მთავარი ფილმები ეს უცნაური ფაქტები კინოსამყაროს შესახებ ყველა ფანმა უნდა იცოდეს

ეს უცნაური ფაქტები კინოსამყაროს შესახებ ყველა ფანმა უნდა იცოდეს

by guramus

ყალბი ფული არ შეიძლება იყოს ძალიან რეალისტური

ეს წესი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია, თუმცა აზრი ყველგან იგივეა. მაგალითად ამერიკაში ყალბი ფული მხოლოდ ცალ მხარეზე უნდა იყოს დახატული. ასევე, არ შეიძლება მისი ზომა ემთხვეოდეს ნამდვილი კუპიურების ზომას, რის გამოც ისინი ან რეალური ზომის 75%–ზე ნაკლებია ხოლმე ან 150%–ზე მეტი.

ყალბი ფულის ზედმეტი რეალისტურობის რისკიანობა მაშინ დამტკიცდა, როდესაც ფილმის გადასაღებ მოედანზე შეგროვებული ყალბი კუპიურების დახარჯვა ფანებმა კაზინოში სცადეს.

“მებრძოლთა კლუბის” ყველა სცენაში სტარბაქსის ყავის ჭიქა ჩანს

ეს არამარტო გენიალური პროდუქტფლეისმენთი, არამედ მინიშნებაც იყო იმაზე, რომ ზედმეტად ბევრი სტარბაქსის მაღაზიაა ლოს–ანჯელესში. ფილმის ავტორებს არაფერი ჰქონდათ ამ ყავის საწინააღმდეგო, უბრალოდ ასეთი წარმატებული კომპანიის დატროლვა სურდათ.

ამერიკული ცხოველთა დაცვის საზოგადოება ფილმს “გაქცევა შოუშენკიდან” უჩივოდა ჭიაზე ძალადობის გამო

ცნობილ ფილმში სცენაა, სადაც პერსონაჟი ჩიტს თეფშზე ნაპოვნ ჭიას აჭმევს. ასოციაციის განცხადებით ფილმის ავტორებსგან უკეთესი იქნებოდა ჩიტისთვის უკვე მომკვდარი ჭიის მიცემა შესაჭმელად და არა ცოცხალის. როგორც წესი, ჩიტები ჭიის სიკვდილს არ უცდიან მის შესაჭმელად, თუმცა გადასაღებ მოედანზე მაინც იპოვეს მკვდარი ჭია და ცოცხალი მისით ჩაანაცვლეს.

ბენედიქტ კამბერბეტჩი “შერლოკ ჰოლმსის” შემქნელის სერ არტურ კონან დოილის ნათესავია

არტურ კონან დოილმა შექმნა ცნობილი პერსონაჟი, რომელიც საბოლოოდ მისმა შორეულმა ნათესავმა ითამაშა. ბენედიქტ კამბერბეტჩს და სერ არტურს ერთი წინაპარი – ჯონი ჰყავთ, რომელიც ლანკასტერის ბარონი და მეფე ედვარდ მესამის მესამე შვილი გახლდათ.

ასევე დაგაინტერესებთ 14 ფაქტი ცნობილი ფილმების შესახებ, რომელიც აუცილებლად გაგაღიმებთ

ჯონი დოილის 15 პაპის–პაპა გახლდათ და ბენედიქტ კამბერბეტჩის რიგით მეჩვიდმეტე დიდი ბაბუა. რაც ასევე გასაკვირია ის არის, რომ ბენედიქტ კამბერბეტჩმა ასევე შეასრულა რიჩარდ მესამის როლი, რომელიც ასევე მისი შორეული ნათესავია ლესტერის უნივერსიტეტის მკვლევარების მიხედვით. მას ასევე სხვა ოჯახური კავშირების მიხედვით ბრიტანეთის დედოფალთანც კი აკავშირებს ნათესაური ხაზი.

მიუხედავად იმისა, რომ მერილინ მონრო პლიუს ზომის გოგონად ითვლებოდა, ზოგიერთ გამხდარ ქალსაც კი არ შეუძლია ახლა მის სამოსში ჩატევა

მერილინ მონროს სხეულის ფართო ზომები მითია, რადგან ხალხის უმრავლესობას იგი იმ ფილმში ჰყავს მხოლოდ ნანახი, რომელშიც მან ორსულობის მიუხედავად ითამაშა, რის გამოც წონაში ჰქონდა მომატებული.

არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, მონროს ზომები 36–24–34 იყო, რაც უნდა ვაღიაროთ რომ ახლოსაც კი არ არის პლიუს ზომის მოდელების ზომებთან. მისი სამოსი აუქციონზე გაიყიდა და მუზეუმებშიცაა წარმოდგენილი იმის დასამტკიცებლად, რომ იგი არც ისე მსუქანი იყო.