მთავარი ჯანმრთელობა როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი

როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი

by guramus

სუფთა საკვების მომნელებელი სისტემის დამსახურებაა მბრწყინავი კანი, ჯანსაღი აღნაგობა, კარგი განწყობა და დიდხანს სიცოცხლე. ჯანმრთელი კუჭით ცხოვრება იმ კომფორტთან ასოცირდება, რასაც უმაღლეს დონეზე გარემონტებული სახლი შეგიქმნით. ხანდახან, გენერალური წმენდის ჩატარება საჭიროა!

ამ ერთ სტატიაში წარმოგიდგენთ რეალურ და უსაფრთხო საშუალებებს კუჭის გაწმენდისთვის, რომლებიც გამოდენიან ტოქსინებს და დაარეგულირებენ კუჭის მოქმედებას.

კუჭის წმენდა

ყველაფერი, რაც კუჭში ხვდება, შეიწოვება სისხლის მიერ. თუ საკვები სისტემაში ყოვნდება და აქეთ-იქით იფანტება, ასევე ტოქსინების სახით ყალიბდება და დარტყმას ღვიძლი იღებს. ყველაფრის გაფილტვრა მასაც არ გამოდის და ადგილი აქვს ინტოქსიკაციას, თავის ტკივილს და მოწამვლას.

სისტემატიურ დარღვევებს ავადმყოფობამდე მივყავართ, ამიტომაც გამოთქმა “ის ვართ, რასაც ვჭამთ” მართალია. თვეში რამდენჯერმე დეტოქსიკაცია აუცილებელი პროცესია, თუ დიდიხანია არ მიგიმართავთ, დაკავდით ახლავე.

ბალახები კუჭისთვის

სამკურნალო ბალახები ძალიან ეფექტურია, როცა კუჭ-ნაწლავთა სისტემას დალაგება სჭირდება. ამ მიზნისთვის გამოგადგებათ ნეგოს ყვავილები, ხეჭრელის ფესვები, სელის მარცვლები, ჭინჭარის ფოთლები, კულმუხოს ფესვები, ასკილი, კრაზანა, შვიტა და ორკბილა სხვადასხვა პროპორციებით.

1 ს.კ. დაჭყლეტილ მასას დაასხით მდუღარე წყალი და დატოვეთ რამდენიმე საათით, სჯობს თერმოსი გამოიყენოთ. ჭიქაში ჩასხმული სითხე გაცერით და დალიეთ დღის მანძილზე 3-ჯერ. კურსი – 3 თვე: 1 კვირა დალევა, შემდეგი 3 კვირა შესვენება.

ორგანიზმის გაწენდისთვის გამოგადგებათ ღვიის 2 ნაწილის ნახარში. თითოეულ ნაწილს ვარდკაჭაჭა, ანგელოზა, ავშანი და შალფეის ბალახის 3 ნაწილი. 1 ს.კ. ნაკრებს ხარშავენ ჭიქა წყალში 15 წთ. ნახარშს უზმოზე იღებენ. კურსი – 10 დღე.

ნიახურიც ძალიან ეფექტურია! 1 კგ ნიახურს ხარშავენ 2 ლიტრა წყალში, სანამ მისი მოცულობა ორჯერ არ შემცირდება. მიღეთ 50 მლ 3-ჯერ დღეში კვირის მანძილზე.

საკვები ორგანიზმის გაწმენდისთვის

ორგანიზმის გაწმენდა შიმშილს არ გულისხმობს. იდეალური საუზმეა – ფაფა შვრიის და ბრინჯის ნაზავით. მათ თანაბარი პროპორციებით ურევენ და 1 ჭიქა მარცვლეულს 2.5 ჭიქა წყალში ხარშავენ. ფაფას შეგიძლიათ მარილი მოაყაროთ, მაგრამ არა კარაქი. ის გამოდევნის გადაუმუშავებელ საკვებს და ასუფთავებს კუჭის კედლებს.

კიდევ ერთი შესაფერისი ფაფა, რომელსაც ექიმები საუზმისთვის შვრიის ნაცვლად რეკომენდაციას უწევენ, 100 გ დაფქული ხორბალია შეკმაზული 100 მლ სტაფილოს წვენსა და 2 ს.კ. თაფლში. ზევიდან კი თხილს აყრიან. ეს კუჭის და ღვიძლის ნამდვილი წმენდაა.

ასევე, ორგანიზმის წმენდის პროცესში აუცილებლად უნდა ჩართოთ უფრო მეტი სალათა და ხილი, სასურველა მარცვლეულის და თხილის დამატებით.

პროდუქტები დეტოქსიკაციისთვის

არსებობს რამდენიმე პროდუქტი, რომელიც დეტოქსიკაციის პროცესს აჩქარებს. ყველაზე ძლიერი ჭარხლის წვენია. ის წმენდს ძარღვებს და კუჭის კედლებს.

ვაშლის მოყვარულებს ძალიან გაუმართლათ, რადგანაც სწორედ ეს ხილია მდიდარი ცელულოზით და მსუბუქი მოსადუნებელი ეფექტიც აქვს. მისი ტოლ-სწორია ასფურცელას ნახარში, დამამშვიდებელი ეფექტით. კუჭში აქტიური პრობლემისას ექიმები რეკომენდაციას უწევენ ენტეროსორბენტების მიღებას: 1 აბი ყოველდღე კვირის მანძილზე.

ტოქსინების გამოდევნისას, ცხიმის წვის აქტიური პროცესი იწყება. ამ საშუალებების დახმარებით კვირაში 3 კგ-ს დაკლებას შეძლებთ, თუ ცომეულს და ტკბილს არ მიიღებთ. “გენერალური დასუფთავების” დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. მაგრამ, პირველ სიმპტომებს ყველა ამოიცნობს: ნამძინარევობა, გამონაყარი, არასასიამოვნო სუნი, წონის მომატება საკვების ზომიერი მიღებისას, გაუარესებული კანი. ბევრი დიექტური კერძი შეებრძოლება ტოქსინებს.