მთავარი კულინარია ჩასასხმელ ღვეზელს ნებისმიერი შიგთავსი უხდება, მთავარი ცომია. აი, როგორ მოამზადოთ.

ჩასასხმელ ღვეზელს ნებისმიერი შიგთავსი უხდება, მთავარი ცომია. აი, როგორ მოამზადოთ.

by guramus

ჩასასხმელი კონსისტენციის ღვეზელს ნებისმიერი შიგთავსი უხდება. მთავარი ამ დროს ცომია. ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ასეთი ტიპის ორი განსხვავებული ღვეზელი.

ჩასასხმელი ღვეზელი კეფირზე ფარშითა და ყაბაყით.

ცომის მოზელა შეგიძლიათ როგორც ხორბლის ფქვილზე, ასევე წიწიბურაზე, თუ გლუტენის მიღება არ გსურთ. ღვეზელში შიგთავსი უმი სახით უნდა ჩადოთ (არაფერი მოშუშოთ), მშვიდად იყავით, ღვეზელი გამოცხვება და თან ძალიან წვნიანი იქნება.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 3 კვერცხი
  • 8 ს.კ. წიწიბურას ან ხორბლის ფქვილი
  • 8 ს.კ. კეფირი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 300 გ უცხიმო ხორცის ფარში
  • 1 ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ახალი ყაბაყი
  • 150 გ მაგარი ყველი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • სანელებლები
  • სეზამი, მზესუმზირას და სელის თესლი მოსაყრელად

მომზადება

1. დაჭერით ყაბაყი კუბებად და მოაყარეთ მარილი. დატოვეთ 15 წუთი. ხორცის ფარშს შეურიეთ დაჭრილი ხახვი, ნიორი, მარილი და საკმაზი.

2. ამავე დროში მოამზადეთ ცომი: კვერცხს შეურიეთ მარილი, კეფირი და ზეთი. დაამატეთ მიღებულ ნარევს ფქვილი და გამაფხვიერებელი.

3. გაწურეთ ყაბაყი ზედმეტი წვენისგან. ბოსტნეული ხორცის ფარშს შეურიეთ.

4. 30 სმ დიამეტრის მქონე ფორმას წაუსვით ზეთი. ჩაასხით ცომის ნახევარი ფორმაში და ზემოდან დაადეთ შიგთავსი. მოაყარეთ გახეხილი ყველი.

5. დარჩენილი ცომი თანაბრად გადაანაწილეთ შიგთავსის ზედაპირზე. მოაყარეთ სეზამისა და მზესუმზირას თესლი და შედგით ღუმელში.

6. გამოაცხეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40-60 წუთის მანძილზე. თესლი რომ არ დაიწვას, ღვეზელს პერგამენტი დააფარეთ.

7. ამ დროის გასვლის შემდეგ გამოიღეთ ღვეზელი ღუმელიდან და დატოვეთ ფორმაში ბოლომდე გასაციებლად. შესაძლოა შიგთავსი სველი მოგეჩვენოთ ყაბაყისა და ყველის გამო, მაგრამ გაციების შემდეგ ეს ყველაფერი გამოსწორდება.

გემრიელად მიირთვით!

ჩასასხმელი ღვეზელი მწვანე ხახვით

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 4 კვერცხი
  • 7 ს. კ. ფქვილი
  • 1/3 ჩ. კ. სოდა
  • 200 გ არაჟანი
  • 1 ს. კ. მაიონეზი
  • მარილი გემოვნებით
  • ინგრედიენტები შიგთავსისთვის
  • 6 ცალი მოხარშული კვერცხი
  • დიდი კონა მწვანე ხახვი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. ჯერ მოამზადეთ ცომი: ათქვიფეთ 4 კვერცხი მწიკვ მარილთან ერთად. დაამატეთ მაიონეზი და არაჟანი. ჩააყარეთ სოდასთან შერეული ფქვილი.
  2. ხახვი დაჭერით წვრილად, მოხარშული კვერცხი – კუბებად. აურიეთ და მოაყარეთ მარილი.
  3. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი. ჩაასხით მასში ცომის ნახევარი. შემდეგ დაადეთ შიგთავსი და დაასხით დარჩენილი ცომი.
  4. ღვეზელი გამოაცხეთ 200 გრადუსზე მანამდე, სანამ დაიბრაწება. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.
  5. ღვეზელი გამოდის ფუმფულა, დაბრაწული, ძალიან გემრიელი. სწრაფად მიიტანეთ სუფრასთან ეს სილამაზე!

მრავალფუნქციური საცხობის გამოყენებით ეს ამოცანა უფრო მარტივდება: დააყენეთ რეჟიმი ”გამოცხობა” და ტაიმერი 50 წუთზე. დასრულებამდე 5 -7 წუთით ადრე ღვეზელი გადააბრუნეთ, რათა ზედა ნაწილიც დაიბრაწოს.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს რეცეპტები მეგობრებსაც!