მთავარი სილამაზე იაფი არ ნიშნავს უარესს! ხელმისაწვდომი და შემოწმებული მოვლის საშუალებები, რომლებიც სასიამოვნოდ გაგაოცებთ

იაფი არ ნიშნავს უარესს! ხელმისაწვდომი და შემოწმებული მოვლის საშუალებები, რომლებიც სასიამოვნოდ გაგაოცებთ

by Keti

ყველას სურს იყოს ლამაზი – ყველგან და ყოველთვის. ამიტომ ხშირად მოვლის საშუალებებში ზედმეტს ვიხდით. ჩვენ გვაქვს რამდენიმე შესანიშნავი ლაიფჰაკი მათთვის, ვისაც სურს გონივრულად იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე.

გთავაზობთ მარტივ, ხელმისაწვდომ და შემოწმებულ საშუალებებს, რომლებიც ნამდვილად მოგეწონებათ.

სილამაზის საშუალებები

თმა

1. პასტა ,,სულსენა”

დაგეხმარებათ ქერტლთან ბრძოლაში. მასში შემავალი გოგირდი ამაგრებს და კვებავს თმას შიგნიდან. თმა მალე გახდება მბზინვარე.

2. თმის კონდიციონერში შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი ლავანდას ეთერზეთი. შედეგი: თმა ბრწყინავს სისუფთავით არაერთი დღის მანძილზე.

3. ,,რეპევიტი”

მასში შედის ბევრი ეთერზეთი და ვიტამინი. პრეპარატს აქვს მასტიმულირებელი მოქმედება, ამაგრებს თმის ბოლქვებს და იცავს მას გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისგან.

4. თმის შესანიშნავი ნიღბის რეცეპტი ოროვანდის ზეთით, თაფლითა და კონიაკით. რამდენიმე წვეთი ოროვანდის ზეთი, 2 ს.კ. კონიაკი და 1 ს.კ. თაფლი შეურიეთ კვერცხის ცილას. ნარევი გაიჩერეთ თმაზე 30 წუთით, დაიხურეთ თავზე შხაპის ქუდი. შემდეგ ჩამოიბანეთ. წყლის ნაცვლად შეგიძლიათ გვირილას ან ჭინჭრის ნახარშის გამოყენება. შედეგი ბრწყინვალე თმაა!

წარბები და წამწამები

წარბებისა და წამწამების გამაგრებაში სხვადასხვა ზეთი დაგეხმარებათ: აბუსალათინის, ოროვანდის, კრაზანას, გვირილას, ჭინჭრის. შეიძინეთ ისინი და გამოიყენეთ მორიგეობით, კვირაში 2-3ჯერ. წაისვით ჯაგრისით ცოტა ზეთი წარბებზე ან წამწამებზე. დიდი რაოდენობით სასურველი არ არის.

ხელები და ფრჩხილები

1. ფრჩხილების გასამაგრებლად სასარგებლოა ზეითუნის ზეთის აბაზანები. წყლის აბაზანაზე შეათბეთ ზეთი და ჩაუშვით თითები 10 წუთით. ზეითუნის ზეთი ვიტამინების, მინერალებისა და უჯერი ცხიმოვანი მჟავების საწყობია. შედეგად მოვლილ და ნაზ თითებს მიიღებთ.

2. არ გადაყაროთ ყავის ნალექი, წაისვით ხელებზე 10-15 წუთით და ისინი გახდება რბილი და ნაზი. საუკეთესოდ ასრულებს სკრაბისა და ნიღაბის ფუნქციასაც.

3. ნარევი ხელებისთვის: შეურიეთ თანაბრად გლიცერინი, 70იანი ეთინის სპირტი და ნიშადურის სპირტი. წაისვით სუფთა ხელებზე კვირაში რამდენჯერმე. შედეგები გაგახარებთ.

სახის მოვლა

1. სახის ნიღაბი ცისფერი თიხისგან

ასუფთავებს ფორებს ცხიმისა და ჭუჭყისგან, ამცირებს ანთებით გამონაყარს სახეზე, აუმჯობესებს კანის ტონუსს. ნიღაბი კვირაში 2-3ჯერ უნდა გაიკეთოთ.

2. ხის ჩაის ზეთი

ეფექტურია სუფთად და სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებების გასამდიდრებლად. გამოიყენება გამონაყარის სამკურნალოდ, ასევე ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის.

3. გარგარის კურკის ზეთი

შეიცავს ბევრ ვიტამინსა და მინერალს, არბილებს კანს, ანიჭებს ელასტიურობასა და მოქნილობას.

4. სუსპენზია ,,ცინდოლი”

თუთიის ჟანგის პრეპარატი, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, მაადსორბირებელი მოქმედება. გამოიყენება დამწვრობის, ნაჩხაპნების, ქავილის წინააღმდეგ.

5. პილინგი კალციუმ ქლორიდით

სუფთა სახის კანზე წაისვით კალციუმის ქლორიდის ხსნარი, პირველი შრის გაშრობის შემდეგ წაისვით მეორე.

სხეულის მოვლა

1. შინაური ყავის ნიღაბი სხეულისთვის დაგეხმარებათ ცელულიტთან ბრძოლაში. ჩაამატეთ ყავის ნალექში ცოტა ცისფერი თიხა და მინერალური წყალი. დაიტანეთ ტენიან კანზე, ის გახდება გლუვი და ნაზი.

2. ძმრის საშუალებები ცელულიტისთვის

ვაშლის ძმარი და წყარი შეურიეთ 1:1. დაამატეთ ხსნარს ლიმონის ან როზმარინის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი. ნარევი პრობლემურ ადგილებში წაისვით, შემოიხვიეთ პოლიეთილენი, ჩაიცვით თბილი ტანსაცმელი ან აქტიურად იმოძრავეთ 1-1,5 სთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ

3. დაჭიმულობისთვის ეფექტურია როზმარინისა და პეტიტგრეინის ზეთები. არ დაივიწყოთ, რომ ეთერზეთი 100%იანი უნდა იყოს.

4. დაჭიმულობებისთვის გამოგადგებათ მუმიეც. აიღეთ 100 გ მალამო, დაამატეთ მას 5 გ ცივ წყალში გახსნილი მუმიე. წაისვით დღეში 1-2ჯერ, დაიმასაჟეთ პრობლემური ადგილები 10-15 წთ.

5. სინჯეთ უარი თქვათ საპონზე! ეცადეთ საპნისა და შხაპის გელების შემცირებას. ასეთი ექსპერიმენტი ქავილთან, სიწითლესა და კანის სიმშრალესთან ბრძოლაში.

არ ელოდოთ მოულოდნელ ეფექტებს, მოცემული პრეპარატები ითხოვს რეგულარულ გამოყენებას. შეინახეთ ეს სასარგებლო სია და გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: