მთავარი ფილმები ყველაზე საინტერესო ფილმები, რომელთა პრემიერაც 2019 წელს შედგება

ყველაზე საინტერესო ფილმები, რომელთა პრემიერაც 2019 წელს შედგება

by guramus

შუშა

მ.ნაით შიამალანის შექმნილი სამყაროს რიგით მესამე ფილმი მაყურებლებს ცნობილი ისტორიის საინტერესო გაგრძელებას სთავაზობს. ამ ნამუშევარში მონაწილეობენ სამივე ფილმის მთავარი პერსონაჟები: ინვალიდი ტერორისტი სახელად ელაიჯა პრაისი, სუპერგმირი სახელად დევიდ დანი და კევინი, ადამიანი რომელიც საკუთარ გონებაში 24 პიროვნებას მოიცავს.

ამჯერად ელაიჯა და კევინი ერთიანდებიან, რათა მათ ძველ მტრებს – დევიდსა და კეისი ქუქს დაუპირისპირდნენ. ასეთი სამსახიობო შემადგენლობა მართლაც შთამბეჭდავია და თრეილერიც კი თვალწარმტაცი სანახაობა გახლავთ.

 

გოძილა: მონსტრების მეფე

კრიპტო-ზოოლოგიური სააგენტო მონარქი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ გიგანტურ მონსტრებს ებრძოლოს და არ მისცეს მათ საშუალება დაიპყრონ დედამიწა. თუმცა, როდესაც უძლეველი გოძილა, რომელიც ხვდება მოზრას, როდანს და მის უდიდეს მტერს, 3 თავიან მეფე გიდორას, კიდევ ერთხელ ბრუნდება, ადამიანთა რასა უძლურია.

მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთონ. 2014 წლის ფილმის სექუელში თქვენ ნახავთ ლამაზ კადრებს ბრძოლის სცენებიდან, საშიშ მონსტრებს და მართლაც შესანიშნავ სამსახიობო გუნდს.

 

შაზამი

ეს გახლავთ კიდევ ერთი საინტერესო ფილმი სუპერგმირების შესახებ, მაგრამ ეს უფრო სასაცილო და ნაკლებად სერიოზულია. იგი მოგვითხრობს ისტორიას მხიარული პერსონაჟის შესახებ, რომელიც იცავს მის მეგობარს სკოლაში დაბულინგებისგან და აღმოაჩენს, რომ მხოლოდ ერთი სიტყვის გამოყენებით შეუძლია იქცეს ზრდასრულ სუპერგმირად. ეს ფილმი მართლაც სავსე იქნება სასაცილო ხუმრობებითა და საინტერესო ბრძოლის სცენებით.

 

ჯონ ვიკი: თავი 3

ეს გახლავთ მესამე ფილმი, რომელიც ჯონ ვიკის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. სასტუმროში ჩადენილი მკვლელობის შემდეგ, კლანი ჯონზე ნადირობას იწყებს. იგი გაურბის ამ საშიშროებას და გზად ებრძვის ყველაზე უფრო მაგარ და პროფესიონალ მკვლელებს – მის საუკეთესო კოლეგებს.

ამ ტრილოგიის რიგით მეორე ფილმს უკვე აღიარებენ ნამუშევრად, რომელსაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე საუკეთესო ბრძოლის სცენები ჰქონდა. ახალი ფილმის ერთ-ერთ მთავარ გმირს ჰოლი ბერი თამაშობს და როგორც კრიტიკოსები ვარაუდობენ, ეს ნაწილიც წინა ორი ფილმის მსგავსად შესანიშნავი იქნება.

 

ჯოკერი

ოქტომბერში ჩვენ ვიხილავთ ახალ ფილმს DC-ის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბოროტმოქმედზე. ამ ნამუშევარში ჩვენ ვიხილავთ 1980 წელს, სადაც არტური წარუმატებელი კომედიანტია და ძალიან მორცხვი ადამიანიც.

იგი გოთჰემში ბრუნდება დიდი დროის შემდეგ, რათა მის მოხუც დედაზე იზრუნოს და საკუთარი კარიერაც თავიდან დაიწყოს. თუმცა, მისი დაბრუნების მიზეზები მაინც ბუნდოვან მისტერიას მოიცავს, რადგან მისი ოჯახი რაღაცნაირად დაკავშირებულია გოთჰემის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ოჯახთან – ვეინებთან.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: