გოგონა, რომელსაც მთელი ცხოვრება გველთან ერთად ეძინა

შუა საუკუნეების ინდოეთის ერთერთ სოფელში პატარა გოგონა გველთან ერთად იზრდებოდა. ისინი იმდენად იყვნენ ერთმანეთზე შეყვარებულები, რომ ღამე ერთად ეძინათ. გადიოდა დრო, იზრდებოდნენ ერთად, გველი ეფერებოდა, ეალერსებოდა გოგონას და გოგონაც მზრუნველობას არ აკლებდა.

ერთხელაც 4 მეტრიანმა პითონმა ჭამა შეწყვიტა. გოგონა საგონებელში ჩავარდა და გადაწყვიტა ვეტექიმთან მისულიყო. ვეტექიმმა გოგონას გველის მდგომარეობა გამოკითხა და ასეთი კითხვა დაუსვა: “გველს ღამით თქვენთნ ერთად სძინავს, ხომ? გეფერებათ, გეალერსებათ და სიყვარულს არ გაკლებთ?” გოგონა გაოცებული უქნევდა თავს. ვერ ხვდებოდა ექიმი როგორ მიხვდა, რომ მათ ერთად ეძინათ. “ის თქვენ შესაჭმელად გამზადებთ! იმიტომ გეფერებათ, რომ თქვენს ზომებს აზუსტებს. არ ჭამს, იმიტომ რომ ძალიან მოშივდეს და მუცელში თქვენთვის ადგილი განთავისუფლდეს.” უთხრა ექიმმა.

გოგონა შოკირებული იყო. არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ საყვარელი მეგობარი მას შესაჭმელად გაიმეტებდა.

ცხოვრებაშიც ასე ხდება. ჩვენს გარშემო უამრავი ადამიანია, რომელიც მზრუნველობას გამოხატავს ჩვენ მიმართ. გვეფერება, გვკოცნის, გვეხუტება, სინამდვილეში კი მომენტს ელოდება, რომ ფეხი დაგიცდეს და პირდაპირ მის ხახაში აღმოჩნდე.

აღმოაჩინეთ თვენს გვერდით გ ვ ე ლ ე ბ ი და მოისროლეს სასწრაფოდ, სანამ გადაგყლაპავენ!

Loading...

  კომენტარები