მთავარი ინსპირაცია როგორ ვიშოვე პირველი მილიარდი? – ელონ მასკის ფავორიტი 8 წიგნი, რომელმაც წარმატების გზაზე დააყენა

როგორ ვიშოვე პირველი მილიარდი? – ელონ მასკის ფავორიტი 8 წიგნი, რომელმაც წარმატების გზაზე დააყენა

by guramus

ელონ მუსკი კანადელ-ამერიკელი მილიარდელია, ის არიის ბიზნეს მაგნატი, გამომგონებელი და ინჟინერი. მუსკი გახლავთ SpaceX-ის დამფუზნებელი. ფორბსის რეიტინგის მიხედვით ელონ მუსკი მსოფლიოში გავლენიან ადამიანთა შორის 21-ე ადგილზეა. მუსკის ქონება დაახლოებით 14 მილიარდს შეადგენს.

ელონ მუსკმა დაასახელა 8 წიგნი, რომლებმაც მისი წარამტება განაპირობა.

1. “კონსტრუქციები: ან რატომ არ ინგრევა რაღაცეები” – ჯი.ი. გორდონი

როდესაც მუსკმა გადაწყვიტა, რომ სურდა კოსმოსური ხომალდები შეესწავლა, სწორედ ეს წიგნი გახდა მისი “პირველი სიყვარული”. “ძალიან კარგი წიგნია მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს სტრუქტურული დიზაინი”- განაცხადა მუსკმა ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში

2. “ბენჟამინ ფრანკლინი: ამერიკული ცხოვრება” – ვოლტერ ისააკსონი

ბენჟამინ ფრანკლინი – ავტორი, გამომგონებელი და დიპლომატი მუსკისთვის გმირია.

3.  “აინშტაინი: მისი მოღვაწეობა და სამყარო” წოლტერ ისააკსონი

როგორც მილიონერმა განაცხადა, აინშტაინის ბიოგრაფიამ მასზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. იგი წლების განმავლობაში სწავლობდა აინშტაინის გენიალურ ფრაზებს და ცხოვრებაშიც იყენებს.

4. “სუპერინტელექტუალი: ბილიკები, საფრთხეები, სტრატეგიები” – ნიკ ბოსტრომი

5. “მოვაჭრეები ეჭვის” – ერიკ კონვეი და ნაომი ორესკესი

6. “ბუზების ხელმწიფე” – ვილიამ გოლდინგი

7. “ნულიდან ერთამდე: ჩანაწერები სტარტაპზე, ან როგორ ავაშენოთ მომავალი” – პიტერ ზიელი

8. “დაარსება” – ტრილოგია ისააკ ასიმოვის მიერ

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: