მთავარი რჩევები როგორ გავწმინდოთ კანალიზაცია მარტივად სახლის პირობებში?

როგორ გავწმინდოთ კანალიზაცია მარტივად სახლის პირობებში?

by guramus

თანამედროვე სამყაროში გლობალიზაციისა და ურბანიზაციის წყალობით, ინდუსტრიულ სამყაროსთან ერთად კომერციული და საცხოვრებელი ზონებიც ძალიან სწრაფად ფართოვდება. ეს იწვევს კანალიზაციის სისტემების ხშირ განახლებებსა და გაზრდას. სწორედ ამიტომ, მათი გაჭედვა და ცუდ მდგომარეობაში ჩაგდებს სულ უფრო მალე და მარტივად ხდება შესაძლებელი ცუდი მოვლის პირობებში.

ამიტომაც, აუცილებელია ნებისმიერი სახის შენობისა თუ ფართის პატრონმა იცოდეს ის მარტივი და გარემოსთვის უსაფრთხო გზები, რომლების დახმარებითაც მარტივად შეიძლება საკანალიზაციო მილების მთლიანი სისტემისა და ყველა მასთან დაკავშირებული ტექნიკური ნაწილის მოვლა–გარემონტება იაფად და ხარისხიანად.

გამოიყენეთ მხოლოდ ჩარეცხვადი მასალები

კანალიზაციის მილების მუშა მდგომარეობაში შენახვა და მათი გაჭედვის თავიდან აცილება სწორი მოვლის წყალობითაა შესაძლებელი. ყოველთვის დარწმუნდით, რომ ნებისმიერ სისტემის ნაწილს სწორად იყენებთ და მათში ისეთ მასალას ათავსებთ, რომელიც გათვლილია კანალიზაციის სისტემაში მოხვედრისათვის.

ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად არ უნდა ჩარეცხოთ უნიტაზში სათამაშოების ნატეხები და ა.შ როდესაც მაღაზიაში შეხვალთ სხვადასხვა რამის შესაძენად, გამყიდველს შეგიძლიათ კითხოთ შეიძლება თუ არა კონკრეტული რაიმეს ჩარეცხვა. ზოგიერთი რამე წყალში იშლება, ზოგი კი არა და ამის შემოწმება ძალიან მარტივად შეიძლება. ეს ეხება სველ ხელსახოცებსაც კი.

დაიწყეთ სახლის შემოწმებით

როდესაც აპირებთ დაიწყოთ კანალიზაციის სისტემის გაწმენდა, მაგ შემთხვევაში პირველ რიგში მთავარი წყარო – სახლი უნდა გაათავისუფლოთ პრობლემისგან. თავდაპირველად არ არის იმის საჭიროება, რომ მილების გასაწმენდათ თქვენი ეზოს გადათხრა და მილების ამოყრა დაიწყოთ მიწიდან.

თავიდან არც სანტექნიკოსის გამოძახებაა საჭირო. თუკი თქვენი უნიტაზები გაივსო და გაჭედილია და არც ონკანის წყალი იცლება, მაშინ შესაძლოა მთავარი პრობლემა თქვენს სახლში არსებულ მილებში იყოს. ასეთი გაჭედვების უმრავლეს შემთხვევაში პრობლემა სახლში არსებული მილების კუთხეებშია, რომელიც მაგალითად თქვენი უნიტაზის ქვეშ შეიძლება მდებარეობდეს.

ქიმიური გაწმენდა

საკანალიზაციო მილების გაწმენდა შეიძლება ძალიან ადვილი ან ძალიან რთული პროცესი იყოს. ქიმიური ნივთიერებების გამოყენება გიჩენთ მარტივ გამოსავალს იმ სიტუაციაში, რომლიდან თავის დაღწევაც სხვა შემთხვევაში შეიძლება ძალიან რთულიც კი იყოს. ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური ქიმიური ნივთიერება ისაა, რომელიც მილში მოხვედრის შემდეგ ქაფის სახით იწყებს გაფართოებას და მთლიანად იკავებს მილებს.

როდესაც ამ ნივთიერებას მილში ჩაასხავთ, იგი გაიზრდება და წნევის წყალობით მილში მოთავსებულ გამჭედ ასპექტებს ჩარეცხავს, ასევე მისი შემადგენლობიდან გამომდინარე ზოგიერთ სპეციფიურ ნივთიერებასაც დაშლის. სხვა გავრცელებული ქიმიური საშუალებები წარმოადგენენ თხევად დამხმარეებს, რომლებიც მილში ჩასხმისას საუთარი ქიმიური შემადგენლობის წყალობით შლიან, წვავენ და ანადგურებენ ბიოლოგიურ ნარჩენებს სწრაფად და ეფექტურად.

თუკი თქვენ საცხოვრებელი კომპლექსის ან ბიზნესის მფლობელი ხართ, მაშინ კარგად გეცოდინებათ რომ კანალიზაციის მილებზე ზრუნვას თავიდან ნამდვილად ვერ აიცილებთ. მათი შემოწმება და ინსპექტირება ყოველ 1–2 წელიწადშია რეკომენდირებული, თუმცა ასეთი სიფრთხილის დაცვის შემთხვევაშიც კი შეიძლება მილებმა პრობლემები შეგიქმნან.

თუმცა, კარგად მოვლასა და ინსპექტირებაში დახარჯული თანხა ყოველთვის ბევრად უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე ის ფულის რაოდენობა, რომელიც არასწორად მოვლილი ან საერთოდ მოუვლელი მილების გამოცვლასა და შეკეთებაში დაგეხარჯებათ საპირისპირო შემთხვევაში. თანაც, არსებობს ისეთი მარტივი გზებიც, რომელიც პოტენციურად უამრავ ფულსაც დაგაზოგინებთ და თანაც საკმაოდ მარტივია. ერთ–ერთ ასეთ საშუალებას წარმოადგენს საცხობი სოდის გამოყენება წყლის სისტემების გასაწმენდად. ეს მართლაც ხელმიწასვდომი და იაფი ხერხია.

როგორ გვეხმარება საცხობი სოდა თავიდან ავიცილოთ კანალიზაციის პრობლემები?

მარტივად, სხვა ნატურალურ ინგრედიენტებთან შერევის შემდეგ სოდა შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც გარემოსთვის უსაფრთხო და ნატურალური გამწმენდი საშუალება თქვენი უნიტაზისთვის, პირსაბანისთვის, აბაზანისა და კანალიზაციის სისტემისათვისაც კი.

საცხობი სოდის გამოყენება ძლიერი და უხეში ქიმიური ნივთიერებების მაგივრად გაწმენდის ოპერაციების ჩატარებისას დაგეხმარებათ მილებში შეინარჩუნოთ ყველა ის სასარგებლო ბაქტერია, რომელოც მნიშვნელოვანია საკანალიზაციო სისტემაში არასაჭირო ნარჩენების გახრწნის პროცესისათვის.

აღსანიშნავია, რომ არსებობს კარგი და ცუდი ბაქტერიის ტიპი, ქიმიური ხსნადები კი ორივე მათგანს განურჩევლად ანადგურებს. კარგი ბაქტერიების გარეშე თქვენ უფრო ხშირად გაგეჭედებათ მილები და თანაც უსიამოვნო სუნის პრობლემაც გახშირდება. სწორედ ამიტომ, სოდის გამოყენება ბევრად უფრო ადვილია.

თქვენ შეგიძლიათ შეურიოთ 1/4 ჭიქა სოდა 1/2 ჭიქა ძმართან და 2 ს/კ ლიმნის წვენთან და დაამზადოთ თქვენი საკუთარი გამწმენდი ხსნარი. ეს ნარევი და განსაკუთრებით სოდა მარტივად იმოქმედებს და მტვერსაც კი ჩამოწმენდს თქვენი წყლის სისტემის კედლებიდან.

მარტივია თქვენი ხელით ისეთი საწმენდი საშუალებების შექმნა, რომელიც საკანალიზაციო მილებში კარგი ბაქტერიის განადგურებისგან დაგიცავთ

უნიტაზის გასაწმენდად:

1) საცხობი სოდა და ძმარი: მიმოაპნიეთ სოდა ჯამში და შემდეგ ჩააწვეთეთ ძმარი, ამოურიეთ საწმენდი ჯოხით და შემდეგ მისი საშუალებით გაწმინდეთ უნიტაზი. ეს გაასუფთავებს და სუნს მოაშორებს მას.

2) ბორაქსი და ლიმნის წვენი – ჯიუტი ლაქების, მაგალითად უნიტაზის ირგვლივ გაჩენილი წრეების გასაწმენდად, ჩარეცხეთ კედლები დასასველებლათ, შემდეგ აურიეთ ბორაქსი და ლიმნის წვენი და მოწმინდეთ კედლები ამ ნარევით. დატოვეთ წასმული კედლებზე 2 საათის განმავლობაში და შემდეგ კარგად ჩამოფხიკეთ.

3) 1 ჭიქა ბორაქსი, 1/2 ჭიქა თეთრი ძმარი – ჩარეცხეთ უნიტაზი, შემდეგ მიმოაბნიეთ მის კედლებზე ბორაქსი, შემდეგ კი დანამეთ ძმრით. დატოვეთ ასე რამდენიმე საათის განმავლობაში ან მთელი ღამით, შემდეგ კი საწმენდი ჯოხით ჩამოწმინდეთ.

4) დენტური ტაბლეტები ტუალეტის საწმენდის იდეალური შემცვლელია. ჩააგდეთ 2 ცალი უნიტაზში და გაწმინდეთ ისე, როგორც ამას ტუალეტის საწმენდის შემთხვევაში გააკეთებდით.

5) აურიეთ თხევადი საპონი სოდასთან ან ბორაქსთან, შემდეგ კი წაუსვით ტუალეტის შიგთავსს და კარგად ჩამოხეხეთ საწმენდი ჯოხით.

სანიაღვრე სისტემის გაწმენდა:

სანამ სანტექნიკის ხელოსანს გამოიძახებთ შენელებული მილების მიმოქცევის გამოსასწორებლად, გამოიყენეთ ეს გამწმენდი საშუალება სისტემის სუფთად შესანახათ კვირაში ერთხელ მაინც:

1/2 საცხობი სოდა

1 ჭიქა თეთრი ძმარი

1 ლიტრი მდუღარე წყალი

1/2 ლიმონი

ჩაყარეთ საცხობი სოდა სანიაღვრე მილში და მიაყოლეთ ძმარი. აცადეთ ამ მიქსს აფუება რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩარეცხეთ მდუღარე წყლის საშუალებით.

აბაზანის და ფილების ჩამოსაწმენდად 

1) მოაპნიეთ საცხობი სოდა პუდრის მსგავსად და წაუსვით კედლებს დამლბალი გუბკით. ჩამორეცხეთ კარგად.

2) ძმარი და საცხობი სოდა გამოიყენეთ აბაზანაში დაგროვილი ნაგვის მოსაშორებლად. დაასხით საწმენდ ნაჭერს ძმარი და გაწმინდეთ აბაზანა. შემდეგ გამოიყენეთ საცხობი სოდა და მიმოაპნიეთ ის ზედაპირზე, შემდეგ ისევ კარგად ჩამოწმინდეთ გუბკის საშუალებით. ამას უნდა მოაყოლოთ წყლით კარგად ჩარეცხვა.

3) ძმარი აშორებს ჭუჭკს გახეხვის გარეშე და კვალსაც არ ტოვებს. გამოიყენეთ 1/4 ჭიქა ან უფრო მეტი ძმარი 4 ლიტრი წყლისათვის.

4) წყლის ხვრელის გასაწმენდათ ჩაყარეთ 3 ჭიქა საცხობი სოდა საშუალო ზომის ჯამში და დაამატეთ 1 ჭიქა თბილი წყალი. აურიეთ მკვრივი ჟელეს მიღებამდე და შემდეგ მისი საშუალებით გაწმინდეთ ხვრელის რკინა უხეშად. ამის შემდეგ კარგად ჩარეცხეთ მთელი აბაზანა.

5) გაწმინდეთ მთლიანი არე ბორაქსში ჩაწობილი ნახევარი ლიმონით, შემდეგ ჩამორეცხეთ კარგად და გაამშრალეთ ნაზი ნაჭრით.

სანტექნიკური საშუალებებისათვის:

1) დაუჟანგავი მეტალის, ქრომის, კერამიკის, ფაიფურისა და მინანქარის გასაწმენდათ აურიეთ 2 ს/კ საცხობი ზოდა წყალში და მიასხურეთ გასაწმენდ ზედაპირს, შემდეგ კი ჩამოწმინდეთ.

2) შხაპის თავების გასაწმენდად შეურიეთ 1/2 ჭიქა თეთრი ძმარი და მეოთხედი წყალი. შემდეგ, ბოლომდე ჩაყავით შხაპის თავი ამ სითხეში და 15 წუთით ადუღეთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: