მთავარი კულინარია პიტნის ნაზ და ქორფა ფოთლებს ვრეცხავ და 10 შესანიშნავ კერძს ვამზადებ. რეცეპტები

პიტნის ნაზ და ქორფა ფოთლებს ვრეცხავ და 10 შესანიშნავ კერძს ვამზადებ. რეცეპტები

by guramus

პიტნის ქორფა და დამამშვიდებელი არომატი მასში შემავალი ეთერული ზეთების დამსახურებაა.

ეს მცენარე სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა და კულინარიაში ფართოდ გამოიყენება. პიტნა ნებისმიერ კერძს უფრო გემრიელს ხდის.

ზოგიერთი კერძისთვის ის არა დამატება, არამედ ძირითადი ინგრედიენტია. ყველაზე ცნობილი მაგალითი პიტნის ჩაია. პიტნის სუპი კი, ისევე როგორც ამ სიის სხვა ორიგინალური წევრები, შესაძლოა თქვენთვის დიდი აღმოჩენა გახდეს.

რეცეპტები პიტნისგან

პიტნის სუპი მწვანე ბარდით

ინგრედიენტები

  • 1,5 ლ წყალი
  • 250 გ გაყინული ბარდა
  • 3 კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • 30 გ ნაღების კარაქი
  • 100 მლ ნაღები
  • პიტნის რამდებიმე ფოთოლი
  • მარილი

მომზადება

  1. ქვაბში წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ, ჩააგდეთ გასუფთავებული და პატარა კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი და ხარშეთ 10 წთ.
  2. ნაღების კარაქი დაადნეთ ტაფაზე, შეწვით მასში ხახვი ოქროსფერ შეფერილობამდე.
  3. მოათავსეთ ხახვი ქვაბში, დაუმატეთ ბარდა და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 10 წთ.
  4. ამ ეტაპზე სუპს მოაყარეთ მარილი გემოვნებთ.
  5. ჩაასხით ნაღები, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, წვრილად დაჭრილი პიტნის ფოთლები. მიიყვანეთ სუპი ადუღებამდე და გადმოიღეთ ცეცხლიდან.

პიტნის სოუსი ხორცისთვის

ინგრედიენტები

  • 50 გ ნაღების კარაქი
  • 50 მლ ნაღები
  • 10 პიტნის ფოთოლი
  • 1 მჟავე კიტრი
  • 1/2 ლიმნის ცედრა და წვენი

მომზადება

  1. დაადნეთ ნაღების კარაქი.
  2. დაუმატეთ ნაღები, ნახევარი ლიმნის ცედრა და წვენი.
  3. მიიყვანეთ ადუღებამდე, გამოიღეთ ცეცხლიდან და აურიეთ წვრილად დაჭრილ კიტრთან და პიტნასთან.

ყაბაყის სალათი ხორცისთვის

ინგრედიენტები

  • 4 ქორფა ყაბაყი
  • 100 მლ იოგურტი დანამატების გარეშე
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ს კ. ბალზამირებული ძმარი
  • 1 კონა კამა
  • 1 კონა პიტნა
  • 1 ს. კ. მცენარეული ზეთი
  • 1 ს. კ. პროვანსული ბალახი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხეთ ყაბაყი და დაჭერით კუბიკებად ქერქიანად.
  2. მოაყარეთ საკმაზები, დაასხით ზეთი და ძმარი, აურიეთ.
  3. გაშალეთ ღუმელის ლანგარზე პერგამენტის ქაღალდი, ზევიდან კი ყაბაყები დააწყვეთ.
  4. გამოაცხვეთ 15 წთ 200 გრადუს ტემპერატურაზე .
  5. გააცივეთ ყაბაყები.
  6. იოგურტს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კამა, პიტნის დაჭყლეტილი ფოთლები, დაჭყლიტეთ ნიორიც, აურიეთ.
  7. შეაერთეთ სოუსი ყაბაყთან.

სალათი კიტრისგან, პომიდორისგან და კიტრისგან

ინგრედიენტები

  • 2 პომიდორი
  • 3 მწვანე ხახვი
  • 1 კიტრი
  • 15 პიტნის ფოთოლი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ს.კ. ლიმნის წვენი
  • მარილი და ნიორი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით კიტრი და პომიდორი.
  2. წვრილად დაჭყლიტეთ პიტნა და ხახვის ღეროები. აურიეთ ბოსტნეულთან.
  3. შეაზავეთ ლიმნის წვენი, ზეითუნის ზეთი, მარილი, დაჭყლეტლი ნიორი და მიღებული მასა სალათს გადაასხით.

პიტნის ორცხობილა “მოჰიტო”

ინგრედიენტები

  • 150 გ ნაღების კარაქი
  • 100 გ შაქრის პუდრა
  • 270 გ ფქვილი
  • 30 გ სიმინდის სახამებელი
  • 2 ს.კ. რომი (შეიძლება კონიაკიც)
  • 1 ლაიმი
  • ქორფა პიტნის კონა და 1 ჩ.კ. გამხმარი პიტნა

მომზადება

  1. ათქვიფეთ რბილი კარაქი შაქრის პუდრასთან.
  2. დაუმატეთ დაჭყლეტილი პიტნა, ლაიმის წვენი და ცედრა.
  3. მიქსერით აურიეთ კარაქის მასა, გაცრილი ფქვილი და სახამებელი.
  4. ცომს ბურთის ფორმა მიცით, შემდეგ ძეხვის.
  5. გადახვიეთ ქაღალდში და მაცივარში 30 წთ გააჩერეთ. ამის შემდეგ, ძეხვი მრგვლად დაჭერით.
  6. შაქრის პუდრა გამხმარ პიტნასთან აურიეთ და წრეებს დააყარეთ.
  7. მოათავსეთ გაზუქრის ლანგარზე გაფენილ ქაღალდზე.
  8. გამოაცხვეთ 10-15წთ 200 გრადუს ტემპერატურაზე.

პიტნის მურაბა

ინგრედიენტები

  • 400 გ პიტნა ღეროებიანად
  • 400 გ შაქარი
  • 200 მლ წყალი
  • 2 ლიმონი
  • 2 ჩ.კ. აგარ-აგარი
  • 1 აბ სპირულინა

მომზადება

  1. ქორფა პიტნა გარეცხეთ გამდინარე წყალში, დაწყვეთ პირსახოცზე გასაშრობად.
  2. გამშრალი პიტნა დაჭყლიტეთ დანთ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ლიმონი, შაქარი და წყალი. საგულდაგულოდ აურიეთ. დატოვეთ მთელი ღამით მაცივარში.
  3. გაცერით პიტნა 4 ფენა მარლაში, გამოწურეთ სითხე სირბილიდან.
  4. გადაასხით სიროფი ქვაბში და დადგით ცეცხლზე. იდუღოს 10 წთ.
  5. დაუმატეთ აგარ-აგარი და ხარშეთ მის სრულ გახსნამდე. გადმოიღეთ ცეცხლიდან და ჩაასხით სპირულინას დაჭყლეტილი აბი.
  6. მოათავსეთ მურაბა მანამდე დასტერილიზირებულ ქილებში და დაახურეთ თავსახურები.

პიტნის სასმელი გახდომისთვის

ინგრედიენტები

  • 2 მწვანე ვაშლი
  • 2 ქორფა კიტრი
  • 2 ღერო ნიახური
  • 1 ლიმონი
  • 1 ფორთოხალი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 კონა კამა
  • 1 კონა ქორფა პიტნა

მომზადება

  1. დაჭერით ვაშლი თხელ ნაჭრებად, ნიახურის ღეროები წვრილ კუბიკებად, კიტრებიც თხელ ნაჭრებად.
  2. ლიმონი და ფორთოხალი რგოლებად, რგოლები – 4 ნაწილად.
  3. წვრილად დაჭერით კამა და ოხრახუში. პიტნა ხელებით დააქუცმაცეთ.
  4. ეს ყველაფერი მოათავსეთ შესაფერისი ზომის ჭურჭელში, დაასხით წყალი და 24 საათი მაცივარში გააჩერეთ.

მოჰიტო ხურტკმელისგან

პიტნა გამოგადგებათ კომპოტშიც. თუ სასმელს ყინულს და თეთრ რომს დაუმატებთ, მშვენიერ კოქტეილს მიღებთ!

ინგრედიენტები 3 ლიტრიანი ქილისთვის

  • 350 გ ხურტკმელი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 3 ფირფიტა ლიმონი ან ლაიმი
  • 1 კონა პიტნა
  • 2,5 ლ წყალი

მომზადება

  1. სუფთა ქილაში ჩაყარეთ ხურტკმელის მარცვლები, პიტნის 3-5 დიდი ღერო და ლიმნის 3 ფირფიტა. თუ არც ლიმონი გაქვთ და არც ლაიმი, 1 ჩ.კ. ლიმონმჟავა, 0.5 ჭიქა ტყემალი ან წითელი მოცხარი გამოიყენეთ
  2. ქილა ბლომდე შეავსეთ ცხელი წყლით და თავზე დაახურეთ. დატოვეთ ასე 20 წთ.
  3. შემდე გადაასხი სითხე ქვაბში და აადუღეთ.
  4. ქილაში ჩაყარეთ 1 ჭიქა შაქარ და დაასხით მდუღარე სითხე. დააფარეთ ახალი სტერლიზებული სახურავი.
  5. ამოატრიალეთ ქილა და ისე დადგით. შეახვიეთ თბილ პლედში 48 საათით.

პიტნის გაფორმება სალათებისთვის

ინგრედიენტები

  • 250 მლ იოგურტი
  • 0,5 საშუალო კიტრი
  • 1 პიტნის ფოთოლი
  • 1 ჩ.კ. მცენარეული ზეთი
  • 0,5 ჩ.კ. ლიმნის წვენი
  • მარილი, პილპილი

გახეხეთ კიტრი წვრილ დაფაზე ან დაჭყლიტეთ ბლენდერში. აურიეთ დანარჩენ ინგრედიენტებთან და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი პიტნა.

ხაჭოს დესერტი პიტნით

იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელიც ჩვეულებრივ ხაჭოს სიხარულით შეჭამს. ეს მშვენიერი დესერტი ამ პროდუქტს სასურველს ბავშვებისთვისაც გახდის.

ინგრედიენტები

  • 200 გ ხაჭო
  • 1 ჭიქა ნაღები
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 3 ფოთოლი პიტნა
  • ვანილინი

მომზადება

  1. მოათავსეთ პიტნა ჭურჭელში, ზევიდან დააყარეთ შაქარი. ჩანგლით მოუჭირეთ ფოთლებს, რომ წვენი გამოყონ.
  2. დაასხით პიტნას ნაღები და ნელ ცეცხლზე შემოდგით. მიიყვანეთ ადუღებამდე და 5 წთ ხარშეთ. დადგით გასაცივებლად 20 წთ, რათა ნაღები არომატით გაჯერდეს.
  3. ნაღები პიტნით დაჭყლიტეთ ბლენდერში, შემდეგ გაცერით.
  4. ახლა აურიეთ ხაჭოსთან, დაუმატეთ ვანილინი და ისევ დაჭყლიტეთ ბლენდერში, რათა მასა ერთგვაროვანი გახდეს. გაყავით პორციებად და მიიტანეთ სუფრასთან.

ახლა უკვე იცით რა მოამზადოთ პიტნისგან. გაახარეთ ახლობლები ამ პროფესიონალური მიდგომებით!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: