მთავარი კულინარია იდეალური ოლადების მომზადების საიდუმლო. 10 თქვენთვის შერჩეული რეცეპტი

იდეალური ოლადების მომზადების საიდუმლო. 10 თქვენთვის შერჩეული რეცეპტი

by guramus

ოლადები სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს: ტკბილი, მარილიანი, შიგთავსით…

ჩვენ გასწავლით, როგორ უნდა მოამზადოთ ფუმფულა  და გემრიელი ოლადები შემოწმებული რეცეპტების შემოთავაზებით. გამოგივათ პირველივე ცდაზე. ისინი მეორე დღესაც ჰაეროვანი დარჩება.

როგორ მოვამზადოთ ოლადები

ოლადები ფუმფულა რომ გამოვიდეს, ისინი უნდა მოამზადოთ კეფირზე, მჟავე რძეზე ან მაწონზე. იდეალური დესერტის მისაღებად დაიცავით მარტივი წესები:

1. ყოველთვის გაცერით ფქვილი. მშრალი და სველი პროდუქტები ცალკ-ცალკე შეურიეთ. შემდეგ კი სველ მასას დაამატეთ მშრალი პატარა პორციებად. ცომი უნდა იყოს არაჟნის კონსისტენციის.

2. ინგრედიენტები უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის: კეფირი ან რძე ცოტათი შეათბეთ.

3. სოდის გემო რომ არ იგრძნობოდეს, ცომში დაამატეთ 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი

4. მზა ცომი დაასვენეთ 15 წუთი. შემდეგ აღარ აურიოთ! ცომი ნაპირებიდან ამოიღეთ კოვზით.

5. ცომში დაამატეთ 1-2 კოვზი ზეთი. ყოველი პორციის წინ ტაფას წაუსვით ცოტა ცხიმი.

6. გახსოვდეთ: ცოტა ინგრედიენტი = მეტი სიფუმფულე.

7. საუკეთესო ოლადები გამოდის ,,მძიმე” თუჯის ტაფაზე ან სპეციალურ ჭურჭელში შეწვისას.

8. თუ ოლადი შიგთავსს არ შეიცავს, თავსახურის დაფარება საჭირო არ არის. შიგთავსიანი ოლადები კი თავდახურულში შეწვით, მხოლოდ ერთ მხარეს.

9. ტაფაზე ოლადები ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს. შეწვით დაბალ ცეცხლზე, გადააბრუნეთ ბუშტების გაჩენისთანავე.

10. ცხიმის მოსაშორებლად მზა ოლადები ქაღალდის ხელსახოცზე დაალაგეთ.

ოლადები კეფირზე

ინგრედიენტები

  • 500 მლ კეფირი
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 0,5 ჩ.კ. სოდა
  • 1 პაკეტი ვანილის შაქარი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • შაქარი – გემოვნებით
  • მარილი

შეურიეთ კვერცხი შაქარსა და მარილს. ჩაასხით კეფირი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურიეთ მასის კარგად გათბობამდე. არ გააცხელოთ. გადმოდგით, შეურიეთ ფქვილი და დარჩენილი ინგრედიენტები. დააყოვნეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ დაიწყეთ მომზადება.

ოლადები მაწვნით

ინგრედიენტები

  • 0,5 ლ სახლის მაწონი
  • 1 კვერცხი
  • 1,5 ს.კ. შაქარი
  • 2.5 ჭიქა ფქვილი
  • 0,5 ჩ.კ. სოდა
  • 1 ს.კ. ზეთი
  • მარილი

ყველა ინგრედიენტი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. შეურიეთ კვერცხი მაწონს, დაამატეთ შაქარი, მარილი. ურიეთ და თანდათან ფქვილი დაამატეთ, რომელშიც სოდა იქნება შერეული. ცომი დადგით 30 წუთით, შემდეგ შეწვით.

ვაშლის ოლადები

ინგრედიენტები

  • 4 ვაშლი
  • 1 კვერცხი
  • 1 ჭიქა მაწონი
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 მწიკვი ვანილი
  • 2 ს.კ. ქიშმიში
  • 1 ს.კ ზეთი
  • შაქარი

ვაშლი მსხვილად გახეხეთ, ქიშმიშს მდუღარე დაასხით და დადგით 20 წუთით. შეურიეთ ვაშლი, მაწონი, შაქარი, კვერცხი და ვანილი. დაამატეთ ქიშმიში, ფქვილი და გამაფხვიერებელი. აურიეთ. ბოლოს ცომს ზეთი დაამატეთ.

საფუარიანი ოლადები 

ინგრედიენტები

  • 2 ჭიქა რძე ან წყალი
  • 480 გ ფქვილი
  • 14 გ მშრალი საფუარი
  • 1 კვერცხი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 2 ს.კ. ზეთი

შემთბარ რძეს შეურიეთ შაქარი და საფუარი. დადგით 15 წუთით გასაფუებლად, დაამატეთ 1 ჭიქა ფქვილი.  ცომი დადეთ თბილ ადგილას. დაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები, აურიეთ და შეწვით.

ხორცის ოლადები

ინგრედიენტები

  • 600 გ ქათმის ფილე ან საქონლის ხორცი
  • 3 კვერცხი
  • 3 ს.კ. მაიონეზი
  • 3 ს.კ. სახამებელი
  • 1 ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • მარილი, პილპილი

დაჭერით ხორცი თხელ ზოლებად ან კუბებად. ნიორი და ხახვი გახეხეთ. შეურიეთ ყველაფერი დარჩენილ ინგრედიენტებს, მოაყარეთ მარილი, პილპილი. შეწვით თავდახურულში, ნელ ცეცხლზე.

კომბოსტოს ოლადები

ინგრედიენტები

  • 0,5 თავი კომბოსტო
  • 1 ხახვი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს.კ. კეფირი
  • 4 ს.კ. მანი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 100 გ მაგარი ყველი
  • მწვანილი, სანელებლები

თხლად დაჭერით ახალი კომბოსტო (ძველი 15 წუთით დამდუღრეთ), მოაყარეთ მარილი და გაწურეთ. ხახვი და მაგარი ყველი გახეხეთ, შეურიეთ კომბოსტოს, კვერცხს, კეფირს და მანის. დაამატეთ მწვანილი, მარილი, პილპილი. დადგით 20 წუთი. შეწვით დაბალ ცეცხლზე.

ღვიძლის ოლადები

ინგრედიენტები

  • 500 გ ღვიძლი
  • 2 ხახვი
  • 2 კვერცხი
  • 0,5 ჭიქა ფქვილი
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 1 ს.კ. ზეთი
  • მარილი, პილპილი

ღვიძლს გარსი შემოაცალეთ, დაჭერით, ჩაალბეთ რძეში 30 წუთით. შემდეგ კვლავ გარეცხეთ. გაატარეთ ხორცსაკეპში ან ბლენდერში. დაამატეთ დაჭრილი ხახვი და კვლავ გაატარეთ. ღვიძლის მასას დაამატეთ დანარჩენი პროდუქტები. აურიეთ. შეწვით საშუალო ცეცხლზე.

ოლადი-ხაჭაპური

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 200 გ ხაჭო
  • 150 მლ კეფირი
  • 2 კვერცხი
  • 70 გ ფქვილი
  • 0,5 ჩ.კ. სოდა

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 150 გ სულგუნი ან სხვა მაგარი ყველი
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 3 კბილი ნიორი
  • ახალი მწვანილი

მომზადება

1. მოამზადეთ შიგთავსი: შეურიეთ გახეხილი ყველი, არაჟანი, დაჭრილი ნიორი და მწვანილი. ცალკე შეურიეთ ცომის ინგრედიენტები, ის სქელი უნდა გამოვიდეს.

2. გააცხელეთ ტაფა და წაუსვით ზეთი. დადეთ მასზე 1 კოვზი ცომი, ზემოდან შიგთავსის გუნდა. დაფარეთ შიგთავსი მცირე რაოდენობის ცომით.

3. შეწვით ჩვეულებრივ, ორივე მხარეს.

ყაბაყის ოლადები ფქვილის გარეშე

ინგრედიენტები

  • 2 ყაბაყი
  • 1 კვერცხი
  • 50 გ მაგარი ყველი
  • კამა
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

ყაბაყი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. მოაყარეთ მარილი და დატოვეთ 10 წუთი. შემდეგ კარგად გაწურეთ, დაამატეთ გახეხილი ყველი, დაჭრილი კამა, კვერცხი და სანელებლები. აურიეთ და შეწვით თავდახურულში დაბალ ცეცხლზე.

ინდური ხრაშუნა ოლადები

ინგრედიენტები

  • 2 ხახვი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 2 წიწაკა ჩილი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1/2 ჩ.კ. კურკუმა
  • 0,5 ჩ.კ. სუნელების ნარევი ”ჰარამ მასალა”
  • 1 ჩ.კ. კვლიავის მარცვლები
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 2 ს.კ. ქინძი
  • 0,5 ლ ზეთი

”ჰარამ მასალას” მომზადება თავადაც შეგიძლით: შეურიეთ ერთმანეთს დარიჩინი, შავი პილპილი, მუსკატის კაკალი, დაფქული მიხაკი და კარდამონი თანაბარი რაოდენობით.

მომზადება

1. კვლიავის მარცვლები მოხალეთ 1 წუთის განმავლობაში. ხახვი დაჭერით თხელ ნახევარრგოლებად და გააშრეთ ხელსახოცზე. დაჭერით ჩილი, ნიორი და კამა.

2. ხახვს შეურიეთ სანელებლები, წიწაკა და კამა. დააყარეთ ფქვილი და დაასხით წყალი. უნდა მიიღოთ სქელი ცომი.

3. ოლადები შეწვით ღრმა ტაფაზე ბევრ ზეთში. შემდეგ დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად.

4. სუფრასთან მიიტანეთ ცხელი არაჟანთან ერთად.

თუ ოლადებს ამზადებთ, მხოლოდ ასეთები უნდა გააკეთოთ!

მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ მეგობრებსაც სოციალურ ქსელში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: