მთავარი ჯანმრთელობა თუ გსურთ, რომ გქონდეთ თქვენი ასაკის შესაბამისი მეხსიერება, შეიძლება ამაში ნებისმიერი ტიპის მოძრაობა დაგეხმაროთ

თუ გსურთ, რომ გქონდეთ თქვენი ასაკის შესაბამისი მეხსიერება, შეიძლება ამაში ნებისმიერი ტიპის მოძრაობა დაგეხმაროთ

by Keti

ხანშიშესულ ადამიანებს, რომლებიც ფიზიკურად ბევრს მოძრაობენ, თავისი ასაკის სხვა ადამიანებთან შედარებით ნაკლები შანსი აქვთ განუვითარდეთ დემენცია.

ახალმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ აქტიურობა ხანდაზმულ ადამიანებს დემენციისგან იცავს, მაშინაც კი, როცა მათ ალცჰეიმერის დაავადების სიმპტომები უვლინდებათ.

კვლევის შედეგები ,,ძალიან რესურსულია”, როგორც მისი ავტორი – ექიმი არონ ბაქმენი – ამბობს. ის ნეუროლოგიური მეცნიერების პროფესორია, ჩიკაგოს რაშის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში. ,,ნაცვლად იმისა, რომ ხანდაზმული ადამიანების შეცდომებზე ვისაუბროთ, არსებობს ლიტერატურა, სადაც რეალური ფაქტორებია სასურველი ცვლილებების მისაღწევად.”

ბაქმენმა და მისმა კოლეგებმა 454 თავდადებული ადამიანი მიიწვიეს კვლევაში მონაწილეობისთვის. ისინი ყოველწლიურად მეხსიერების ტესტს იტარებდნენ და მზად იყვნენ სიკვდილის შემდეგ მათი ტვინი დონაციისთვის გადაეცათ. ამ ფაქტმა მკვლევარებს საშუალება მისცა შეემოწმებინათ ტვინის ის ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია დემენციასა და ალცჰეიმერის დაავადებასთან, ამის დიაგნოსტირება კი მხოლოდ აუტოფსიით (გვამის გაკვეთა) ხდება.

კვლევის ყველა მონაწილე 7-10 დღე მაჯით ატარებდა აქტივობის კომპასს, ეს კი მათ სიკვდილამდე 2 წლით ადრე ხდებოდა (გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 91 წელი იყო). კომპასები მოძრაობის ყველა მიმართულებას ზომავდა, მაგრამ ვერ ანსხვავებდა მოძრაობის ტიპებს. მთლიანობაში, 191 ადამიანს დემენცია აღმოაჩნდა, 263 კი ჯანმრთელი იყო.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ვინც უფრო აქტიური იყო, მათთვის დემენცია ნაკლებ რისკს წარმოადგენდა, ვიდრე იმ ადამიანებისთვის, ვინც ნაკლებად აქტიურობდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ შემთხვევაში ადამიანების ნაწილს აუტოფსიის შედეგად ტვინის ის ცვლილებები აღენიშნებოდათ, რაც ალცჰეიმერის დაავადებასთან ან სხვა მსგავს პრობლემებთანაა კავშირში.

,,აპარატები ვერ ანსხვავებენ ხახვის დაჭრის, ხეების ჩეხვის, იატაკის მოგვის ან დარბაზში ვარჯიშის აქტივობებს,” თქვა ბაქმენმა. ,,ასე რომ, ყველა მოძრაობას საერთო, დამახასიათებელი ეფექტი აქვს – მაშინაც, თუ სახლიდან არ გადიხარ – და თუ აქტივობის დონეს გაზრდი, ეს შენთვის უკეთესია.”

მკვლევარებს იმის თქმა არ შეუძლიათ, თუ რა რაოდენობის აქტივობაა ,,საკმარისი”. მათ ყველა მოძრაობა გააერთიანეს ,,დღიური ანგარიშის” რიცხვში. დემენციის მქონე ადამიანებს ჰქონდათ დღიური ანგარიშის 130,000 ქულა, ხოლო მათ, ვისაც დიაგნოზი არ აღენიშნებოდა, – 180,000 ქულა ჰქონდათ, ეს ახალი კვლევის შედეგია.

კვლევას გარკვეული შეზღუდვებიც ჰქონდა

მაგალითად, მკვლევარები მოხალისეების აქტივობებს მხოლოდ 1 კვირა აკვირდებოდნენ. მათზე ზუსტად ვერ იტყვიან, მთელი ცხოვრება დარბოდნენ თუ მხოლოდ ხანდაზმულ ასაკში გააქტიურდნენ.

კვლევა ასევე ვერ ამტკიცებს იმას, რომ თუკი ადამიანი გააქტიურდება და მეტ ვარჯიშს დაიწყებს, ეს აუცილებლად შეაჩერებს ალცჰეიმერის დაავადებას.

,,ზუსტად ვერ გეტყვით რა შედეგი მოჰყვება იმას, თუ მუდმივ რეჟიმში სავარძელზე ჯდომიდან მოულოდნელად აქტიურ ადამიანად მოინდომებთ გადაქცევას… თუმცა აქტიური ცხოვრების რიტმში ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბევრი ნიუანსი იმალება.” – ამბობს ბაქმენი.

პლუს ამას, დემენციისა და ალცჰეიმერის დაავადების დროსაც სასარგებლოა მოძრაობა და აქტიურობა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავის საფუძვლიანი მიზეზი – შეიძლება ადამიანის უმოძრაობის მიზეზი სწორედ უკვე განვითარებული კლინიკური დემენცია იყოს.