მთავარი კულინარია 10 წუთში მოსამზადებელი რეცეპტი: ქართული სალათა ნიგვზიანი პომიდვრით

10 წუთში მოსამზადებელი რეცეპტი: ქართული სალათა ნიგვზიანი პომიდვრით

by guramus

მსუბუქი და გემრიელი ქართული სალათა განმსჭვალულია ახალი ბოსტნეულის, არომატული ბალახებისა და ნიგვზის შესანიშნავი კომბინაციით. ის თითქმის ყველა გემოვნების მქონე ადამიანს მოსწონს. სინჯეთ თქვენც და შემდეგ აუცილებლად დაამატებთ თქვენს კულინარულ წიგნში.

შეგიძლიათ რამდენიმე სახის ექსპერიმენტის ჩატარებაც, მაგალითად, ჩვეულებრივი ზეთი შეგიძლიათ ზეითუნის ზეთით შეცვალოთ, სალათში კი სხვა ბოსტნეულიც დაამატოთ, მაგალითად, ტკბილი წიწაკა, ბოლოკი, ახალი ყაბაყი ან შამპინიონი, მაგარი ყველი ან ხაჭო.

ქართული სალათა ნიგვზით

ინგრედიენტები

  • 500 გ პომიდორი
  • 50 გ კაკალი
  • 2 ს.კ. ღვინის ძმარი
  • 4 კბილი ნიორი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 კონა კამა
  • 1 ღერი მწარე წიწაკა
  • მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • 2 ს.კ. ზეთი

მომზადება

1. დაჭერით პომიდორი საშუალო ზომის ნაჭრებად.

2. ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან ჩოფერში.

3. წვრილად დაჭერით მწვანილი: ხახვი, კამა და ოხრახუში. შეგიძლიათ დაამატოთ ქინძიც.

4. შეურიეთ ერთმანეთს მწვანილი, პომიდორი და წვრილად დაჭრილი მწარე წიწაკა. დაამატეთ ნარევს დაქუცმაცებული, გაჭყლეტილი ნიორი, მარილი და შავი დაფქული პილპილი.

5. ჩაყარეთ ნიგოზი მასაში, მოასხით ყურძნის ან ვაშლის ძმარი, დაამატეთ შემდეგ ზეთი და კარგად აურიეთ.

6. არსებობს ამ ლამაზი სალათის მომზადების სხვა ვარიანტიც: ამისათვის ნიგოზი, მწარე წიწაკა, მარილი და ნიორი უნდა დააბლენდეროთ, მიღებულ მასას კი ღვინის ძმარი დაამატოთ. შემდეგ აურიეთ და განაზავეთ წყლით ისე, რომ თხევადი არაჟნის კონსისტენცია მიიღოთ. ეს ნიგვზიანი საწებელი მოასხით დაჭრილ პომიდორს და მწვანილს. აურიეთ კარგად.

7. დასრულდა! უგემრიელესი ნიგვზიანი პომიდვრის სალათა მზად არის. გემრიელად მიირთვით!

გაუზიარეთ მარტივი და საინტერესო ქართული რეცეპტის სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: