მთავარი ჯანმრთელობა თუ ზედმეტად ბევრ დროს უთმობთ სამედიცინო სიმპტომების ონლაინ ძიებას, თქვენ შესაძლოა კიბერქონდრიკი იყოთ (ეს კი კარგი არ არის)

თუ ზედმეტად ბევრ დროს უთმობთ სამედიცინო სიმპტომების ონლაინ ძიებას, თქვენ შესაძლოა კიბერქონდრიკი იყოთ (ეს კი კარგი არ არის)

by Keti

თუ ვინმე ტკივილს ან დისკომფორტს გრძნობს სხეულის რომელიმე ნაწილში, ისინი, როგორც წესი, სიმპტომებს ინტერნეტში ეძებენ, რათა დაახლოებით მაინც გაიგონ მიზეზი. ზოგჯერ ეს მათ ეჭვებს სწრაფად ფანტავს, უმრავლესობამ კი იცის, რომ ონლაინ სტატია, თუნდაც სამედიცინო სპეციალისტის მიერ დაწერილი, არ უნდა მივიღოთ პერსონიფიცირებულ დიაგნოზად.

კიბერქონდრია იმ ადამიანთა მდგომარეობაა, რომლებიც საკმარისად თვლიან ინტერნეტში ამოკითხულ ინფორმაციას და ნებისმიერ შესაძლო სიმპტომზე კვლავ დაგუგლვას იწყებენ, რათა საფუძვლიანი დიაგნოზი გამოუტანონ საკუთარ თავს.

ჩვენ გვსურს გიამბოთ ამ პრობლემასა და კიბერქონდრიის შესაძლო მკურნალობაზეც; დაავადება აღმოცენდება სამედიცინო მიზნებისთვის ინტერნეტის ბოროტად გამოყენების შედეგად.

შფოთვა ირეკლება, როგორც კიბერქონდრია 

დღესდღეობით, ექიმები იმ პაციენტებთანაც მუშაობენ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ აქვთ ტვინის სიმსივნე მხოლოდ იმიტომ, რომ თავის ტკივილი აწუხებთ. ამ ფენომენის მიზეზი არის თვით-დიაგნოზირება, მას შემდეგ, რაც ისინი ნიშნების, სიმპტომებისა და დაავადებების შესახებ ონლაინში კითხულობენ. კიბერქონდრია არის მდგომარეობა, როცა ადამიანები დაავადების თვითდიაგნოზირებას აკეთებენ ინტერნეტში მოძიებული მასალისგან და მხოლოდ კონკრეტულ კრიტერიუმებს მიჰყვებიან. ეს ზრდის მათ შფოთვას და ამ დროს უფრო რთულს ხდება ექიმის სამუშაო.

კიბერქონდრიას, სხვა ფსიქოლოგიური აშლილობების მსგავსად, აქვს თავის შედეგები:

  1. შფოთვის დონის გაზრდა: დაავადების რეგულარული ანალიზის შემდეგ, კიბერქონდრიკები გადატვირთულები არიან ინფორმაციით და იმაზე მეტს ღელავენ თავიანთ აღმოუჩენელ მდგომარეობაზე, ვიდრე ეს საჭიროა.
  2. თვითმკურნალობა და რეალური სამედიცინო მკურნალობის შეწყვეტა: ზოგი კიბერქონდრიკი ისეთ მკურნალობას იწყებს, რასაც ინტერნეტში პოულობს, თანაც სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციის გარეშე. ზოგიერთი ისეთი დარწმუნებულია თავის თვითდიაგნოზში, რომ უარს ამბობენ ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებზე. ამ დროს რისკის ქვეშ დგება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
  3. კიბერქონდრიის განვითარება: ონლაინ სივრცეში ბევრი მასალაა სხვადასხვა დაავადების შესახებ, ამიტომ მარტივი ხდება ინფორმაციით შთანთქმა, შედეგად, კიბერქონდრიის მქონე ადამიანებს ხშირად უყალიბდებათ იპოქონდრიული სინდრომი.
  4. ნოზოფობია: ეს ფართოდ გავრცელებული ფობიაა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს შორის, რომლებიც უწყვეტად ეძებენ ინფორმაციებს სამედიცინო მდგომარეობის შესახებ, ამას კი კიბერქონდრიკებიც განიცდიან. ნოზოფობია, იგივე პათოფობია, დაავადებების გაძლიერებული და ისტერიული შიშია.

კიბერქონდრიასთან გამკლავება

კიბერქონდრიასთან ან სხვა მენტალურ აშლილობასთან ბრძოლა ხდება ფსიქოლოგიური მეთოდებით. ნათესავები და მეგობრები ადამიანს უნდა დაეხმარონ იმის გაგებაში, რომ მისი სხეული რეალურად ჯანმრთელია. ოჯახის მხარდაჭერა და ფსიქოთერაპიის სესიებზე დასწრება ძალიან ეფექტური მეთოდია კიბერქონდრიის მქონე ადამიანის დასახმარებლად. ფსიქოფარმაკოლოგია ასევე კარგად მუშაობს კომპლექსურ შემთხვევებში, თუ ეს ამარტივებს პაციენტთან მუშაობას.

გახსოვდეთ, რომ არასდროს გააკეთოთ დიაგნოზი ერთპიროვნულად ინტერნეტში წაკითხულ მასალაზე დაყრდნობით. არავითარ ვებგვერდს არ შეუძლია ექიმის თანამდებობის შეცვლა. თუ რაიმე გაწუხებთ, დროს ნუ დაკარგავთ, დაურეკეთ თქვენს ექიმს. ეს გაცილებით უკეთესი სცენარია, ვიდრე განუწყვეტელ სტრესსა და შიში ცხოვრება იმ დაავადების მიმართ, რომელიც რეალურად არც გაქვთ.

იცნობთ ვინმეს, ვინც შეიძლება კიბერქონდრიით იტანჯებოდეს? თქვენ თუ მოგიძებნიათ სიმპტომები გუგლში? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებაც!