლე სადინარები ნადგურდება. ნაღველმა წესით სხეულიდან ზიანისმომტანი სუბსტანციები უნდა გამოდევნოს – ტოქსინები, ქოლესტერინი, გაცვეთილი სისხლის უჯრედები. თუმცა როცა სადინარები ზიანდება, არაჯანსაღი ელემენტები ღვიძლში იყრის თავს. გადაღლილობა კი ღვიძლის ამ დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია.

სხვა სიმპტომები:

  • მშრალი თვალები
  • ქავილი

5. ჰიპოთირეოზი

ჰიპოთირეოზი არის დაავადება, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი ვერ უზრუნველყოფს მისი ჰორმონების: თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობით გამომუშავებას. ეს კი ორგანიზმს ენერგიის დანაკლისს განაცდევინებს, რაც ქრონიკულ დაღლაში ვლინდება.

სხვა სიმპტომები:

  • წონის მატება
  • კუნთების სისუსტე
  • დეპრესია

6. ალცჰეიმერის დაავადება

ახლახან, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ძილიანობა ხშირად ალცჰეიმერის სიმპტომია. დადგინდა კავშირი დღის მანძილზე გამოვლენილ ძილიანობასა და ტვინში ბეტა-ამილოიდის აკუმულაციას შორის. ასეთი აკუმულაცია კი ალცჰეიმერის განვითარებას უწყობს ხელს.

სხვა სიმპტომები:

  • აპათია
  • მოკლე მეხსიერების დაკარგვა
  • გაღიზიანებადობა

7. მოუსვენარი ფეხების სინდრომი

ნერვული სისტემის ეს კონდიცია იწვევს ფეხების მუდმივ მოძრაობას ძილის დროსაც კი. ფეხები სპონტანურად მოძრაობს, რაც ძილს არღვევს და მოქმედებს მის ხარისხზე. საბოლოოდ კი, დაღლილები ვიღვიძებთ.

სხვა სიმპტომები:

  • ტკივილი ფეხებსა და მხრებში
  • ჩხვლეტა ფეხებსა და მხრებში

8. აპნოე ძილის დროს

აპნოე ის მდგომარეობაა, როცა ძილის დროს იბლოკება ჰაერის მიწოდება და წყდება სუნთქვა. ეს პაუზა შესაძლოა 20 წამს გაგრძელდეს და ღამეში რამდენჯერმე განმეორდეს. აპნოეს შემდეგ, როგორც წესი, ხდება დროებითი გაღვიძება.

შესაძლოა დაგავიწყდეთ კიდეც გაღვიძების ფაქტი, თუმცა საბოლოოდ ხშირი გამოღვიძება ძილის ხარისხს აუარესებს და ადამიანი მთელი დღე თავს დაღლილად გრძნობს.

სხვა სიმპტომები:

  • ხმამაღალი ქშინვა და ხვრინვა
  • ხმაურიანი სუნთქვა

9. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

თუ უკვე 3-4 თვეა ძილიანობა გაწუხებთ, შესაძლოა ქრონიკული დაღლილობის სინდრომი გქონდეთ. გამოფიტვის ეს მაჩვენებელი იზრდება ფიზიკური დაძაბულობის შემდეგ. ეს მდგომარეობა ხშირად ვირუსის ან ტრავმული გამოცდილების შედეგია.

სხვა სიმპტომები:

  • სახსრების ტკივილი
  • კუნთების ტკივილი
  • თავის ტკივილი და სუსტი კონცენტრაცია

თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმეს განიცდით, არ იჩქაროთ თვითმკურნალობა და თვითდიაგნოზირება. მიმართეთ ექიმს და ზუსტად გაერკვიეთ არსებულ რეალობაში.

რამდენად ხშირად გაქვთ ძილიანობა? თქვენ როგორ უმკლავდებით ამ პრობლემას? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებებიც კომენტარებში.