მთავარი ჯანმრთელობა 7 ძლიერმოქმედი ცვლილება, რაც თქვენს სხეულში ხდება, როცა ზედმეტად ბევრ ჭამთ

7 ძლიერმოქმედი ცვლილება, რაც თქვენს სხეულში ხდება, როცა ზედმეტად ბევრ ჭამთ

by Keti

ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ გადაჭარბებული ჭამა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კვებითი აშლილობაა მოზრდილებს შორის. მას მოაქვს სერიოზული შედეგები ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიისა და სოციალური კუთხით. ხშირად მრავალფეროვანი საკვების არიდება შეუძლებელია საახალწლო სუფრაზე, დაბადების დღეებზე, ქორწილებში, თუმცა აუცილებელია თავის კონტროლი.

ზედმეტი კვებისთვის უარის თქმა ჯანმრთელი ცხოვრების ერთ-ერთი ინდიკატორია. ჩვენ გთავაზობთ გადაჭარბებული ჭამის შედეგებს ორგანიზმისთვის.

მუცლის მდგომარეობა მძიმდება

საკვებმა ენერგიით უნდა აგავსოთ, ნარჩენებმა კი შემდეგ სხეული დატოვონ. მთელ ამ პროცესს საჭმლის მონელება ჰქვია. საკვების ჭარბად მიღებისას კი ორგანიზმი გამოფიტული ხდება, ეს ხშირად იწვევს ნაწლავის ხშირ მოქმედებას და დიარეასაც კი.

მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რას ვჭამთ. ნელი ჭამა და ღეჭვა ზედმეტი ჭამის თავიდან არიდებისთვის კარგი ხრიკია. თუმცა თუ მაინც მოგიწიათ ბევრი საჭმლის ჭამა, არ დაივიწყოთ სხეულის ჰიდრატაციით მომარაგება, რადგან ამ პროცესში ორგანიზმი ბევრ წყალს კარგავს. ქოქოსის წყალი ამ დროს ელექსირად ითვლება.

ორგანიზმი თვს ისე გრძნობს, თითქოს შუა ზაფხულია

თუ ჩვეულებრივზე მეტი მიირთვით, მეტაბოლიზმი ბრუნვას იწყებს, თქვენი გულისცემა მოიმატებს და დაგეწყებათ მასიური ოფლიანობა, თითქოს საუნაში ხართ. სამწუხაროდ, ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია. როცა მეტაბოლიზმი მუშაობას დაასრუნებს, ყველაფერი თავისით ჩადგება ნორმაში.

ამ დროს თავი ცოტათი უკეთ რომ იგრძნოთ, მიიღეთ ცივი შხაპი.

მუცელში ბევრი გაზი გროვდება

როცა მიირთმევთ, საჭმელთან ერთად ჰაერსაც ყლაპავთ. ბევრი საკვები კი ბევრი ჰაერის ჩაყლაპვას უდრის. ჰაერის რაოდენობას ზრდის ჭამის დროს ნახშირორჟანგის შემცველი სასმელების დალევა. სხეული გაზებს საჭმლის მონელების დროსაც გამოყოფს.

სანამ ჰაერი გამოსასვლელ გზას იპოვის, შესაძლოა თავი არაკომფორტულად იგრძნოთ. ამის თავიდან არიდებისთვის რეკომენდებულია ნელი ჭამა და საკვების კარგად დაღეჭვა. თუ მაინც შეგებერათ მუცელი, სწრაფი სიარული ამსუბუქებს მუცელს და გვათავისუფლებს გაზებისგან.

თავს მოუსვენრად გრძნობთ…

არსებობს გავრცელებული რწმენა, რომ საკვების ზედმეტმა მიღებამ იცის ძილიანობის გამოწვევა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ზედმეტი ჭამა მოუსვენრობისა და უძილობის გარანტია. ზედმეტი ჭამა თქვენს ბიოლოგიურ რიტმს ფანჯრიდან ისვრის, რადგან ებრძვის იმ დამამშვიდებელ ჰორმონებს, რაც ძილს არეგულირებს. მით უმეტეს, თუ საკვები ნახშირწყლოვანი იყო, რომც ჩაგეძინოთ, შაქრის მაღალი დონე ღამე მაინც გაგაღვიძებთ და მშიერი იქნებით.

ამ სიტუაციის არიდებისთვის კარგია ჭამის შეწყვეტა დაწოლამდე 2-3 საათით ადრე. მაგრამ თუ ეს მაინც მოხდა, ჩააბნელეთ ოთახი და ჩართეთ ჰაერის კონდიციონერი, შესაძლოა ეს დაგეხმაროთ.

…და გაქვთ თავბრუსხვევა

თავბრუსხვევა ერთ-ერთი გამომწვევია ზედმეტი ჭამის. საკვების გადამუშავებისთვის მეტაბოლიზმი ჩქარდება და იზრდება გულისცემა. ამ პროცესის შეჩერება კი, როგორც უკვე ვახსენეთ, ვერ ხერხდება.

კომფორტულად რომ იგრძნოთ თავი, დალიეთ ბევრი სითხე და დაისვენეთ, სანამ თავბრუსხვევა გაგივლით.

ნერვიულობთ, გაღიზიანებული ხართ და გიჭირთ კონცენტრირება

ნერვიულობა და გაღიზიანება იმის ნიშანია, რომ სხეული კვლავ მუშაობს საკვების გადამუშავებისთვის. საკვების გადაჭარბებული მიღების შედეგად, ორგანიზმი ჰორმონ ინსულინს გამოყოფს, რათა შაქრის მარაგი შეივსოს იმ მომენტისთვის, როცა შაქრის მაჩვენებელი დაბალი იქნება ან კვების შუალედში ენერგია დაგჭირდებათ. ეს პროცესი მაღლა წევს შაქრის დონეს და ემოციური შეგრძნებები უარესდება.

სასაცილო ის არის, რომ ჰორმონების ასეთი თამაშის შედეგად, თქვენ მალევე გრძნობთ შიმშილს, მიუხედავად ზედმეტი ჭამისა. ეს სხეულის მექანიზმია სისხლის ნაკადში შაქრის საკმარისი რაოდენობის მომარაგებისთვის. თუმცა არ აჰყვეთ შიმშილს. უმჯობესია ამ დროს მიირთვათ მწვანე ბოსტნეული ან კვერცხი, ისინი შიმშილს მოგიკლავთ. არ მიიღოთ არაჯანსაღი ხემსი, ეს უარესია.

უეცრად ღიპი გაგიჩნდებათ

ყველაზე შესამჩნევი ცვლილება მუცლის ზომაში ზრდაა. შეიძლება იფიქროთ, რომ შარვალი შეიკუმშა, მაგრამ სინამდვილეში მუცელი გაგეზარდათ. როცა საკვებს მოინელებთ, მუცელის თავის ნორმალურ ზომას დაუბრუნდება.

ამის არიდება შეიძლება ნელი კვებით. ამით არამხოლოდ უკეთ შეიგრძნობთ საკვებს, არამედ ტვინს საკმარის დროს მისცემთ იმისთვის, რომ სიგნალი მოგცეთ, როდის დანაყრდით.

რამდენად ხშირად მიირთმევთ გადაჭარბებულად? ან იქნებ საკმარისად ძლიერი ხართ, რათა ცდუნებებს გაუძლოთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: