მთავარი კულინარია ყაბაყი უზომოდ სასარგებლო პროდუქტია. 2 შესანიშნავი რეცეპტი ამ უნიკალური ბოსტნეულის გამოყენებით

ყაბაყი უზომოდ სასარგებლო პროდუქტია. 2 შესანიშნავი რეცეპტი ამ უნიკალური ბოსტნეულის გამოყენებით

by guramus

ნატურალური ადგილობრივი ყაბაყის სეზონი ძალაშია. ამ პერიოდში აუცილებელია ეს იაფი პროდუქტი ყველამ ჩართოს თავის რაციონში, რასაც თავისი სერიოზული მიზეზები აქვს: პირველ რიგში, ის ძალიან გემრიელია და მეორეც, ორგანიზმისთვის უზარმაზარი სარგებლობის მოტანა შეუძლია.

ჩვენ დაწვრილებით მოგიყვებით ყაბაყის სარგებლიანობის შესახებ და შემოგთავაზებთ ორიგინალურ რეცეპტებს მისი გამოყენებით.

რა სარგებლობა მოაქვს ყაბაყს?

1. გახდომის მოსურნეებს ეხმარება წონის კლებაში

100 გრამი ყაბაყი შეიცავს 18-27 კკალორიას. დაბალი კალორიულობა, ცხიმების ნულოვანი შემცველობა და წყლის მაღალი დონე ამ ბოსტნეულს შეუცვლელ დიეტურ პროდუქტად აქცევს.

2. აქვეითებს არტერიულ წნევას

ყაბაყი – საუკეთესო პროდუქტია თქვენი გულისთვის! ის შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს და მაგნიუმს,  მათი დახმარებით კი ხდება წნევის ნორმალიზება. ხოლო ბოსტნეულში შემავალი ფოლიუმის მჟავა აფერხებს ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკს. ყაბაყი ასევე შეიცავს პექტინს, რომელიც აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.

3. კიბოს პროფილაქტიკა

ყაბაყში შემავალი ანტიოქსიდანტები და სასარგებლო მიკროელემენტები ებრძვის სხვადასხვა სახის კანცეროგენებს.

4. ნორმაში მოჰყავს კუჭ-ნაწლავის მოქმედება

უჯრედისი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ყაბაყი, საჭმლის მომნელებელ სისტემას ეხმარება გამართულ მუშაობაში, ებრძვის შეკრულობას. ყაბაყის რეგულარული მოხმარება მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენციას უწყობს ხელს.

5. დადებით გავლენას ახდენს მხედველობის ორგანოებზე.

ლუტეინი, რომელსაც შეიცავს ყაბაყი, დადებითად მოქმედებს მხედველობაზე და ებრძვის ასკობრივი ოფთალმოლოგიური დაავადებების, კერძოდ, კატარაქტის ნაადრევ განვითარებას.

6. კანს აახალგაზრდავებს

თუ გსურთ ლამაზი კანი და ჯანმრთელი თმა, ჩართეთ რაციონში ყაბაყი. შეგიძლიათ გამოიყენოთ მისგან მომზადებული ნიღბებიც. კოლაგენის წყალობით კანი გახდება ელასტიური. ყაბაყში შემავალი ანტიოქსიდანტები კანს წმენდს პიგმენტური ლაქებისგან და პირველი ნაოჭებისგან.

სარგებლიანობასთან ერთად ყაბაყის უპირატესობაა ისიც, რომ მისგან საკმაოდ მარტივად მზადდება სხვადასხვა გემრიელი კერძი.  სიამოვნებით შემოგთავაზებთ 2 ასეთ რეცეპტს, რომლებიც მათაც კი მოეწონებათ, ვინც ბოსტნეულს დიდად არ სწყალობს.

ყაბაყის ოლადები

ინგრედიენტები

  • 800 გ ყაბაყი
  • 2 კვერცხი
  • 200 გ ბრინზა ყველი
  • 0,5 ჭიქა ფქვილი
  • 2 ხახვი
  • 0,5 კონა ოხრახუში
  • 0,5 კონა კამა
  • 1 ჭიქა არაჟანი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ყაბაყი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. დააყარეთ მარილი და დატოვეთ 20 წუთი. შემდეგ კარგად გაწურეთ.
  2. ხახვი და მწვანილი დაჭერით წვრილად და შეურიეთ ყაბაყს. კარგად აურიეთ და ჩაახალეთ მასში კვერცხი.
  3. ყველი გახეხეთ და დაამატეთ ნარევს. აქვე ჩაყარეთ გამაფხვიერებელი და ფქვილი. ყველაფერი კარგად აურიეთ.
  4. გახურებულ ტაფაში ჩაასხით ზეთი და ოლადები შეწვით ორივე მხრიდან 3-3 წუთით.
  5. მზა ოლადები დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად. მოასხით ნივრიანი არაჟანი და  მიიტანეთ  სუფრასთან. გემრიელია!

 გამომცხვარი ყაბაყი ყველით

ინგრედიენტები

  • 1 კგ ყაბაყი
  • ცოტა ნიგოზი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 1/2 ჩ.კ. ნიორი
  • 100 გ მოცარელა
  • 1 ჩ.კ. მარილი

მომზადება

1. ყაბაყი გარეცხეთ და დაჭერით რგოლებად.

2. გადაიტანეთ ჯამში და მოაყარეთ მარილი წვენის გამოსაშვებად.

3. მოცარელა ან რაიმე მაგარი ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე.

4. ყაბაყი გადაწურეთ წვენის მოსაშორებლად და დაამატეთ გატარებული ნიგოზი  ნიორთან ერთად.

5. დაამატეთ ზეთი და კარგად აურიეთ.

6. ღრმა საცხობ ფორმაში ჩაალაგეთ ყაბაყი და მოაყარეთ ყველი.

7. გამოაცხეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში.

ასეთი სახით მომზადებული ყაბაყი გამოდის წვნიანი და ძალიან გემრიელი. შეგიძლით მიირთვათ როგორც ცალკე კერძად, ასევე გარნირის სახით.

დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მოგეწონებათ ეს კერძები და ყაბაყი თქვენი სამზარეულოს ხშირი სტუმარი გახდება.

გაუზიარეთ ეს სასარგებლო რჩევები და გემრიელი რეცეპტები თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: