მთავარი აგრონომია 10 საქმე, რომელიც ბაღში ივლისის თვეში უნდა მოიმოქმედოთ

10 საქმე, რომელიც ბაღში ივლისის თვეში უნდა მოიმოქმედოთ

by guramus

ივლისი ეკვატორული თვეა, შეჯამების დრო. უკვე შესაძლებელია ვიმუშაოთ შეცდომებზე, რონლებიც ბაღში დავუშვით, თანაც გეეგმები მომავალზე უნდა დავაწყოთ.

მაისისგან და აგვისტოსგან განსხვავებით, ივლისი ამოსუნთქვის თვეა. სირთულეები და ტანჯვა მებაღეობის საკითხში უკან დარჩა, ცხელ აგვისტომდე კიდე დროა, მაგრამ დაკვირვებული მებაღე გარკვეულ წესებს იცავს.

10 ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ბაღში ივლისის თვეში

1. გამოკვებეთ კენკრა. ივლისი კენკრის დამწიფების დროა. მკვებავი ნივთიერებების ნაკლებობა მოსავლის ხარისხზე გავლენას მოახდენს. თუ თქვენთან იზრდება მოცვი, ჟოლო ან ხურტკმელი, იზრუნეთ იმაზე, რომ მიკრო და მაკრო ელემენტების დეფიციტს არ გრძნობდნენ.

2. რეგულარულად მორწყეთ ხეები და ბუჩქები. ტენის დეფიციტი მცენარეებზე უფრო უარესად აისახება, ვიდრე საკვები ელემენტების. ბევრი რეგიონისთვის ივლისი წელიწადის ყველაზე ცხელი თვეა, ამიტომაც სწორედ ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოთ ხეების და ბუჩქების მორწყვაზე. მორწყვის სათანადო ნორმებია:

  • ახალგაზრდა ბუჩქი – 1-2 სათლი წყალი (10-20 ლ);
  • დიდი ბუჩქი – 3-4 სათლი ;
  • უნაყოფო ხე – 3-5 სათლი (30-50);
  • 3-5-წლიანი ხე – 5-8 სათლი (50-80 ლ);
  • 7-10-წლიანი ხე – 12-15 სათლი (120-150).

3. დაიცავით მოსავალი ჩიტებისგან. მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში ივლისში უკვე იწყება ბალის და ალუბლის დამწიფება. ამავე დროს იკრებენ ძალას ჩიტების ახალბედა თაობები. დაიცავით მოსავალი ფრთიანი მეზობლებისგან, ამაში ქარში მოფრიალე ნიშნები ან ბუჩქე გადაფენილი ძველი სათევზაო ბადე დაგეხმარებათ.

4. გასხვლა. ივლისი – საუკეთესო დროა “ზედმეტი” ტოტების მოსაჭრელად, რომლებმაც ბოლო მოწესრიგების შემდეგ მოასწრეს ამოსვლა. გაათავისუფლეთ მცენარე ზედმეტი ნაწილებისგან, დაბლა მდებარე ტოტებზე ვერტიკალურად ამოსული ყლორტებისგან. ნელ-ნელა მოაშორეთ ძლიერი ყლორტები, რომლებიც ალუბალზე გაჩნდნენ, მოიყვანეთ მწყობრში ხის ჩონჩხი.

5. ჩაუყარეთ საფუძველი ახალ მოსავალს. სწორედ ივლისში ყალიბდება ის ჩანასახები, რომლებიც მომავალ წელს თქვენი მოსავლის მთავარი მამოძრავებლები გახდებიან. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში მცენარე მკვებავი ნივთიერებების საჭიროებას არ გრძნობდეს. უფესვო დანამატები კომპლექსური სასუქით – არის ის, რაც სჭირება თქვენს ხეებს და ბუჩქებს.

6. დროულად შეაგროვეთ კენკრა. კენკრის შეგროვება – საპასუხისმგებლო საქმეა და დაგვიანებას არ გაპატიებთ. საკმარისია დროულად არ მოკრიფოთ, რომ მეზობელი მავლენბლებისთვის შვედურ სუფრად გადაიქცევიან, ან უბალოდ დალპებიან.

7. იზრუნეთ მარწყვზე. მას შემდეგ, რაც უკანასკნელ მარწყვს მოკრიფავთ, არ დაგავიწყდეთ უთხრათ “მადლობა” ბაღის მიწას. მცენარის გარშემო ნიადაგი გააფხვიერეთ. ასტიმულირეთ ფესვის ზრდა. არ დაგავიწყდეთ ულვაშების მოჭრა რეგულარულად. სწრაფადგაზრდილი ულვაშების თავისდროული მოჭრა აამაღლებს ყინვაგამძლეობას თქვენს მცენარეებში.

8. მოაწერიგეთ ინსტრუმენტები. დროა მოამზადოთ ხელის იარაღები. ყველაფერმა რომ კარგად ჩაიაროს, ამ საქმით წინასწარ დაკავდით. რაციონალური მებაღეს სამუშაო არსენალში ყველა ინსტრუმენტი მოეპოვება.

9. დაკავდით მყნობით. თუ დიდი ბაღის მოშენება გსურთ, და ამისათვის მინიმალური ფინანსური დანახარაჯის გაწევა გაინტერესებთ, მაშინ დროა აიღოთ დანა და შეუდგეთ ვაქცინაციას. არ დაგავიწყდეთ ნიადაგის წინასწარი დამარგვლა და დამუშავება.

10. შეაგროვეთ კურკიანი კულტურის მარცვლები. კარგი ამბავი მათთვის, ვისაც სურს ნათესებს სიცოცხლე შესძინოს და სტაბილურობა მოგვაროს – ეს რეალურია. ყველაფერს მიიღებთ, თუ კურკიდან გაზრდით. სანამ უშუალოდ პროცესს დაიწყებთ, ფრთხილად ამოაცალეთ დამწიფებულ ალუბალს ან ნებისმიერ სხვა კურკოვან კულტურას კურკა, შემდეგ საგულდაგულოდ გარეცხეთ და გააშრეთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: