მთავარი რჩევები მითები პირადი ჰიგიენის მთავარი მოთხოვნების შესახებ

მითები პირადი ჰიგიენის მთავარი მოთხოვნების შესახებ

by Keti

ჰიგიენა ფრიად მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან სწორედ ის უზრუნველყოფს ჩვენს დაცვას უამრავი მიკროორგანიზმების, ბაქტერიების და სხვა პოტენციური საფრთხისგან. თუმცა თუ თქვენ ჭარბად ზრუნავთ თავზე და ზედმეტად ხართ შეპყრობილი ჰიგიენით, ეს ხშირად იწვევს ნერვულ აშლილობებსა და სხვადასხვა ფსიქოლოგიურ დარღვევებს.

პირადი ჰიგიენის მთავარი მოთხოვნები

დღეს ჩვენ თქვენთვის 5 მთავარი მითი გამოვყავით, რომელიც სანიტარიისა და პირადი ჰიგიენის ძირითად მოთხოვნებს ეხება. ვიმედოვნებთ, რომ მათი გაცნობის შემდეგ თქვენ ცოტათი მაინც მოდუნდებით და ასე ძლიერად აღარ იღელვებთ ირგვლივ არსებულ საშიშ მიკრობებზე, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას ემუქრებიან.

მითები ჰიგიენურ პროცესებზე

1. საზოგადოებრივ ტუალეტებში უნიტაზზე დაჯდომა არ შეიძლება.

ეს სრულებით არ არის ასე. თუ ვერ ხედავთ თვალსაჩინო დაბინძურებას და კანზე არ გაქვთ ნაჩხაპნები, ნაკაწრები და ჭრილობები, შეგიძლიათ უნიტაზზე დაჯდეთ თამამად.

ჩვენს ორგანიზმს საკმარისი დაცვითი მექანიზმები აქვს იმისთვის, რომ მსგავს საფრთხეებს წინააღმდეგობა გაუწიოს. შენ არაერთხელ დამჯდარხარ მოკლე შორტით საზოგადოებრივი ტრანსპორტის სკამზე თან ისე, რომ არც დაფიქრებულხარ ამ დროს ჰიგიენაზე.

გაცილებით საშიშ მტერს წყალი წარმოადგენს, რომელიც ჩარეცხვის დროს ბაქტერიებს ისვრის სხვადასხვა მხარეს. საშიში ნივთიერებების დიდი ნაწილი ჩვენს ორგანიზმში სასუნთქი გზებით აღწევს, ამიტომ ჩარეცხვამდე უნიტაზის სახურავს ყოველთვის კარგად დააფარეთ.

2. კბილის ძაფი სასარგებლოა კბილისთვის

ეს ფაქტი დადასტურებული არ არის. ბევრი ადამიანი თვლის, რომ სწორედ კბილის ძაფის გამოყენება აბრკოლებს ისეთი უსიამოვნებების გაჩენას, როგორიც არის კარიესი და ღრძილების ანთება.

თუმცა ღრძილების დაზიანება საკმაოდ მარტივად ხდება. ამიტომ კბილების ძაფი დიდი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ.

3. შხაპის მიღება საჭიროა დღეში რამდენჯერმე

ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რჩევაა, რომელსაც ხშირად იძლევიან დერმატოლოგები. თუ ექიმი ამას ამბობს, სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ მის პროფვარგისიანობასა და კომპეტენტურობაზე.

აუცილებელი არ არის, რომ ყოველდღიურად ჩაიტაროთ წყლის პროცედურები. წყალს ჩამოაქვს კანის ზედა დამცავი ფენა, რომელიც თავისებური ფარის როლს ასრულებს და გვიცავს ბაქტერიებისა და მიკრობებისგან. წყალი კი რეცხავს ამ ფენას.

რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ სხეულის გარკვეული ნაწილები ყოველდღე დავიბანოთ, მაგრამ შხაპის ქვეშ ყოველდღიურად თუნდაც 15 წუთით დგომა მავნებელი კანისთვის.

4. ინტიმური ზონების დასაბანად აუცილებელია სპეციალური საშუალებების გამოყენება

გინეკოლოგების დიდი ნაწილი რეკომენდაციას გვაძლევს, რომ გენიტალიების დასაბანად ჩვეულებრივი წყალი გამოვიყენოთ. სხვადასხვა საპონი და გელი აგრესიულად არის განწყობილი კანის საფარველის მიმართ და შეუძლიათ გამოიწვიონ ძლიერი გაღიზიანება, ალერგია და ინფექციაც კი.

5. აუცილებელია, რომ მუდმივად დავიცვათ ორგანიზმი ბაქტერიებისა და მიკრობებისგან

არც ეს არის ყოველთვის სიმართლე, რადგან ჩვენი იმუნიტეტი ნაკლებად საშიშ ნივთიერებებთან და მიკროორგანიზმებთან კონტაქტის დროს უფრო ძლიერდება. ასეთი ვარჯიში და წვრთნა აუცილებელიც კია, რადგან ორგანიზმს მხოლოდ ასე შეუძლია წინ აღუდგეს სხვადასხვა უეცარ, მოულოდნელ ინფექციებს.

ალერგიის წარმოქმნის რისკი გაცილებით იშვიათად აქვთ იმ ადამიანებს, რომლებსაც მშობლებიც ძალიან დიდი სიფრთხილით არ ექცეოდნენ ბავშვობაში, ჰიგიენის დაცვის კუთხით.

პირადი ჰიგიენის მთავარ მოთხოვნებს არავინ და არასდროს გააუქმებს, თუმცა საჭიროა, რომ ყველაფერში მაქსიმალური ზომიერება დავიცვათ.

გაუზიარეთ ეს საჭირო სტატია თქვენს მეგობრებსაც, რადგან შესაძლოა ბევრი მათგანი კვლავ ჰიგიენასთან დაკავშირებულ მითებს უჯერებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: