მთავარი რჩევები 70 რამ, რაც ბავშვს უნდა აუხსნა, სანამ ის 18 წლის გახდება

70 რამ, რაც ბავშვს უნდა აუხსნა, სანამ ის 18 წლის გახდება

by guramus

ზოგადად, გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ბავშვმა ყველაფერი თავისით უნდა ისწავლოს, შეიმეცნოს სამყაროს ავკარგიანობა, გაერკვეს კეთილსა და ბოროტში, ზრდილობასა და უზრდელობაში და ა.შ. რადგან თავისით შეცნობილი სიცოცხლის ბოლომდე გაკვეთილად გაყვება და ცხოვრების რთულ მომენტებში დაეხმარება.

თუმცა მთლად ასეც არაა. გონიერი და შვილის ზრდა-განვითარებაზე მზრუნველი მშობელი ვალდებულია ბავშვს საჭირო დროს საჭირო რჩევები ოსტატურად, ორიგინალურად მიაწოდოს და ამით დაეხმაროს ბავშვს განვითარებაში.

ვერ გეტყვით, ეს სტატია არის თუ არა სრულყოფილი გზამკვლევი მშობლებისთვის, თუმცა 70 რჩევა, რომელიც აქ წერია, ნამდვილად აუცილებლად დასასწავლია ბავშვისთვის.

ჩვენ, ფსიქოლოგების რჩევით, მოცემული ინფორმაცია ასაკის მიხედვით დავალაგეთ, რათა მშობლებს გაგიმარტივდეთ და ადვილად გაარკვიოთ რა ასაკში რა რჩევა უნდა მისცეთ თქვენს შვილს.

1-დან 3 წლამდე ბავშვმა უნდა იცოდეს:

1. დაეხმაროს უფროსებს (როგორც შეუძლია, რა თქმა უნდა :) ).

2. გაუზიაროს სხვას (მაგ. ტკბილეული).

3. დილა-საღამოს გაიწმინდოს კბილები და დაიბანოს ხელ-პირი.

4. ითამაშოს დამოუკიდებლად.

5. თქვენს კითხვებზე დააფიქსიროს საკუთარი აზრი.

ბავშვმა 4-დან 5 წლამდე:

6. უნდა იცოდეს საკუთარი სახელი-გვარი და სახლის მისამართი.

7. შეჭამოს საჭმელი დამოუკიდებლად და გაარჩიოს ერთმანეთისგან მავნე და სასარგებლო საკვები.

8. უნდა შეძლოს საჭიროების შემთხვევაში გამოიძახოს სასწრაფო დახმარება.

9. არ დაელაპარაკოს უცნობებს და განსაკუთრებით, არ მიიღოს მათგან საჩუქრები და შეთავაზებები.

10. მარცხის შემთხვევაში ეძებოს მიზეზი და ეცადოს, რომ გამოასწოროს (მაგ. თუ ვერ აწყობს სათამაშოს, ეცადეთ, რომ დამოუკიდებლად მონახოს გამოსავალი).

11. იზრუნოს ცხოველებზე.

12. თავად აირჩიოს როგორი ტანსაცმელი სურს ჩაიცვას.

13. თავად დაალაგოს თავისი სივრცე.

14. ყურადღებით უნდა მოგისმინოთ და დაიმახსოვროს თქვენი რჩევები და შენიშვნები.

15. უნდა იცოდეს რა არის ფული და რაში გამოიყენება.

6-7 წლის ბავშვმა:

16. უნდა იცოდეს ქუჩაზე გადასვლის წესები.

17. უნდა იცოდეს საკუთარი საწოლის ალაგება.

18. უნდა იცოდეს ცურვა.

19. ყველაფერი დროულად უნდა შეასრულოს.

20. უნდა შეძლოს მარტივი საჭმელების მომზადება (მაგ. სენდვიჩი, ჩაი და ა.შ.).

21. უნდა შეძლოს საათის ცნობა.

22. უნდა გაუფრთხილდეს ბუნებას და იცოდეს რატომ არის ის საჭირო ჩვენთვის.

23. უნდა შეასრულოს მიცემული პირობა.

24. უნდა იცოდეს მშობლების მობილურის ნომრები.

25. უნდა შეასრულოს მარტივი ფიზიკური ვარჯიშები ყოველდილით.

26. უნდა დაიწყოს საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა.

8-10 წლის ბავშვს უნდა შეეძლოს:

27. დაიცვას ჰიგიენის წესები შეხსენების გარეშე.

28. დაიმახსოვროს ახლო ნათესავების დაბადების დღეები.

29. ყველაფერი დადოს თავის ადგილას, რასაც გამოიყენებს.

30. სწორად აირჩიოს ჩასაცმელი სიტუაციიდან გამომდინარე (მაგ. დაბადებისდღის წვეულებაზე სპორტული ტანსაცმლით არ წავიდეს).

31. წავიდეს მაღაზიაში და დამოუკიდებლად შეიძინოს პროდუქტები.

32. უხეშად არ ჩაერიოს უფროსების საუბარში.

33. სწორად დაითვალოს დაბრუნებული ხურდა.

34. დამოუკიდებლად მოიძიოს ინფორმაცია ინტერნეტში და ენციკლოპედიაში.

35. დააფასოს ადამიანების შრომა.

36. არ შეეშინდეს იმის თქმა, რაც არ მოსწონს.

11-დან 13 წლამდე ბავშვმა უნდა იცოდეს:

37. რა მავნე თვისებები აქვს ალკოჰოლს, მოწევას და ნარკოტიკებს.

38. წაიკითხოს პროდუქციის ეტიკეტი და შეამოწმოს ვარგისიანობა.

39. როგორ განსაზღვროს პრიორიტეტები.

40. თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და სხვას არ გადააბრალოს თავისი დანაშაული.

41. საჭმელების მომზადება.

42. სად ინახება სამედიცინო დახმარების ყუთი და დოკუმენტები, რათა საჭირო დროს სწრაფად შეძლოს მოძებნა.

43. ორიენტირება იმ ლოკაციაზე, სადაც ცხოვრობთ (მაგ. რაიონი, სოფელი, უბანი და ა.შ.).

44. როგორ დაგეგმოს დღე.

45. ბოდიშის მოხდა.

46. ოჯახის და ახლობლების დაფასება.

47. სხვისი გრძნობების მოფრთხილება.

48. საჯარო ტრანსპორტის გამოყენება.

49. კონფლიქტების ჩხუბის გარეშე მოგვარება.

14-15 წლის ბავშვმა:

50. უნდა შეძლოს სიტუაციის რამდენიმე მხრიდან შეფასება და სწორი გადაწყვეტილების მიღება.

51. უნდა იცოდეს უსაფრთხო სექსუალური ცხოვრების შესახებ ძირითადი წესები.

52. უნდა გააკეთოს ეკონომია და სწორად მოიხმაროს ჯიბის ფული.

53. იზრუნოს საკუთარ გარეგნობაზე და სტილზე.

54. უნდა შეიგრძნოს საკუთარი ძლიერი მხარეები.

55. სწორად უნდა გაანაწილოს დრო სწავლასა და დასვენებას შორის.

56. უნდა იცოდეს ძირითადი მედიკამენტების მოხმარების წესი და დოზირება.

57. უნდა დაიწყოს ფიქრი თავის მომავალ პროფესიაზე.

58. უნდა იცოდეს ექიმის აუცილებლობის შესახებ.

59. უნდა გააკეთოს არჩევანი და განსაზღვროს პლიუსები და მინუსები.

16-დან 18 წლამდე ბავშვმა:

60. უნდა შეძლოს კომპრომისზე წასვლა.

61. არ უნდა ითამაშოს სხვის გრძნობებზე.

62. იცოდეთ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები.

63. უნდა ირწმუნოს, რომ შეუძლია დიდ წარმატებას დამოუკიდებლად მიაღწიოს.

64. აირჩიოს მომავალი პროფესია.

65. უნდა განსაზღვროს რა სჭირდება აუცილებლად და რის გარეშე შესაძლებელია ცხოვრება.

66. უნდა გაუმკლავდეს რთულ სიტუაციებს და მოუკიდებლად და მართოს საკუთარი ემოციები.

67. არ შეეშინდეს რისკის.

68. უნდა იცოდეს, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი.

69. უნდა იზრუნოს საკუთარ ფიგურაზე და წონაზე.

70. არ შეეშინდეს პასუხისმგებლობების.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: