მთავარი ფილმები მოულოდნელი მომენტები ცნობილ ფილმებში, რომელსაც ვერც კი ვამჩნევდით

მოულოდნელი მომენტები ცნობილ ფილმებში, რომელსაც ვერც კი ვამჩნევდით

by guramus

ცნობილი ფილმი “მარტო სახლში” ერთი ძალიან საინტერესო დეტალით გამოირჩევა. როგორც ჟურნალისტმა კლერ რეილიმ შენიშნა, მაკალისტერების სახლი ზედმეტად დაჟინებითაა მორთული საშობაოდ. თანაც, ეს არ ეხება მხოლოდ ნაძვის ხეს, სათამაშოებს და მსგავს ორნამენტებს, არამედ ეს ინტერიერის დიზაინსაც კი მოიცავს. წითელი და მწვანე მთლიანად დომინირებს სახლში და სამზარეულოს ზედაპირიც და კარადებიც კი ამ ფერშია გადაწყვეტილი.

კედლები, ყვავილების ქოთნები, ავეჯი, სახლის ტელეფონი და პერსონაჟების სამოსიც კი ამ ორ ფერშია გაფორმებული.

გახსოვთ სერიალ “მეგობრებში” ის სცენა, სადაც მონიკა ცნობილ რესტორანში მუშაობდა და ევალებოდა ყალბი მკერდისა და პარიკის ტარება? რაცარუნდა სასაცილო იყოს, მერი ჯეინი “ადამიანი ობობას” ფილმში სწორედ იგივე რესტორანში მუშაობს.

“ჰარი პოტერის” ბოლო ნაწილში ჩვენ ვხედავთ ლუციუს მალფოის კისერზე გაკეთებულ ტატუს. ეს სწორედ ის რიცხვებია, რომელიც მას აზკაბანში პატიმრობისას მიანიჭეს.

“ცოფიან ძაღლებში” სტივ ბუშემის გმირი მიმტანებს საჩუქრად ხურდას არ უტოვებს. “მაკულატურაში” მისი გმირი კი მია ვოლასისა და ვინსენტ ვეგას ოფიციანტად გვევლინება. ორივე ფილმი კუენტინ ტარანტინოს გადაღებულია და სწორედ ასეთია მისი სამყაროს კარმა.

“ლა ლა ლენდის” შემქმნელებს დიდი შრომის გაწევა მოუწიათ გახსნითი სცენის გადასაღებად – ამისთვის საჭირო იყო ავტობანის გადაკეტვა, მოცეკვავეებისა და მათი მოსწავლეების დიდი გუნდის შეკრება. თუკი ახლოდან დააკვირდებით დეტალებს, აღმოაჩენთ რომ გადაღებული მანქანების სახურავები უკვე დაჭეჭყილია, რაც რეპეტიციებითა და გაფუჭეული კადრების გადაღებითაა გამოწვეული.

“შავ პანტერაში” ერთ–ერთი საჰაერო ხომალდი საკმაოდ ნაცნობი და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ვიზუალით ჩნდება სწრაფ კადრებში. თუმცა, თუკი კარგად დააკვირდებით ან კადრს დააპაუზებთ, დაინახავთ რომ მისი სილუეტი ზუსტად ასახავს მთავარი გმირის მასკის სილუეტს.

უცნაური ფაქტების გაგება ისეთი ცნობილი ფილმების შესახებაც კია შესაძლებელი, როგორიც “ნათლია” გახლავთ. ამ ფილმის მთავარი გმირის როლის შესრულებისას, მარლონ ბრანდო უარს აცხადებდა საკუთარი მონოლოგის სწავლაზე. მაშინ იგი საკმაოდ მიუღებელი ქცევებით გამოირჩეოდა, თუმცა იმის გამო რომ იგი მართლაც ძალიან ნიჭიერი მსახიობი იყო, ფილმის ავტორებს მაინც სურდათ მისი გადაღება ამ ნამუშევარში.

მათ საკმაოდ ჭკვიანურ გამოსავალს მიაგნეს. ბრანდოს სათქმელი ტექსტი სხვადასხვა ფურცელზე იყო დატოვებული მთელ გადასაღებ მოედანზე და სხვა მსახიობების კოსტიუმებზეც კი, სწორედ ასეთი სამუშაოს წყალობით მოიპოვა ბრანდომ ოსკარიც კი. მაგრამ, იგი ცერემონიალზე არც კი გამოცხადდა ამ ჯილდოს მისაღებად.