მთავარი რჩევები ქალის ინტიმური ჰიგიენა: თავის გამოცდილებას 10 მსოფლიო ვარსკვლავი გვიზიარებს

ქალის ინტიმური ჰიგიენა: თავის გამოცდილებას 10 მსოფლიო ვარსკვლავი გვიზიარებს

by Keti

ქალის ინტიმური ჯანმრთელობა ძალიან ფაქიზი სუბსტანციაა და საკმაოდ მტკივნეული საკითხი, რომელიც მუდმივ ზრუნვას მოითხოვს. მრავალ ლამაზ ქალბატონს რცხვენია, რომ მოყვეს თავის დელიკატურ პრობლემებზე მეგობრებთანაც კი. ქალი ვარსკვლავების დიდი ნაწილისთვისაც ეს თემა ტაბუდადებულია, მათ არ უყვართ პირადი ცხოვრების სხვებთან აფიშირება.

ქალის ინტიმური ჰიგიენა

მაგრამ არსებობენ ის ცნობილი ადამიანებიც, რომლებიც გვიყვებიან თავიანთი ურთიერთობების, სექსუალური ცხოვრებისა და ინტიმური ჰიგიენის წვრილმანებზე თითქმის ყველა ინტერვიუში. ჩვენ დღეს გაგიზიარებთ მათ ინტიმურ და ფარულ აღმოჩენებს.

1. გვინეტ პელტროუ

ამ მსახიობმა უკვე დიდი ხანია თავისი თავი წარმოადგინა, როგორც ჯანმრთელი ცხოვრების წესის გურუმ. ის დაკავებულია სპორტით და სწორად იკვებება, მსახიობმა თავისი რეცეპტებით წიგნიც კი გამოსცა.

ცოტა ხნის წინ გვინეტმა გადაწყვიტა, რომ ფანებისთვის თავისი ინტიმური ზონის მოვლის თავისებურებები და საიდუმლოებები გაემხილა. მსახიობი ქალებს ურჩევს, რეგულარულად გაიკეთონ ინფრაწითელი ორთქლის აბაზანები აბზინდათი. ის თვლის, რომ ასეთი პროცედურა წმენდს საშოს. ასევე არეგულირებს ესტროგენების დონეს სისხლში.

მაგრამ გინეკოლოგები ამ იდეას აღტაცებით არ ხვდებიან. ექიმები ამტკიცებენ, რომ ამ პროცედურას შეუძლია ბაქტერიების ჭარბი რაოდენობის პროვოცირება და ინფექციების გაჩენა.

2. შეილინ ვუდლი

ის ამერიკელი მოდელი და მსახიობია. ერთ-ერთ ინტერვიუში შეილინიმ განაცხადა, რომ ითვალისწინებს ცნობილი ნატუროპათის რჩევებს, კერძოდ, სასქესო ორგანოების ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია D ვიტამინი.

ინტიმურ ადგილებში დისკომფორტის დროს ის გვირჩევს მივიღოთ რუჯი, რა დროსაც საჭიროა ფეხების ფართოდ გაშლა. თუმცა, როგორც მიხვდებოდით, გინეკოლოგები ამ იდეას არ ეთანხმებიან. ექიმები ამტკიცებენ, რომ სწორედ ზაფხულში ქალები უფრო ხშირად ავადდებიან  საშოს სოკოვანი ინფექციებით.

3. კორტნი კარდაშიანი

ერთ-ერთ თოქშოუში ამ ლამაზმანმა აღიარა, რომ ინტიმურ ადგილას ისვამს მაიონეზს. გოგონა ამტკიცებს, რომ ამ სახით ბიკინის ზონა უფრო მოვლილად გამოიყურება. მსოფლიო მოსახლეობა ვიმედოვნებთ, რომ მან უბრალოდ იხუმრა.

4. ქლოი კარდაშიანი

კორტნის და დიდად დაინტერესებულია ინტიმური ზონის მოვლის სამედიცინო მოდელებით. ქლოი ყვება, რომ უკვე რამდენიმე წელია იყენებს ლაზერს კოლაგენის გამომუშავების სტიმულაციისთვისა და ელასტიური საშოს აღდგენისთვის. თუმცა სამედიცინო წარმომადგენლები დაბეჯითებით ურჩევენ, თავი შეიკაონ ლაზერული პროცედურებისგან ორსულებმა და მათ, ვისაც აქვთ ვაგინალური ინფექციები.

5. ჯენიფერ ლავ ჰიუიტი

მსახიობმა ახლახან გააკვირვა თავის თაყვანისმცემლები მორიგი გამოხდომით. ბოიფრენდთან დაშორების შემდეგ მან ინტიმური ადგილი მოირთა სვაროვსკის ქვებით.

ჯენიფერმა აღიარა: ,,მე ვანათებ, როგორც დისკოს ბურთი.” ექიმები კი მსგავსი მორთულობის გაკეთებას არ გვირჩევენ, რადგან არსებობს დაინფიცირების დიდი რისკი.

6. კანდი ბერასი

ამერიკელი მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ზოგჯერ საშოს შიგნით ცოტა შაქარს ათავსებს. ამ პროცედურის მიზანი უცნობია. ექიმები გვირჩევენ, რომ ეს უცნაური ჩვევა არ გავიმეოროთ, რადგან შაქრის ნაწილებმა შეიძლება გამოიწვიოს მიკროფლორის დისბალანსი და ინფექცია.

7. ჯენიფერ ლოურენსი

მსახიობმა ახლახან აღიარა, რომ შეექმნა შარდის შეუკავებლობის პრობლემა სტრესულ სიტუაციებში. პრობლემისგან გათავისუფლებაში მას კეგელის ტრადიციული ვარჯიშები დაეხმარა.

8. კამერონ დიასი

მსახიობმა დაწერა წიგნი ,,დღეგრძელობის შესახებ”, რომელშიც მთელი თავი პიკანტური ადგილების პრობლემებს მიუძღვნა. კამერონი აღიარებს, რომ ზოგჯერ თავის საშოს მანტრის უმღერის. ექიმები სასქესო ორგანოების ჯანმრთელობისთვის მანტრის სიმღერის ეფექტურობას არ ამტკიცებენ, მაგრამ თუ გსურთ ნერვული სისტემა დაიწყნაროთ, მაშინ შეგიძლიათ ეს მეთოდი გაიმეოროთ.

9. კერი-ენ მოსი

მსახიობი მენსტრუალური ჭიქის მომხრეა და ამტკიცებს, რომ ეს საშუალება გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე ტამპონები და საფენები.

10. მერილინ მონრო

დაბოლოს, საინტერესო ფაქტი 1950იანი წლების სექსსიმბოლოს შესახებ: მსახიობი რეგულარულად იუფერულებდა თმას ინტიმურ ზონაზე იმისთვის, რომ თავიდან ფეხებამდე ქერა ყოფილიყო.

და თქვენ როგორ ზრუნავთ თქვენი ინტიმური ზონის ჯანმრთელობაზე? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში! თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ასეთ რჩევებზე ბრმად მინდობა დაუშვებელია, უმჯობესია ექიმთან კონსულტაცია და ინდივიდუალური მეთოდების შერჩევა!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: