მთავარი რჩევები “გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვართ” – მეცნიერების თქმით, ბრიტანელი ქალი ახალი ვაქცინის მეშვეობით სიმსივნისგან სრულად განიკურნა

“გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვართ” – მეცნიერების თქმით, ბრიტანელი ქალი ახალი ვაქცინის მეშვეობით სიმსივნისგან სრულად განიკურნა

by guramus

მეცნიერებმა კიბოს წინააღმდეგ ახალი ვაქცინის გამოცდა დაიწყეს და ჭირდებოდათ მოხალისე, რომელიც მზად იყო ექსპერიმენტში მიეღო მონაწილეობა.

ერთერთმა ბრიტანელმა ქალბატონმა სურვილი გამოთქვა და შედეგი მართლაც საოცარია. ექიმების თქმით, ქალბატონი 100%-ით გამოჯანმრთელდა.

ახალი ვაქცინის მოქმედების პრინციპი მარტივია. იგი ორგანიზმში აძლიერებს იმუნურ სისტემას და ანადგურებს კიბოს ფესვებს.

კელი პოტერი, ექსპერიმენტში მონაწილე ქალბატონი, საშვილოსნოს ყელის კიბოთი იყო დაავადებული. მას დიაგნოზი 2015 წლის ივლისში დაუსვეს. პოტერს მე-4 სტადიის სიმსივნე დაუდგინეს.

“საავადმყოფოში შესანიშნავად მიმკურნალეს, მაგრამ კიბო საშვილოსნოდან მთელს ორგანიზმში გავრცელდა, ჩაითრია ღვიძლი და ფილტვები.
უიმედო მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ერთ დღეს კი ექიმებმა მითხრეს, რომ ექსპერიმენტის მონაწილე უნდა გავმხდარიყავი. სიამოვნებით დავთანხმდი და შედეგიც გასაოცარია. არანაირი კიბო აღარ მაქვს.”

პოტერმა პირველი ვაქცინა 9 თებერვალს გაიკეთა და ყოველ თვე იკეთებდა 7 თვის განმავლობაში. ამ დროისთვის იგი სრულიად გამოჯანმრთელდა.

“ყველამ ვიცით, რომ ორგანიზმს ნებისმიერი დაავადების დამარცხება შეუძლია თუ იმუნური სისტემა სათანადოდ ძლიერი იქნება. არსებული ქიმიოთერაპია არც ისე კარგი ვარიანტია, რადგან იმუნურ სისტემას ძლიერ აზიანებს.
ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ახალი ვაქცინა, რომელიც არათუ დაასუსტებდა, არამედ გააუმჯობესებდა ორგანიზმის იმუნიტეტს. შედეგი სახეზეა, კელი პოტერი სრულიად ჯანმრთელია. იგი მეოთხე სტადიის სიმსივნიდან განიკურნა.”

როგორც ჩანს, ვაქცინამ ტესტირება წარმატებით გაიარა. ალბათ, სულ მალე ვიხილავთ ახალ წამალს, რომელიც დიდი ალბათობით, კაცობრიობის ერთერთ ყველაზე საშიშ დაავადებას საბოლოოდ დაამარცხებს.

წყარო: The Healthy Planet

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: