მთავარი რჩევები 5 მნიშვნელოვანი მიზეზი, თუ რატომ არის ფიზიკური დასჯა შვილის აღზრდის საშინელი მეთოდი. გთავაზობთ 5 უკეთეს ალტერნატივას

5 მნიშვნელოვანი მიზეზი, თუ რატომ არის ფიზიკური დასჯა შვილის აღზრდის საშინელი მეთოდი. გთავაზობთ 5 უკეთეს ალტერნატივას

by Keti

ფიზიკური დასჯა კვლავ ითვლება ბავშვების გამოსწორების გავრცელებულ საშუალებად. აღნიშნულ მეთოდს 5-დან 4 მშობელი იყენებს 10-დან 9 შემთხვევაში, უმეტესად ქალები – დედა ან ძიძა. ზოგიერთი არც კი ყოყმანობს, დაარტყას თუ არა ბავშვს ხელი,  ზოგს კი ქამრის ან სხვა ნივთის პოვნა ურჩევნია. ისინი თვლიან, რომ ბავშვი სწორი გზით მიჰყავთ და დარწმუნებულნი არიან თავიანთი მეთოდის ეფექტურობაში. თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ ეს უბრალოდ საზიანო კი არ არის, არამედ სრულიად უშედეგოა.

ჩვენ დღევანდელ სტატიაში დავადასტურებთ, რომ ფიზიკური დასჯა წყლის ნაყვაა და არსებობს გაცილებით ეფექტური მეთოდები ბავშვის განსწავლისთვის.

1. ეს არ მუშაობს და საქმეს კიდევ უფრო ართულებს

შეიძლება, რომ ბავშვი ხშირად მომაბეზრებლად იქცეოდეს, მშობლის მოთმინებას კი თავისი საზღვრები აქვს, მაგრამ ფიზიკური ძალადობით ვერაფერი მიიღწევა. კვლევის მიხედვით, ძალადობას გრძელვადიანი შედეგი არ აქვს, რადგან მთავარია რთული ქცევის მიზეზებზე მუშაობა. სხვა სიტყვებით, ბავშვებმა უნდა გაიაზრონ შედეგი; მათ ახსნა სჭირდებათ, რატომ არის ესა თუ ის საქციელი არასწორი. ძალადობა უბრალოდ ბავშვის ქცევის აღმოფხვრის მცდელობის სწრაფი მეთოდია.

2. ძალადობის ჯაჭვი იზრდება

კვლევის შედეგებით, ბავშვზე ძალადობის ბევრი შემთხვევა ერთი დარტყმით იწყება. მშობლები უმეტესად ყოველ ჯერზე ზრდიან დასჯის ინტენსივობას, როცა ბავშვის ქცევა არ მოსწონთ. ისინი მუდმივად ელოდებიან გამოსასწორებელ ეფექტს, მაგრამ ასე არ ხდება. შედეგად, მშობლები ამწვავებენ ძალადობის საშუალებებს და საბოლოოდ ეს ქცევები ბავშვშიც იღვიძებს.

3. ძალადობა მომავალ აგრესორს ზრდის

ის ადამიანები, რომლებსაც ფიზიკურად სჯიდნენ ბავშვობაში, უფრო მეტად მიდრეკილნი ხდებიან საკუთარ შვილებსა და პარტნიორებზე ძალადობისკენ. ხშირად ისინი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის რისკის წინაშეც დგანან. მშობლის რეაქციებს ბავშვებზე განსაკუთრებული ეფექტი აქვს, თუ დედა ან მამა კონფლიქტის გადასაჭრელად სილას იყენებს, ბავშვიც იმავეს კეთებას ისწავლის მომავალში.

4. შესაძლოა ბავშვს დაეწყოს დეპრესია

თუ თქვენი პარტნიორი დაგარტყამთ, ისევ იფიქრებთ, რომ მას უყვარხართ? იგივე ემართებათ ბავშვებსაც. ფიზიკური ძალადობის დროს პატარებს ეჭვი შეაქვთ დედ-მამის სიყვარულში. ამ ფიქრებით გამოწვეულმა ძლიერმა სტრესმა შესაძლოა ბავშვს კლინიკური დეპრესია დამართოს. ეს მოქმედებს ბავშვის სოციალიზაციის პროცესზეც და ანადგურებს მას.

5. ეს ბავშვები ფიზიკურადაც ხდებიან ავად 

მუდმივი ძალადობა ბავშვის ორგანიზმში ზრდის სტრესის დონეს, რაც ურტყამს იმუნურ სისტემას. რეგულარული ფიზიკური დასჯა ძლიერად მოქმედებს იმუნიტეტზე და ბავშვი უფრო მოწყვლადი ხდება დაავადებების მიმართ.

როგორ მოვიქცეთ ძალადობის ნაცვლად, როცა…

თქვენ გეკარგებათ მოთმინება

გადახედეთ თქვენ მოლოდინებს და ჰკითხეთ თქვენ თავს, ბავშვის ქცევა შესაბამისია თუ არა მისი ასაკის და განვითარების, ისევე, როგორც 2 წლის ასაკში იციან ბავშვებმა დაუსრულებელი ,,რატომ” კითხვების დასმა. ფიქრი შეანელებს თქვენს იმპულსებს და დაგეხმარებათ კეთილმოსურნე პოზიციის შემუშავებაში.

თქვენ მუდმივად უმეორებთ, რომ დაგიჯეროთ, მაგრამ ბავშვი კვლავ არ გემორჩილებათ

არც იფიქროთ, რომ ბავშვმა იცის, რა შეცდომას უშვებს ან რას ნიშნავს თქვენი ნათქვამი ,,ჭკვიანად ითამაშე.” იყავით ზუსტი და კონკრეტული, აუხსენით რა არის არასწორი და რატომ. მაგალითად, ,,არ დაარტყა შენ ძმას, რადგან ეტკინება”, შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს.

თქვენი შვილი კონტროლს კარგავს

როცა ბავშვები წყობიდან გამოდიან, არ უნდა აჰყვეთ. იგივენაირი პასუხი სიტუაციას აუარესებს. დამშვიდდით, შეხედეთ თვალებში, დაიხარეთ მის სიმაღლეზე და ხმადაბლა ესაუბრეთ. სიწყნარე ძლიერი შესაძლებლობაა სიმშვიდის დამყარებისთვის.

თქვენი ბავშვი ტანტრუმს აწყობს

აიღეთ ტაიმერი. მშვიდად წაიყვანეთ შვილი წყნარ ადგილას და დაბალი ხმით აუხსენით, რატომ არის მისი ქცევა მიუღებელი. შემდეგ უთხარით, რომ შეძლებს თამაშის გაგრძელებას, როცა დამშვიდდება. დაიცადეთ 2 წუთი. თუ ყვირილს ან კამათს კვლავ გააგრძელებს, მიეცით დასამშვიდებლად კვლავ 2 წუთი.

უფროს შვილს არ სურს თქვენი მოსმენა

აუხსენით მას რთული ქცევის შედეგები, არ შეურაცხყოთ პიროვნულად. ისინი შეცდომებზე სწავლას შეძლებენ. ფრაზა ,,ხომ გეუბნებოდი” აკრძალულია!

გამოგიყენებიათ ამ მეთოდებიდან რომელიმე? აღზრდის რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი აზრებიც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: