მთავარი რჩევები ახალგაზრდა დედების მიერ სიჩქარეში დაშვებული 7 საშიში შეცდომა

ახალგაზრდა დედების მიერ სიჩქარეში დაშვებული 7 საშიში შეცდომა

by Keti

დღესდღეობით ახალგაზრდა დედები ბევრ ინფორმაციას ფლობენ ორსულობისა და ბავშვის აღზრდის შესახებ. ონლაინ სივრცეშიც, სხვადასხვა ფორუმზე, ბევრი პედიატრი და ფსიქოლოგი მუშაობს, რომლებიც წერენ ბლოგებს, ატარებენ კურსებს და აკეთებენ სხვადასხვა შეხედულებათა ანალიზს. მაგრამ ხშირად ეს რეკომენდაციები ახალნამშობიარები ქალებისთვის მაინც რთული შესასრულებელია. როგორ უნდა გააკეთოს ერთმა ქალმა ყველაფერი სწორად?

ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა ყველაზე გავრცელებული შეცდომები შეეჯამებინა. სტატიის მიზანი არ არის სხვების ქმედებების განსჯა, ჩვენ გვსურს მსგავსი შეცდომები მაქსიმალურად შემცირდეს.

არ აჭმევთ ბავშვს ფორმულის მიხედვით

ძუძუს რძე საუკეთესო საკვებია ყველა ჩვილისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად ის საკმარისი რაოდენობით არ მიეწოდებათ. არსებობს სპეციალური ბოთლი, სადაც ფორმულაა გამოსახული და ამის საშუალებით ვიგებთ, ბავშვმა საკმარისი ჭამა თუ არა. დედები კი ძირითადად უარს ამბობენ ბოთლის გამოყენებაზე. მშიერი ყოფნა ბავშვისთვის ძალიან საშიშია: ეს იწვევს დეჰიდრატაციას, რაც ძალიან საშიშია სიცოცხლისთვის.

ზედმეტი ჭმევა ბავშვისთვის

თუ ბავშვი ტირის, ეს ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ მას შია. შესაძლოა ის ტიროდეს იმიტომ, რომ რაღაც სტკივა ან უბრალოდ როცა დედი დანახვა სურს. ზოგჯერ კი ადამიანები ცდილობენ ბავშვს კომფორტი საკვებით აგრძნობინონ და ზედმეტს აჭმევენ მათ, რაც იწვევს დისკომფორტის გრძნობას მუცელში, გაზების წარმოქმნას და კუჭის ხშირ მოქმედებას.

არ დააძალოთ ბავშვს ჭამა, თუ მას ეს არ სურს. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი საკმარისს არ ჭამს, გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან – შესაძლოა ცდებოდეთ.

ძუძუს რძის ამოტუმბვა და ბოთლით კვება

ხშირად ბავშვები მკერდიდან არ ჭამენ კარგად, ამიტომ დედები რძეს იტუმბავენ და ბოთლით აჭმევენ მათ. ამაში თითქოს საშიში არაფერია, თუმცა ბოთლიდან წოვა უფრო მარტივია, ვიდრე მკერდიდან და ამას ბავშვები მარტივად ეჩვევიან. შედეგად ხშირად საერთოდ წყვეტენ ძუძუდან კვებას და ეს იწვევს კბილების არასწორად ჩამოყალიბებას, მეტყველების პრობლემებს და რძის შემცირებას მკერდში.

ბავშვის ზედმეტად ჩაფუთვნა

არცთუ ისე დიდი ხნის წინ სჯეროდათ, რომ ბავშვების გახვევა და ჩათბობა სასარგებლო იყო, რადგან ,,ჩვილები მიეჩვივნენ თბილ ტემპერატურას დედის მუცელში ყოფნისას.” თუმცა ზედმეტი სითბოს მიღება რეალურად საშიშია და ზრდის უეცარი ინფარქტის რისკს. პედიატრები რეკომენდაციას იძლევიან, რომ ბავშვი 20დან 25 გრადუსამდე ტემპერატურის პირობებში უნდა იყვნენ. ნუ დააფარებთ მათ რამდენიმე საბანს და ნუ დააწვენთ გამათბობლის გვერდით. ასევე მოხადეთ ძილის დროს ქუდი.

როგორ გაიგებთ, ბავშვი ზედმეტად დასიცხულია თუ არა? შეეხეთ მის მუცელს – ის თბილი უნდა იყოს და არა ცხელი. წითელი ლოყები და ინტენსიური ოფლიანობაც დასიცხვის შედეგია.

ბავშვის ირგვლივ ყველაფრის გასტერილება

ძველი თაობის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ბავშვები უნდა დაბანონ მოხარშულ, გამოხდილ და გაგრილებულ წყალში, თეთრეული ორივე მრიდან გაუთოვებული უნდა იყოს, ბავშვის საცხოვრებელი ოთახი კი დღეში რამდენჯერმე უნდა დალაგდეს. ბევრი ახალგაზრდა მშობელი ცხოველებსაც კი აგდებს სახლიდან, ბავშვის ჯანმრთელობაზე ნერვიულობის სახელით. პედიატრები კი ირწმუნებიან, რომ როცა ირგვლივ ყველაფერი ზედმეტად სუფთაა, ეს ბავშვის იმუნურ სისტემას აზიანებს და ხდის მას ჰიპერსენსიტიურს.

კვლევების მიხედვით, ბავშვები, რომლებიც სახლში ცხოველებთან ერთად იზრდებოდნენ, ნაკლებად მიდრეკილნი იყვნენ ალერგიული რეაქციებისა და ასთმის მიმართ. 1 წლის ზემოთ ბავშვებისთვის, კატებთან და ძაღლებთან კონტაქტი ასეთი აუცილებელი აღარ არის, ყველგან და ყოველთვის საჭიროა სიფრთხილე, თუმცა არა გადაჭარბებული.

არ იყენებთ ეტლს სწორად

სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ჩვენი ბავშვი სრულიად უსაფრთხოდაა. ის რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის უსაფრთხოებისთვის მიღებული წესების დაცვა. ერთ-ერთი ასეთი წესი არის ის, რომ ლიფტში ეტლით შესვლამდე, ბავშვი ხელში უნდა ავიყვანოთ. ამას ცოტა ადამიანი აკეთებს, მაგრამ ჭკვიანური წესია, რადგან ტექნიკური მექანიზმები არცთუ ისე სანდოა და ლიფტის კარიც შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიკეტოს.

ასევე მშობლები ხშირად არასწორად კვეთენ გზას ეტლით: ისინი მას წინ იყენებენ და აწვებიან. ეტლი მანქანებზე დაბალია და შესაძლოა უყურადღებო მძღოლებმა ის ვერ დაინახონ. წესის მიხედვით, ეტლი მშობელს გვერდით უნდა ეყენოს.

არასწორად არწევთ ბავშვს

ბავშვები ზოგჯერ ისე ძლიერად ტირიან, შთაბეჭდილება გვრჩება, რომ მშობლები ეზიზღებათ. ეს იწვევს დედების გაღიზიანებას, ხოლო მამები კი ბავშვებს ნერვიულად არწევენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ბავშვის ტკენა სურთ, ამით სიტუაციის დამშვიდებას ცდილობენ და სწრაფი მოძრაობების მიზეზიც ეს არის.

გახსოვდეთ, რომ ბავშვებს კისრის კუნთები სუსტი აქვთ, ხოლო თავის ტვინი კი მოზრდილებზე გაცილებით ფაქიზი, ამიტომ ძლიერი რწევის დროს დიდი შანსია ბავშვი დაშავდეს. ასეთი ტრავმები ცნობილია, როგორც შენჯღრეული ბავშვის სინდრომი. ამან შესაძლოა ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის მქონედ აქციოს, ან სიკვდილამდეც კი მიიყვანოს.

თქვენ თუ დაგიშვიათ ახალი მშობლობის დროს შეცდომები? კიდევ რას ურჩევდით ახალგაზრდა დედებს? გაგვიზიარეთ თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილებებიც კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: