მთავარი კულინარია განსხვავებული შიგთავსის მქონე ლავაშების მომზადება

განსხვავებული შიგთავსის მქონე ლავაშების მომზადება

by guramus

ყოველდღე ერთი და იგივე საუზმე მომაბეზრებელია – შემწვარი ან მოხარშული კვერცხი, შვრიის ფაფა… თუმცა გამოსავალი არსებობს – მაგალითად, სომხური ლავაშის სხვადასხვა ვარიანტი. ლავაშის რეცეპტების რაოდენობა სულ მუდმივად იზრდება. ის მოსახერხებელი ინგრედიენტია მრავალფეროვანი კერძის მოსამზადებლად, იქნება ეს სამსახურში წასაღები საუზმე, თუ სადღესასწაულო ფურშეტის ან ბუნებაში გამართული პიკნიკის ნაწილი.

ლავაშის მილები გემრიელი შიგთავსით.

ეს შესანიშნავი არჩევანია, რომელიც თქვენს საუზმეს (და არამხოლოდ საუზმეს) გაამრავალფეროვნებს.

გემრიელი შიგთავსი და ხრაშუნა კანი, მომზადების პროცესი კი – უმარტივესი. აი ასეთი გამოდის ლავაშის მილები სხვადასხვა შიგთავსით. შემწვარი ლავაშით მომზადებული მილები სუფრაზე დიდხანს არ ჩერდება. შიგთავსი მარტივი მოსამზადებელია და თან ძალიან გემრიელი და ნოყიერი.

ინგრედიენტები

  • 3 კვერცხი
  • 100 გ მაგარი ყველი
  • ერთი თხელი ლავაში
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 3 ს.კ. რძე
  • მწვანე ხახვი
  • კამა
  • მარილი გემოვნებით
  • ზეთი შესაწვავად

მომზადება

1. ორი კვერცხი მოხარშეთ და გახეხეთ მსხვილ სახეხზე, შემდეგ მაგარი ყველიც გახეხეთ. შეურიეთ.

2. ამ მასას დაამატეთ დაჭრილი მწვანილი, არაჟანი და მოაყარეთ მარილი. კარგად აურიეთ.

3. ლავაში დაჭერით მაკრატლით ოთხკუთხედებად. ერთ ნაპირზე შიგთავსი დაალაგეთ და გადაახვიეთ ლავაში მილისებურად.

4. თუ ლავაში დიდხანს იდო მაცივარში და გამაგრდა, ის მსუბუქად დანამეთ წყლით, ჩადეთ პოლიეთილენის პაკეტში და შედგით მიკროტალღურ ღუმელში 20 წამით. ლავაში რბილი და ელასტიური გახდება.

5. ერთი კვერცხი ათქვიფეთ რძესთან და მარილთან ერთად. ლავაშის ყოველი მილი ამოავლეთ კვერცხისა და რძის ნარევში და შეწვით ზეთში ორი მხრიდან.

6. ისინი გემრიელია როგორც ცხელი, ისე ცივი სახით. მილები შეწვამდე შეგიძლიათ გაყინოთ და შემდეგ საჭიროების მიხედვით მოამზადოთ. გემრიელად მიირთვით!

ლავაში ფარშის შიგთავსით

გთავაზობთ ახალი და არანაკლებ გემრიელი ლავაშის რეცეპტს ფარშის შიგთავსით. მას მეორენაირად ეძახიან ,,კალეიდოსკოპს”, რადგან იმითაა გამორჩეული, რომ სხვადასხვა შიგთავსი ერთმანეთში არ ერევა, არამედ ფორმირდება მოზაიკის სახით. განაკვეთზე ეს ლავაში ძალიან მადისაღმძვრელად და თვალისმომჭრელად გამოიყურება.

ინგრედიენტები

  • 7 ფურცელი თხელი ლავაში
  • 1 ხახვი
  • 2 სტაფილო
  • 350 გ ბროკოლი
  • 300 გ ღორის ფარში
  • 1 კვერცხი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • მარილი და პილპილი – გემოვნებით

მომზადება

1. შეწვით სტაფილო, ხახვი, ბროკოლი და ფარში ცალკ-ცალკე, სხვადასხვა ტაფაში. შეწვის დროს ყველა ინგრედიენტს მოაყარეთ ცოტა მარილი და პილპილი.

2. ლავაშის გრძელი ნაპირის გასწვრივ დაალაგეთ სტაფილოს შიგთავსი და გადაახვიეთ მილისებურად. ლავაშის მესამე და მეოთხე ფურცლებიც ასევე გადაახვიე რულეტივით, შესაბამისად, ბროკოლის, ხახვისა და ფარშის შიგთავსით. ლავაშის ყოველ ფურცელს შიგნიდან შეგიძლიათ წაუსვათ კარაქი. გამოვა ოთხი ცალი შიგთავსიანი ლავაშის მილი.

3. დარჩენილი სამი ლავაშის ფურცელი კრამიტისებურად დაალაგეთ სამუშაო დაფაზე. მოათავსეთ მათზე წინასწარ მომზადებული შიგთავსიანი რულეტები და გადაახვიე ერთ დიდ რულეტად.

4. მჭრელი დანით დაჭერით მიღებული დიდი ლავაში ცალკეული საშუალო ზომის ნაჭრებად. დაალაგეთ ისინი პერგამენტიან საცხობზე. ათქვიფეთ კვერცხი და წაუსვით რულეტის ნაპირებს.

5. შეგდით ლავაში 170 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით. ფარშიანი კერძი სუფრასთან ცხელი მიიტანეთ, სანამ ქერქი ხრაშუნა აქვს. გემრიელად მიირთვით!

ლავაშის უნივერსალურობის შეფასება შეუძლებელია. ამ სომხური პურით შეიძლება ნებისმიერი კერძი მომზადდეს – ხორცით, ხაჭოთი, ყველით, სოკოთი, ბოსტნეულით, ასევე ტკბილი სახის – ჯემით ან მურაბით.

თქვენ რომელ შიგთავსს იყენებთ ლავაშისთვის? მოგვიყევით კომენტარებში თქვენი ყველაზე წარმატებული ექსპერიმენტის შესახებ, რომელიც ლავაშთან დაკავშირებით ჩაგიტარებიათ. ეს სტატია კი აუცილებლად გაუზიარეთ თქვენს  მეგობრებსაც, ახალი კულინარიული იდეები არავის აწყენს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: