მთავარი სილამაზე რომელი ვარჯიშები უნდა შევასრულოთ დილაობით სახისა და ყელის გასაახალგაზრდავებლად

რომელი ვარჯიშები უნდა შევასრულოთ დილაობით სახისა და ყელის გასაახალგაზრდავებლად

by Keti

ადამიანის სხეულს რეგენერაციისა და უჯრედების განახლების საკვირველი უნარი აქვს. არსებობს ბუნებრივი გაახალგაზრდავების სპეციალური სისტემა ე.წ. ,,რევიტონიკა”.

რეგულარული ვარჯიშის შედეგად სხეული მოქნილი ხდება, ჩვენ კი უფრო ამტანები. იგივე ითქმის სახეზეც.

,,რევიტონიკა” სახისთვის

იმისათვის რომ  სახის სილამაზე მრავალი წლის მანძილზე შევინარჩუნოთ, ის მუდმივად უნდა დავმუხტოთ სპეციალური ვარჯიშებით.

გავარჯიშებისთვის კოსმეტოლოგთან სიარული და უამრავი თანხის ხარჯვა აუცილებელი არ არის. სახის ვარჯიშების კომპლექსი ,,რევიტონიკა”, თუ ის დილით ან საღამოს სწორად არის შესრულებული, მალე მოგცემთ გამაახალგაზრდავებელ შედეგს.

შესაძლებელია თავისებური მასაჟის გაკეთება მალამოს წასმის დროსაც სახესა და ყელზე. რადგან ჩვენ ასაკზე მეტყველებს არა მხოლოდ სახის ნაოჭები, არამედ ყელის მდგომარეობაც, სჯობს, ვარჯიშები ჩაატაროთ კომპლექსურად – სახისა და ყელისთვის – ის მხოლოდ 4 წუთს წაგართმევთ. უმჯობესია შეასრულოთ მჯდომარე პოზაში.

ვარჯიში N1

  1. დაჯექი სწორად, ზურგი გაჭიმე.
  2. მარჯვენა მხარი ნელა ასწიე მაღლა და უკან.
  3. თავი გადახარე აწეული მხრისკენ, ეცადე შეამცირო მანძილი სახესა და მხარს შორის.
  4. დარჩი ამ პოზაში 30 წამი.
  5. ნელა დაუბრუნდი საწყის პოზიციას. გაიმეორე ვარჯიში მეორე მხარეს.

შემდეგ საჭიროა კისრის გაჭიმვა, ამისთვის არის მომდევნო ვარჯიში

ვარჯიში N2

  1. დაჯექი სწორად, მარჯვენა ხელი დაიდე მარცხენა მხარზე, მარცხენა კი – მარცხენა მხარზე.
  2. მარცხენა მხრის დაფიქსირებით სახე ნელ-ნელა მარჯვნივ გასწიე, თან მარცხენა ხელისგულით ყბას მიაწექი.
  3. შეასრულე გაჭიმვა 30 წამის განმავლობაში
  4. დაუბრუნდი საწყის პოზას და გაიმეორე ვარჯიში საწინააღმდეგო მხარეს.

მესამე ვარჯიში სახის ოვალის გასაჭიმად არის შექმნილი.

ვარჯიში N3

  1. საჩვენებელი და დიდი თითებით მოჩქმიტე კანი ყურის მახლობლად.
  2. ზომიერი ტემპით გააღე პირი, თითქოს ყვირილს აპირებ. კანი გასწორდება, არ შეაკავო ის.
  3. გაიმეორე ვარჯიში 30 წამის განმავლობაში.

ნიკაპი ხშირად უყურადღებოდ რჩება, ასაკთან ერთად ის ზევით იწევა. ეს რომ არ მოხდეს, შეასრულეთ მეოთხე ვარჯიში.

ვარჯიში N4

  1. ორივე ხელის საჩვენებელი თითები ნიკაპის მაღლა დაიდეთ.
  2. დიდი თითები ნიკაპის ქვედა ნაწილს ჩაავლეთ.
  3. მოუჭირეთ თითები და გაჭიმეთ ნიკაპის კანი ქვემოთ. ძალიან არ ეცადოთ, თორემ ჩაგილურჯდებათ.
  4. შეასრულე გაჭიმვა 30 წამის მანძილზე.

აღნიშნული ვარჯიშების კომპლექსს შეუძლია სახის ახალგაზრდობის შენარჩუნება და სხვადასხვა ნერვული ტიკისგან გათავისუფლება. ეს ვარჯიშები ხანგრძლივი დროის მანძილზე თავს ლამაზად და მომხიბვლელად გაგრძნობინებს. სახის კუნთები ისევე მოითხოვს ვარჯიშს, როგორც მთელი სხეული. სახისა და ყელის ,,რევიტონიკა” არ მისცემს შანსს არც ერთ ნაოჭს. მთავარია აღნიშნული ვარჯიშები რეგულარულად შესრულდეს.

უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად ყოველდღიურ ვარჯიშს დღეში 5-10 წუთი დაუთმეთ და თქვენ ვერანაირი ტკივილი და ნაოჭი ვერ შეგაშინებთ.

გაუზიარეთ ეს სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებსაც, დარწმუნებულები ვართ, რომ ,,რევიტონიკას” ვარჯიშები ყველა ქალს  გამოადგება!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: