მთავარი სილამაზე 15 საზიანო რჩევა: ლაიფჰაკები, რომლებიც ცხოვრების ხარისხს გვიფუჭებს

15 საზიანო რჩევა: ლაიფჰაკები, რომლებიც ცხოვრების ხარისხს გვიფუჭებს

by Keti

ინტერნეტ სივრცეში ყველგან შეხვდებით სხვადასხვა ლაიფჰაკს, რომლებიც თითქოს ცხოვრებას გვიმარტივებს. თუმცა ყველა მათგანი არცთუ ისე კარგია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ჩვენ შევაგროვეთ 15 საინტერესო რჩევა, რომელიც ბევრად უფრო მეტ ზიანს მოიტანს, ვიდრე სარგებელს.

1. მდოგვის ნიღაბი თმის ზრდისთვის

ეს მეთოდი მუშაობს, თუ მას სწორად შეასრულებთ. როგორც კი თავის კანზე წვის შეგრძნება დაიწყება – არ მოითმინოთ, ეგრევე ჩამოიბანეთ ცივი წყლით. თუ დიდხანს გაიჩერებთ თავზე, შესაძლოა პირველი ხარისხის დამწვრობა მიიღოთ, თმის კონკრეტული ადგილები კი გახდება მშრალი და უსიცოცხლო. არ უყუროთ წუთებს, უბრალოდ ენდეთ შეგრძნებებს.

2. ვაშლის ძმარი თმის ბზინვარებისთვის

ეს ძველი ხალხური რჩევაა, რომელიც დღემდე პოპულარულია. თუმცა დროის კონტროლი აქაც საჭიროა, რადგან ძმარიც აშრობს თმას და თავის კანს და შესაძლოა გამელოტებაც გამოიწვიოს. მკვეთრი სუნის ჩამორეცხვას კი კიდევ დიდხანს ვერ შეძლებთ.

3. ბავშვის ფხვნილი ან ფქვილი მშრალი შამპუნის ნაცვლად

ეფექტი არცთუ ისე კარგი იქნება, არც თვითშეგრძნება. ამიტომ სჯობს, ექსპერიმენტები არ ჩაატაროთ. თავის კანსაც არ მოუხდება ეს პროცედურა – შესაძლოა გაჩნდეს ქერტლი, თმის დავარცხნა რთული გახდება და მასზე შეხება – უსიამოვნო.

4. ჩაის პაკეტები ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნს მოაშორებს

ეს არცთუ ისე მუშა მეთოდია. ფეხსაცმელი ნესტს მოიშორებს, რადგან ჩაის პაკეტები კარგად იწოვს ტენს, მაგრამ სუნთან დაკავშირებულ პრობლემას ვერ გადაწყვეტს.

5. მწვანე ჩაის პაკეტები თვალის ტომრებთან საბრძოლველად

პაკეტების თვალებზე დადებით ვერაფერს მიიღებთ. ჩაიში, მათ შორის მწვანეში, პერიოდულად ტოქსიკური ნივთიერებებიც გამოერევა ხოლმე, რომლებიც ვნებს თვალის გარშემო არსებულ ნაზ კანს. სჯობს, გაყინოთ მწვანე ჩაი კუბებად და სახე ყოველ დილით გაიწმინდოთ. ასე შეამცირებთ შეშუპებას და კანს ტონუსს მიანიჭებთ.

6. ლიმონის წვენის რამდენიმე წვეთი ,,ნათელი მხედველობისთვის”

ძალიან მავნე რჩევაა, რომელიც თურქული სერიალების გამო გახდა პოპულარული. ლიმონის წვენი – ეს მჟავაა, რომელიც დაწვავს თვალის გუგას. ეს ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის!

7. ლიმონის ან ლაიმის წვენი კანის ფერის გაღიავებისთვის

სჯობს, ლიმონის წვენთან არ იხუმროთ, ან უფრო უარესი – ლაიმთან. ის მეტისმეტად სასტიკი მეთოდია სახის ნაზ კანთან კონტაქტისთვის. ამ წვენებს შეუძლიათ ძლიერი ქიმიური რეაქციის გამოწვევა მზეზე ყოფნის დროს, რის შედეგადაც ჩნდება გამონაყარი, გაღიზიანება, ხოლო პიგმენტაციები კიდევ უფრო გაიზრდება.

8. სპირტი ტონიკის ნაცვლად

საშიშია, ძალიან საშიში! სპირტი გამოაშრობს კანს და გამოიწვევს გაღიზიანებას. ამ დროს ორგანიზმში თავდაცვითი რეაქცია ჩაირთვება და დაიწყება კიდევ უფრო მეტი ცხიმის გამოყოფა. ეს ლაიფჰაკი – საშინელი თვითდამაზიანებელია.

9. კონტაქტური ლინზების კონტეინერის გამოყენება კოსმეტიკური ჩანთების ნაცვლად

მოუხერხებელია და საშიშიც კი. მალამო სპეციალურ შეფუთვაში ინახება, რომელიც დაცულია მზის სხივებისა და ჰაერისგან. კონტეინერში მისი კომპონენტები დაიწყებს ჟანგვას, გაჩნდება პათოგენური ბაქტერიების კოლონიები – ეს ყველაფერი კი ხშირად იწვევს აკნეს.

10. ბანანის ქერქი ჩალურჯებებისთვის

ეს ჯანმრთელობას არ ავნებს, მაგრამ ვერც სილურჯეებისგან გაგათავისუფლებთ. დიდხანსაც რომ გეჭიროთ, სასწაული მაინც არ მოხდება. სჯობს, რამდენიმე დღე სპეციალური მალამო გამოიყენოთ.

11. მალამოსგან დამზადებული თვალის ჩრდილების პომადის ნაცვლად გამოყენება

ლამაზი და უჩვეულო ფერი დიდხანს არ შენარჩუნდება, საათნახევრის შემდეგ ჩრდილები ლღვობას და ჩამოდენას დაიწყებს, რაც გააფუჭებს გარეგნობას. ტუჩები კი გამოშრება, რაც ნამდვილად არ არის სასიამოვნო სანახავი.

12.  სახის სკრაბი შაქრით, მარილითა და სოდით

რაც სასარგებლოა სხეულისთვის, ის შესაძლოა საფრთხისშემცველი იყოს სახისთვის. სახის კანი ძალიან ნაზია და სკრაბის ძლიერი მოქმედებებით მას დააზიანებთ, სხვა თუ არაფერი გაკაწრავთ მას.

13. შავი წერტილების მოსაშორებელი ნიღაბი-სკრაბი საპარსი მალამოსგან და სოდისგან

სოდამ შესაძლოა გააღიავოს შავი წერტილები, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით. ხშირი გამოყენების შემდეგ კი შესაძლოა მოხდეს კანის აქერცვლა და გაჩნდეს გამონაყარი. საპარსი ქაფის დახარჯვაც ამ მიზნით ნამდვილად არ ღირს.

14. კბილის პასტა მუწუკების წინააღმდეგ

კბილის პასტა შესაძლოა მართლაც აცხრობდეს მუწუკებს, ის ხომ წყალბადის ზეჟანგს და სოდასაც შეიცავს. მაგრამ მუწუკის გარშემო არსებული კანი გაღიზიანდება, გაჩნდება წითელი ლაქები და შესაძლოა ახალი წვრილი მუწუკებიც წარმოიქმნას.

15. მაკიაჟის დაფიქსირება თმის სპრეით

ეს კატეგორიულად აკრძალულია. თმის ლაქებისა თუ სპრეებისგან სახეზე ჩნდება სიმშრალე, გაღიზიანება და ანთებებიც. ნაზ კანს კი დიდხანს დასჭირდება ამ დარტყმისგან აღდგენა.

გაუზიარეთ ეს საჭირო სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: