მთავარი ფილმები კინოადაპტაციები, რომლებიც წიგნებზე უფრო უკეთესი გამოვიდა

კინოადაპტაციები, რომლებიც წიგნებზე უფრო უკეთესი გამოვიდა

by guramus

პირველი მოთამაშე მოემზადე, 2018

ერნესტ კლაინმა საკუთარი წიგნი დაწერა მათთვის, ვისაც “ესმის” მარტივად ის მინიშნებები, რომლებიც ძველ თამაშებსა და ოთხმოციანების პოპ-კულტურას ეხება. სტივენ სპილბერგმა მისი ისტორია აქცია კომპიუტერულ თამაშში სრულიად ჩაფლობის ამბავად, რითაც წარმოგვიდგინა განძის ძიების საინტერესო ხაზი და სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიები, რითაც ნამუშევარი უფრო ფართო საზოგადოებისთვის გახადა გასაგები.

მან ასევე პატივი მიაგო ისეთ ლეგენდარულ ფილმებსაც, როგორიცაა ტერმინატორი 2, განკითხვის დღე, რკინის გოლიათი, უკან მომავალში და ა.შ სპეციალური ეფექტები ამ ფილმში მართლაც საოცარი იყო და სრულიად წარმოუდგენელ ილუზიებს წარმოუდგენდა მაყურებელს.

 

ალმოდებული, 2018

ეს ფილმი დაფუძნებულია მოკლე ლირიულ ისტორიაზე. კორეელი რეჟისორის, ჩანგ-დონგ ლის მცდელობა იმისა, რომ ექცია ეს ისტორია უფრო ღრმა ფსიქილოგიურ მისტიკურ ამბად დრამითა და მოულოდნელობის ელემენტებით, მართლაც წარმატებულად დასრულდა.

ეს ისტორია 3 ახალგაზრდა ადამიანის ურთიერთობებს ეხება. ბევრი ფსიქოლოგიური, სოციალური და პოლიტიკური აქცენტებით, ეს ფილმი მართლაც დიდებულ თავსატეხს გავს, რის გამოც უდიდესი მოწონება დაიმსახურა კანის 71-ე კინოფესტივალზე.

 

გონებაზე მონადირე, 2017

ეს ტელესერიალი დაფუძნებულია FBI-ის ყოფილი აგენტის მოგონებებზე, რომელიც მუშაობდა გამოძიების ინოვაციური სფეროს გამოგონებაზე, რაც ფსიქოლოგიურ, ანთროპოლოგიურ და სოციოლოგიურ მეთოდებს მოიცავდა მანიაკის მოტივების გამოაშკარავებაზე მუშაობის დროს.

ეს წარმოადგენს ძალიან საინტერესო და სპეციფიურ მასალას, რომლის გადამუშავებაც ყველას არ შეუძლია. თუმცა, დევიდ ფინჩერმა მოახერხა არასტაბილური ნარატივი ექცია მახვი, სწრაფად განვითარებათ თრილერად, რომელიც გაფორმებულია რეალური პერსონაჟებითა და ატმოსფეროთი.

 

 სახეცვლილი ნახშირბადი, 2018

რიჩარდ მორგანის ნოველა წარმოადგენს ნამუშევარს მკვლელობის გამოძიების შესახებ იმ სამყაროში, სადაც ადამიანის ცნობიერება ელექტრონულია და ინახება კიდეც. ეს ნოველა 2002 წელს გამოქვეყნდა და მასში ბევრი ბრძოლა, იარაღები და ძლიერი პერსონაჟები იყო.

ნეტფლიქსის სცენარისტებმა მთელი თავისი მონდომებით სცადეს ამ ისტორიის იდეალური ადაპტაცია გადმოეტანათ ეკრანებზე. მათ გააფართოვეს ისტორიები თითოეული პერსონაჟის შესახებ, დაამატეს უფრო ფერადი პერსონაჟებიც და აქციეს ისტორია უფრო ლოგიკურად, თანაც მას დაუმატეს თვალისმომჭრელი ეფექტები, რომლითაც მთლიანი შოუ საოცარ სანახაობად აქციეს.

 

მისტერ მერსედესი, 2017

ეს ნოველა გახლდათ სტივენ კინგის, როგორც ჰორორების მეფის პირველი ნაბიჯი მისტიკის ჟანრში. ისტორია ვეტერანი დეტექტივის შესახებაა, რომელიც ახალგაზრდა ჰაკერ-ფსიქოპატს უპირისპირდება. შოუს შემქმნელებმა ფრთხილად მოახდინეს ორიგინალის ადაპტაცია და მისი ატმოსფერი იდეალურად გადმოიტანეს ეკრანზე, თანაც მას ბევრი საინტერესო დეტალიც დაუტოვეს.

ჰარი ტრეადვეი და ბრენდან გლისონი მართლაც საოცრად ირგებენ კიდევ ერთხელ საკუთარ პერსონაჟებს და მათ ძალიან საინტერესოდ წარმოაჩენენ როგორც ყოველთვის.