მთავარი ჯანმრთელობა ქალმა ინდიანადან შაკიკის საშინელი ტკივილებისგან 20 წუთში გასათავისუფლებელი მეთოდი გაგვიზიარა

ქალმა ინდიანადან შაკიკის საშინელი ტკივილებისგან 20 წუთში გასათავისუფლებელი მეთოდი გაგვიზიარა

by Keti

შაკიკი სასტიკად ძლიერ ტკივილებს იწვევს თავის არეში, ის მსოფლიოს ტოპ 3 ყველაზე გავრცელებულ დაავადებას შორისაა. წამლები და სხვა დამატებითი საშუალებები ამ პრობლემის გადაწყვეტის სწრაფი საშუალებაა, მაგრამ შესაძლოა, შაკიკის ყოველი შემოტევის დროს თან არ გვქონდეს.

საბედნიეროდ, ქალმა ინდიანას შტატიდან დაიწყო იმის მტკიცება, რომ იპოვა შაკიკის ტკივილისგან გათავისუფლების სწრაფი მეთოდი – ეს კი მხოლოდ ერთი საშინაო ნივთის დახმარებით.

შაკიკი მართლაც საშინელი პრობლემაა, ამიტომ გთავაზობთ ამ ქალბატონის ახალ მეთოდს მასთან საბრძოლველად.

გადაბმულად 12 საათიანი თავის ტკივილებისგან ტანჯვის შემდეგ, ელიზაბეტ ჰაიესმა, ინდიანადა, გადაწყვიტა ტკივილის ჩასახშობი საშუალების მოძებნა. მან სცადა ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტებიც და ხალხური საშუალებებიც, მაგრამ ტკივილი შეუპოვარი იყო. ასე რომ, მან განსხვავებული გამოსავლის პოვნა სცადა.

ინტერნეტში ძიების შედეგად, ელიზაბეტმა იპოვა ისეთი ხელსაწყო, რომელიც მიმართული იყო კონკრეტულად შაკიკის დამარცხებაზე, ამას კი აკუპრესურას (კანის ბიოლოგიურად აქტიური წერტილების მასაჟი) მეცნიერებაში მიაგნო. მასალის გამოწერა მას ინტერნეტში შეეძლო, თუმცა ამის დრო არ ჰქონდა და სახლში არსებული ნივთის გამოყენება გადაწყვიტა – ეს საკვების მომჭერი იყო. ელიზაბეტმა მომჭერი ცერა თითსა და საჩვენებელ თითს შორის გაიკეთა, ტკივილი კი 20 წუთში გაქრა.

შედეგით გაოცებულმა ელიაბეტმა სასწრაფოდ ფეისბუქზე გამოაქვეყნა თავისი გამოცდილება, რათა შაკიკის მქონე სხვა ადამიანებსაც დახმარებოდა. მისი პოსტი ვირუსულად გავრცელდა, ბევრმა დააკომენტარა, რომ ეს მეთოდი ადრეც უცდიათ და არამხოლოდ საკვების მოსაჭერით, არამედ ნებისმიერი ნივთით, რაც ამ ორ თითს შუა წნევას ზრდის. თქვენ ასევე შეგიძლიათ მეორე ხელის ცერა და საჩვენებელი თითით დააწვეთ ამ წერტილს.

რატომ მუშაობს ეს?

აკუპრესურა  ჩინური მედიცინის ძველი ფორმაა, რომლის თანახმადაც სხეულის ყოველ ორგანო კონკრეტულ წერტილთანაა დაკავშირებული. ამ წერტილებზე ფიზიკური წნევის გაზრდით კი ადამიანები სიმპტომურ შვებას პოულობენ. მიზეზი, რატომაც ეს მუშაობს არის ის, რომ წნევის ძალა საკმარისია სხეულში ბუნებრივი ენერგიის წყაროს აღსადგენად, ეს კი ებრძვის ნებისმიერ ტკივილს ან დაავადებას.

აკუპრესურას თანახმად, ცერა და საჩვენებელ თითს შორის არსებული წერტილი ცნობილია როგორც ჰე გუ, ეს ერთ-ერთი მთავარი წერტილია, რომელიც შაკიკის ტკივილისგან გვათავისუფლებს. აღნიშნული წერილი მსხვილ ნაწლავსაც უკავშირდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ასევე შველის საჭმლის მომნელებელ პრობლემებს.

დაბოლოს, გაითვალისწინეთ მათ, ვინც უკვე დაიწყეთ ამ მეთოდის გამოყენება: ორსული ქალებისთვის ეს ვარჯიში არ არის რეკომენდებული.

გიცდიათ აკუპრესურას წერტილოვანი ვარჯიში შაკიკთან საბრძოლველად? იქნებ ტკივილთან გასამკლავებელი სხვა საშუალებებიც იცით? გაგვიზიარეთ, რომელი მეთოდი მუშაობს უკეთესად!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: